ფანარი - ადამიანის მიერ გამოგონილი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და პრაქტიკული მოწყობილობა

კაცობრიობის განვითარებაში ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობა ყოველთვის ჰქონდა სინათლეს. პირველი სანთლებიდან და ჩირაღდნებიდან დაწყებული ნავთის ლამპებით დამთავრებული, თითოეული გამოგონება ადამიანის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურებოდა. ელექტროენერგიის გამოჩენამ განათების ისტორიაში ახალი ერა დაიწყო, რამაც იმ შედეგებამდე მიგვიყვანა, რომ ადამიანმა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და პრაქტიკული მოწყობილობა - ფანარი გამოიგონა.

დავიწყოთ იმით, რომ Holst.ge-ზე შეგიძლიათ, მრავალგვარი და სხვადასხვა დანიშნულების ფანრები შეიძინოთ, ქვემოთ კი იმის შესახებ მოგიყვებით, რომელი ფანარი გამოგადგებათ კონკრეტული დანიშნულებით და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, სანამ შენაძენს გააკეთებთ.

ფანარი ავტომობილში - როგორი უნდა შეიძინოთ?

ეს უფრო ავტომობილის მფლობელის საქმიანობაზეა დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ფაქტია - ნებისმიერი მანქანის სანივთეში, მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობა „ბარდაჩოკს“ რომ უწოდებს, ფანარი აუცილებლად უნდა მოიძებნებოდეს. მაინც, როგორი? მაგალითად, ავტომობილისტმა, რომელსაც ხშირად უწევს დიდი მანძილების დაფარვა, შუბლის ფანარი უნდა შეარჩიოს - თუკი რამის შეკეთება დასჭირდება, ორივე ხელი თავისუფალი რომ ჰქონდეს.

თუკი საუბარია უგზოობასთან შეჭიდების მოყვარულებზე, სადაც ფანარი ორიენტირებისთვის გამოიყენება, მისწრებაა მძლავრი HID ან შუქდიოდური პროჟექტორი.

როგორი ფანარი გამოდგება აგარაკისთვის?

- ისეთი, რომელიც არ დაიკარგება - მოზრდილი, შესამჩნევი, უმჯობესია, ნათელი ფერის კორპუსის მქონე;

- აუცილებელი პირობაა, იყოს დაცული მტვრისგან, იყოს წყალ და დარტყმაგამძლე;

- კორპუსი უნდა ჰქონდეს ალუმინის ან გამძლე პლასტიკის.

როგორი ფანარი სჭირდება ტურისტს?

პირველ რიგში, ტურისტული ფანარი უფრო გაბარიტულია ხოლმე, ვიდრე - კომპაქტური. მეორე - უნდა ჰქონდეს საკმარისი ენერგიის ტევადობა. მესამე - ტურისტული ფანარი უნდა იყოს მრავალფუნქციური - მინიმუმ სიკაშკაშის დონის რეგულატორით მაინც უნდა იყოს აღჭურვილი.

ფანრები კვების წყაროს მიხედვით

ელემენტზე მომუშავე ფანრები საკმაოდ ხელმისაწვდომია. მუშაობს როგორც ერთჯერად ელემენტებზე, ისე დასატენ აკუმულატორებზე, რომლებსაც ნებისმიერ მაღაზიაში შეიძენთ.

აკუმულატორიანი ფანრის დატენა შესაძლებელია USB-კაბელით ან როზეტით. ჩაშენებული აკუმულატორის მუდმივად გამოცვლა საჭირო არ გახლავთ.

ელექტროდინამიკური ფანარი არ არის დამოკიდებული ელექტროქსელზე. იტენება სახელურის ინტენსიურად მოძრაობის შედეგად. ზოგიერთ მოდელს ელემენტი ან აკუმულატორი აქვს, რათა ჭარბი ენერგია შეინახოს.

სინათლის წყაროს მიხედვით

შუქდიოდური ყველაზე პოპულარულია, ნათებაც მისაღები აქვს, მცირე ენერგიას მოიხმარს და არ ხურდება. გამოიყენება, ფაქტობრივად, ყველა სფეროში.

ჰალოგენური ფანარი კაშკაშაა, თუმცა არა ხანგრძლივი გამოყენებისთვის, ვინაიდან დამცავი მინა საკმაოდ ხურდება. გამოიყენება სარემონტო სამუშაოებისას, თუმცა თანდათან ქსენონითა თუ შუქდიოდით წარმატებით ნაცვლდება.

ქსენონის ფანარი სიკაშკაშით გამორჩეული მოწყობილობაა, რომლის სინათლის ნაკადი რამდენიმე კილომეტრის მანძილზეც კი კარგად ჩანს. როგორც წესი, მშენებლობისას ან სამაშველო ოპერაციების დროს გამოიყენება.

ერთი შეხედვით, ფანარი მარტივი მოწყობილობაა, თუმცა მისი მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში შეუცვლელია. ის გვიმარტივებს გადაადგილებას სიბნელეში, გვიცავს საფრთხეებისგან და ხშირად გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც ყოფით, ისე საგანგებო სიტუაციებში. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ ფანარი უფრო მოსახერხებელი, ძლიერი და მრავალფუნქციური გახადა, რაც კიდევ უფრო ზრდის მის პრაქტიკულ ღირებულებას. სწორედ ამიტომ, ფანარი არ არის მხოლოდ განათების საშუალება - ის უსაფრთხოების სიმბოლოა.

LEDEX-22142 ფანარი თავზე დასამაგრებელი 3W LED 6hrs

Ledex fanari

  • ბრენდი - LEDEX
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:197lm სუსტი ნათება:73lm
  • ნათების მანძილი - 150m
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:1.5 სთ სუსტი ნათებით:6 სთ
  • ელემენტი - 4V900mAh
  • დატენის ხანგრძლივობა - 12-15 სთ
  • ზომა - φ8095mm
  • მასალა - პლასტმასა
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4869141422142
  • წონა (კგ) - 0.3
  • სიმძლავრე (W) - 3
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი

LEDEX-01137 ფანარი 3W LED 120Lm 4hrs

Ledex fanari

  • ბრენდი - LEDEX
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:120lm სუსტი ნათება:40lm
  • ნათების მანძილი - 150m
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:2.5 სთ სუსტი ნათებით:4 სთ
  • ელემენტი - 4V 900mAh
  • დატენის ხანგრძლივობა - 12-15 სთ
  • ზომა - φ78*230mm
  • მასალა - პლასტმასა
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4869151401137
  • წონა (კგ) - 0.3
  • სიმძლავრე (W) - 3
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი

LEDEX - ფანარი 5W LED, 4hrs

Ledex fanari

  • ბრენდი - LEDEX
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:43.7lm სუსტი ნათება:13.3lm
  • ნათების მანძილი - 250m
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:1 სთ სუსტი ნათებით:4 სთ
  • დატენის ხანგრძლივობა - 12-15 სთ
  • მასალა - პლასტმასა
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4869152501256
  • წონა (კგ) - 0.3575
  • სიმძლავრე (W) - 5

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება