ფილების დაგებიდან სურათების ჩამოკიდებამდე - კიდევ რაში გამოგადგებათ ლაზერული თარაზო?

„ცოტა მარცხნივ, ახლა ცოტა ზემოთ... ზემოთ, კაცო, არ გესმის?! მაინც უშნოდ არის“ - ნაცნობი ფრაზებია? გვინდა თუ არა, იდეალური სიზუსტის მიღწევა ხშირად ნამდვილ გამოცდად იქცევა ხოლმე. თუ ფიქრობთ, რომ ლაზერული თარაზო მხოლოდ პროფესიონალი მშენებლების ატრიბუტია, რომლებსაც გრანდიოზული პროექტები აქვთ, ძალიან შემცდარხართ. ეს კომპაქტური მოწყობილობა თქვენი საუკეთესო ასისტენტია როგორც კაფელ-მეტლახის დაგებისას, ისე ბავშვის ოთახში ფოტოების ჩამოკიდების დროსაც კი. გარდა ამისა, ლაზერული თარაზო კიდევ არაერთ საქმეში დაგეხმარებათ და ქვემოთ სწორედ ამ ძალიან საჭირო ხელსაწყოზე ვაპირებთ საუბარს.

ვის სჭირდება ლაზერული თარაზო?

საკმაოდ დიდი ხანია, რაც წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ლაზერული თარაზო მხოლოდ მასშტაბურ მშენებლობებზე მომუშავე ინჟინრების ფუფუნება იყო. დღეს ეს ხელსაწყო ყველასთვის ხელმისაწვდომია და შეგვიძლია, მისი მომხმარებლები სამ ძირითად ჯგუფად დავყოთ:

  • პროფესიონალი ხელოსნები და მშენებლები: კაფელ-მეტლახის სპეციალისტები, გიფსოკარდონის ხელოსნები, მღებავები, ელექტრიკოსები და ავეჯის ამწყობები. მათთვის ლაზერული თარაზო ყოველდღიური სამუშაო იარაღია, რომლის გარეშეც იდეალური სიზუსტის მიღწევა და სამუშაოს დროულად ჩაბარება წარმოუდგენელია.
  • DIY ენთუზიასტები: ადამიანები, რომლებსაც უყვართ სახლში წვრილმანი რემონტის საკუთარი ხელით გაკეთება, თაროების აწყობა, დეკორაციების შექმნა თუ ეზოს კეთილმოწყობა.
  • უბრალო ადამიანები: ვისაც უბრალოდ სურს, რომ სახლში ტელევიზორი, სარკე, ჭაღი ან ფარდა ერთხელ და სამუდამოდ სწორად და დაკიდოს, ყოველგვარი მკითხაობის გარეშე.

რისთვის არის საჭირო ლაზერული თარაზო?

კედელზე სურათის ჩამოკიდება და იატაკზე ფილების დაგება მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. სინამდვილეში, ლაზერულ თარაზოს უამრავი დანიშნულება აქვს. აგერ, რამდენიმე ყველაზე უფრო ხშირი საჭიროებები:

  • კედლებისა და ტიხრების აშენება: გიფსოკარდონით ან ბლოკით ახალი კედლის ამოყვანისას, ლაზერი იდეალურ ვერტიკალურ ხაზს გვაძლევს იატაკიდან ჭერამდე.
  • სანტექნიკა და გაყვანილობა: მილების გაყვანილობისას აუცილებელია გარკვეული დახრილობის დაცვა. თანამედროვე თარაზოებს აქვთ დახრის რეჟიმი, რაც ამ საქმეს საოცრად ამარტივებს.
  • ელექტრობა: როზეტებისა და ჩამრთველების ერთ სიმაღლეზე დასამონტაჟებლად, მთელ ოთახში ერთი ჰორიზონტალური სხივის შემოტარება წამების საქმეა.
  • ჭერისა და იატაკის გასწორება: შეკიდული ან გასაჭიმი ჭერების მონტაჟისას, თარაზოს გარეშე მუშაობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.
  • ინტერიერის დიზაინი და დეკორი: შპალერის იდეალურად სწორად გაკვრა, კედლის პანელების სიმეტრიული განლაგება და კიბის უჯრედის გასწვრივ ფოტოების გალერეის მოწყობა.

როგორ მოვუაროთ ლაზერულ თარაზოს?

იმისთვის, რომ ლაზერულმა თარაზომ წლების განმავლობაში შეცდომების გარეშე იმუშაოს, რამდენიმე მარტივი წესი უნდა დაიცვათ:

ტრანსპორტირებისას ან აპარატის გადაადგილებისას ყოველთვის ჩაკეტეთ შიდა მექანიზმი, რათა რყევისას ოპტიკა არ დაზიანდეს და სიზუსტე არ დაიკარგოს.

  • შეინახეთ ქეისში: სამშენებლო მტვერი, ნესტი და წვეთები ლაზერის მთავარი მტრებია. მუშაობის დასრულებისთანავე შეინახეთ ის ჩანთაში ან ქეისში.
  • გაუფრთხილდით ელემენტებს: თუ აპარატს რამდენიმე კვირით ინახავთ და არ იყენებთ, აუცილებლად ამოიღეთ ელემენტები, რათა მათი დაჟანგვის გამო პლატა არ დაიწვას.
  • მოერიდეთ ვარდნას: მიუხედავად იმისა, რომ ბევრ თანამედროვე მოდელს რეზინის დამცავი კორპუსი აქვს, შესაძლოა, ძლიერმა დარტყმამ ლაზერის კალიბრაცია არიოს. პერიოდულად (განსაკუთრებით ვარდნის შემდეგ) შეამოწმეთ აპარატის სიზუსტე მარტივი ტესტით კედელზე.

TOLSEN TOL1572-35141 ლაზერული თარაზო 20M

Tolsen lazeruli tarazo

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო
  • დიაპაზონი - 20 m
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528735632
  • წონა (კგ) - 0.55
  • კვების წყარო - 2xAA ელემენტი
  • კომპლექტაცია - ჩანთა
  • სიზუსტე - ±0.3 mm/10m
  • ლაზერი - 635 Nm Arima
  • შტატივის ხრახნი - 1/4''
  • ლაზერის ფერი - წითელი

CROWN CT44047 - ლაზერული თარაზო 30m

Crown lazeruli tarazo

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო
  • დიაპაზონი - 30 m
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177425058
  • წონა (კგ) - 0.85
  • კვების წყარო - 4xAA ელემენტი
  • ლაზერის პროექცია - 1V 1H
  • სიზუსტე - ±3 mm / 10m
  • ლაზერი - 520 Nm II კლასი
  • შტატივის ხრახნი - 1/4''
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o
  • ლაზერის ფერი - მწვანე

Dewalt DW088K-XJ ლაზერული თარაზო

Dewalt lazeruli tarazo

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო
  • დიაპაზონი - 50 m
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048338575
  • წონა (კგ) - 1.85
  • კვების წყარო - 3xAA ელემენტი
  • კომპლექტაცია - კედელზე დასამაგრებელი + ქეისი + 3x ელემენტი
  • სიზუსტე - ±0.3 mm/m
  • ლაზერი - II კლასი, <1 mW
  • შტატივის ხრახნი - 1/4''
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o
  • ლაზერის ფერი - წითელი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება