| გაიგე რომელი ხელსაწყოების ნაკრები შედის ტოპ 3-ში |
| გაიგე რომელი ხელსაწყოების ნაკრები შედის ტოპ 3-ში |
ინსტრუმენტების ნაკრები საუკეთესო საჩუქარია თქვენი თავისთვის. ასე იმიტომ არის, რომ ხელსაწყოები ბევრ სხვადასხვა საქმეში დაგეხმარებათ და რთული სიტუაციებიდან გამოსავალს მარტივად გაპოვნინებთ.
სიმართლე რომ ვთქვათ, არცერთ ხელსაწყოზე არ უნდა იფიქროთ, რომ მხოლოდ პროფესიონალს სჭირდება, ან პირიქით. მოკლედ, როდის რა გამოგადგებათ, კაცმა არ იცის, მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე ინსტრუმენტების ნაკრებს ეხება. კომპლექტში შემავალი ხელსაწყოები შეიძლება დასჭირდეს როგორც პროფესიონალს, ასევე დამწყებსაც. უფრო მეტიც, შესაძლოა ამ საქმეს შორეულ პერსპექტივაში საერთოდ არ მიყვებოდეთ, მაგრამ ინსტრუმენტების ნაკრები მაინც გჭირდებოდეთ ყოველდღიურ, შედარებით წვრილმან საქმეებზე.
ინსტრუმენტების გამოყენების არეალი ფართოა. ნებისმიერ დროსა და ადგილას შეიძლება დაგჭირდეთ რაიმე წვრილმანი საქმის დროს. ხელსაწყოების ნაკრები საჭიროა სახლშიც. მაგალითად, წარმოიდგინეთ რომ კარი ან ონკანი გაფუჭდა და სასწრაფოდ შესაკეთებელია. ამისთვის კი დამხმარე ხელსაწყოები გჭირდებათ, ზუსტად ისეთები, როგორიც კომპლექტშია. თუ ნივთები სახლში არ გექნებათ, სწრაფად ვერაფერს შეაკეთებთ, რადგან რიგი საქმეები შეუიარაღებელი ხელებით ვერ კეთდება. თუ ხელსაწყოების ნაკრები გვერდით გეგულებათ, მაშინ ყველაფერი ბევრად მარტივია და პრობლემაც თვალის დახამხამებაში ქრება.
ინსტრუმენტების ნაკრები სხვადასხვანაირია. ძირითადად, ერთმანეთისგან ხელსაწყოებითა და მათი რაოდენობით განსხვავდება. არსებობს 175 ცალიანი კომპლექტი, რომელიც ყველა ნივთს მოიცავს. შეხვდებით უფრო ნაკლებიანსაც როგორიცაა, 116 ან 95 ცალიანი. თუ უფრო მცირე გსურთ, ჩვენთან ასეთებსაც იპოვით. მოკლედ, არჩევანი ძალიან ფართოა. დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენზე მორგებულ კომპლექტს აქ ნამდვილად შეხვდებით.
ამ კითხვაზე არა ერთი, არამედ რამდენიმე პასუხი გვაქვს. პირველ რიგში, ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი იმიტომ უნდა აირჩიოთ, რომ აქ მხოლოდ მაღალი ხარისხის ხელსაწყოებს იხილავთ, ისეთებს, რომლებსაც ვერ იპოვით სხვაგან. თითოეული ბრენდი მრავალსაფეხურიან ტესტირებას გადის და მათი ინსტრუმენტები მხოლოდ ამის შემდეგ ხვდება ჩვენთან. გარდა ამისა, თითოეულ ხელსაწყოს მოყვება ერთ წლიანი გარანტია. ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, საგარანტიო ტალონი საუკეთესო გამოსავალია. ასეთ დროს ნივთი სერვის ცენტრში უნდა მიიტანოთ, სადაც პრობლემას საფუძვლიანად შეისწავლიან და სწრაფად აღმოფხვრიან. ყველაფერი მხოლოდ ეს არ არის. ეს ამბავი ორმაგად გაგიხარდებათ, თუ ფიზიკური შოპინგი არ გიყვართ. ჩვენთან თითოეულ ხელსაწყოს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და უფრო მეტიც, თუ თქვენი შეკვეთა 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი მოქმედებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ყველაფერი კარგი, მაგრამ ერთიანი თანხა არ გაქვთ და ნივთს მხოლოდ ამის გამო ვერ ყიდულობთ? მაშინ შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ. დამტკიცების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას სასურველი თვეების რაოდენობაზე ანაწილებთ და ეტაპობრივად ფარავთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, ამისთვის კარგი საკრედიტო ისტორიაა საჭირო.
Tolsen-ის ხელსაწყოების ნაკრები ნამდვილად საუკეთესოა, რადგან 175 ცალიანია და ყველა ამ ტიპის საქმიანობისთვის საჭირო ინსტრუმენტს მოიცავს. ზომის მიუხედავად, მაინც საკმაოდ კომპაქტურია, ასე რომ, გადაადგილებაც დიდი პრობლემა არ არის.

უპირატესობები:
საშუალო რაოდენობის კომპლექტს ეძებთ? მაშინ ეს 116 ცალიანი ინსტრუმენტების ნაკრები კარგი არჩევანია. მისი შეძენა რეკომენდებულია როგორც პროფესიონალებისთვის ასევე დამწყებთათვისაც. თითოეული ხელსაწყო საქმეს მაქსიმალურად გაგიმარტივებთ და სწრაფად შეგასრულებინებთ. სწორედ ამიტომ, მათი შეძენა ნამდვილად ღირს.

უპირატესობები:
Tolsen-ის ამ არაჩვეულებრივი კომპლექტით დავასრულოთ. 95 ცალიან ნაკრები ნამდვილად თქვენი მარჯვენა ხელი გახდება. ხელსაწყოები ყვეელაზე რთულ საქმეებსაც კი კარგად ასრულებს. ასევე, საკმაოდ მსუბუქი და კომპაქტურია. გამორჩეულია ხელმისაწვდომი ფასითაც.

უპირატესობები: