ერთ მარტივ, მაგრამ შეუმჩნეველ ფაქტზე უნდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება: სანამ ქუჩის განათება გამოჩნდებოდა, ქალაქები, პრაქტიკულად, წყვდიადით იყო მოცული. საბედნიეროდ, დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია, მაგრამ რაც შეეხება ბუნებას, აი, იქ კი უფანრობა ნამდვილად საგრძნობია.
და რაკი Holst.ge არსებობს, ამ პრობლემის მოგვარებაც ძალიან მარტივად შეიძლება - საკმარისია, სასურველი ფანარი შეარჩიოთ და მოგრჩა და გათავდა. ერთი კია, იმდენი სახეობის ფანარი არსებობს, შერჩევა არც თუ იოლია.
ჰოდა, ამჯერად სწორედ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ - როგორი ფანრები არსებობს, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, როგორ შეარჩიოთ და ასე შემდეგ.
როგორი ფანრები არსებობს?
დავიწყოთ იმით, რომ ამ შემთხვევაშიც კი გამოირჩევა პროფესიონალური და სამოყვარულო ფანრები. ეს რაც შეეხება ფანრის კლასებს და სანამ უფრო დეტალურად ჩავშლით, ჯერ ეს ორი კლასი განვიხილოთ.
- პროფესიონალური ფანარი - მისი დანიშნულება სპეციალური დავალებებია. ხასიათდება მაღალი სიმძლავრით, არის ნესტგამძლე, არ აშინებს მტვრის ნაწილაკები, აქვს დიდი რაოდენობით სამუშაო რეჟიმები. როგორც წესი, იყენებენ დარაჯები, მცველები, მაშველები, მყვინთავები, სამხედროები და მსგავსი მიმართულებით მომუშავე ადამიანები. შესაძლებლობების გარდა, პროფესიონალური ფანარი სამოყვარულოზე ძვირიც გახლავთ.
- სამოყვარულო ფანარი - დიდი წარმატებით გამოიყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. შესაძლოა, ნესტგამძლეობის მაჩვენებელი, პროფესიონალურთან შედარებით ისეთივე მაღალი არ ჰქონდეს, მაგრამ სამაგიეროდ, ფასში კი საგრძნობად ჯობნის.
ახლა მივყვეთ სამოყვარულო ფანრებს და ეს საკითხიც ჩავშალოთ. ესე იგი, ფანრის ყველაზე მეტად გავრცელებული სახეობებია:
- ხელის ფანარი - „ტრადიციული“ და ყველასთვის კარგად ნაცნობი ფანარი, რომლის ზომებიც შესაძლოა, იყოს როგორც ადამიანის ჯიბეს მორგებული, ისე, საკმაოდ მოზრდილი. რაც მთავარია, ორივე შემთხვევაში, უდიდესი ფართობის განათება შეუძლია;
- ბრელოკი - კომპაქტური ფანრები, რომელთა სიმძლავრე საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა გზა ფეხებთან გაინათოს;
- ველოფანრები - მაგრდება ველოსიპედებზე და ანათებს დაახლოებით 10-20 მეტრის მანძილზე. არის გამძლე და მდგრადი ვიბრაციებისა და დარტყმების მიმართ;
- შუბლის - თავზე ან ჩაფხუტზე ქამრის დახმარებით მაგრდება. ასეთი ფანარი ადამიანს საშუალებას აძლევს, ხელები თავისუფლად ჰქონდეს და საქმე დაუბრკოლებლად აკეთოს. პოპულარულია ტურისტებში, სპელეოლოგებში, ხელოსნებში და ასე შემდეგ;
- შორი განათების - ზემძლავრი მოდელი, რომელიც დაახლოებით 150-200 მეტრის მანძილზე ანათებს. განსაკუთრებით აქტუალურია სამხედროებსა და მონადირეებში.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ფანრის შეძენის წინ
- ლაშქრობისთვის, ნადირობა-თევზაობისთვის ან მოგზაურობისთვის შეარჩიეთ მოდელი, რომელიც რამდენიმე რეჟიმით არის აღჭურვილი. ეს საშუალებას მოგცემთ, სხვადასხვა პირობებში სიკაშკაშე შეამციროთ ან მოუმატოთ;
- ფანარში ერთდროულად რამდენიმე შუქდიოდი საშუალებას მოგცემთ, ნათურების რაოდენობა აკონტროლოთ და ამით ელემენტი დაზოგოთ;
- როგორც წესი, ფანრის კორპუსი ლითონის შენადნობებისგან ან მყარი პლასტიკისგან მზადდება. მინებიც შეიძლება პლასტიკისგან იყოს შექმნილი, რაც აბსოლუტურად მისაღებია.
- თუკი ფანარი რეგულარულად გჭირდებათ, ყოველდღე, ან თუნდაც მხოლოდ უქმეებზე, აკუმულატორი და დამტენი მოწყობილობა შედარებით მაღალ ღირებულებას მალე დაგავიწყებთ. ხოლო თუ ფანარი უჯრაში „ყოველი შემთხვევისთვის“ უნდა მოათავსოთ, უმჯობესია, არჩევანი ელემენტებიანზე გააკეთოთ.
- ამასთან ერთად, თუკი ხანგრძლივ ლაშქრობაში აპირებთ წასვლას, აუცილებლად უნდა განიხილოთ ფანრები ელემენტებით, ვინაიდან აკუმულატორის დატენის შესაძლებლობა, დიდი ალბათობით, არ გექნებათ.
LIN-3387 ფანარი ხელის ჩაქუჩით 3W

- ბრენდი - LINUS
- პროდუქტის ტიპი - ფანარიელემენტი - 500mAh
- ზომა - Φ55x33x162mm
- დამატებითი მახასიათებლები - ნათურა: 3W + COB
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 6114185293387
- წონა (კგ) - 0.13
- სიმძლავრე (W) - 3
LIN-3349 ფანარი თავზე გასაკეთებელი სენსორული 10W+1W

- ბრენდი - LINUS
- პროდუქტის ტიპი - ფანარი
- ელემენტი - 1200mAh
- ზომა - 60x35x33mm
- დამატებითი მახასიათებლები - ნათურა: 10W T6 LED + 1W SMD LED
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 6114185293349
- წონა (კგ) - 0.073
- სიმძლავრე (W) - 10w + 1w
LINUS LIN-50843 ფანარი ხელში დასაჭერი 8000mah-10w (1000lm)

- ბრენდი - LINUS
- პროდუქტის ტიპი - ფანარი
- განათების სიმძლავრე - 1000lm
- ნათების მანძილი - 244m
- მუშაობის ხანგრძლივობა - 25H/4.5H/15H/8H/40H
- ელემენტი - დატენვადი / 8000mAh
- დატენვის ხანგრძლივობა - 4 სთ
- დამატებითი მახასიათებლები - ნათება: SMD+COB
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 5241612150843
- წონა (კგ) - 0.71
- სიმძლავრე (W) - 10w