| გაიგე რომელია 3 საუკეთესო ნათურა |
| გაიგე რომელია 3 საუკეთესო ნათურა |
ნათურა ზუსტად ის ნივთია, რომელიც ყველა ოთახსა და გარე ტერიტორიას სჭირდება. ამჯერად, შიდა სივრცისთვის განკუთვნილ ხელსაწყოებს განვიხილავთ და გირჩევთ საუკეთესოს.
როგორც ყველა ინსტრუმენტის შემთხვევაში, სიმძლავრე აქაც დიდ როლს თამაშობს. ზუსტად მასზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მძლავრად გაანათებს ნათურა და რამხელა ტერიტორიას გასწვდება სინათლე. თუ ხელსაწყო მთელი ოთახისთვის გსურთ და არა კონკრეტული მონაკვეთისთვის, მაშინ მძლავრ ინსტრუმენტს გირჩევთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ფერის ტემპერატურაა. ძირითადად, ორი სახის ნათურები არსებობს. პირველ კატეგორიაში შედის ისეთი ხელსაწყოები, რომლებსაც თბილი ე.წ. ყვითელი ნათება აქვს, ხოლო მეორე კატეგორია მოიცავს ცივ ე.წ. თეთრ ნათებას. აქ კი ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ადამიანების ნაწილი უპირატესობას ანიჭებს თბილ ნათებას, ზოგი კი პირიქით. მოკლედ, ფერის ტემპერატურის საკითხი მთლიანად თქვენი გადასაწყვეტია. თუმცა, მხოლოდ ეს არ არის, კიდევ ბევრი განსხვავებაა და სასურველია მახასიათებლებს გულდასმით გადახედოთ.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰოლსტი საუკეთესო ონლაინ ჰიპერმარკეეტია, რომელიც მაღალი დონის მომსახურებას გთავაზობთ. ჩვენთან საუკეთესო ბრენდებია თავმოყრილი. თითოეული ხელაწყო ხარისხიანია და დიდხანს მუშაობს. სასურველ ნივთებს კი სახლიდან გაუსვლელად იძენთ. დიახ, ჩვენთან ყველაფერი ძალიან მარტივია. საიტზე ხელსაწყოებს არჩევთ და რამდენიმე მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ, იწერთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. უფრო მეტიც, თუ თქვენი შეკვეთა 50 ლარზე მეტისაა, მიტანა უფასოა. ეს წესი ყველგან მოქმედებს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
Osram-ის სტანდარტული სახის ნათურას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ დიდხანს იფუნქციონიროს. ხელსაწყოს მაღალი სამუშაო რესურსი აქვს, რაც იმის მანიშნებელია, რომ დროთა სვლას უძლებს და მუშაობას აგრძელებს. ასევე, ხელსაწყო გამოირჩევა ენერგოეფექტურობის კლასითაც. სივრცეს კარგად ანათებს, თუმცა ბევრ ელექტრო ენერგიას არ მოითხოვს, ეს კი დადებითად აისახება გადასახადზე.

უპირატესობები:
მეორე არაჩვეულებრივ ნათურაზე რა შეგვიძლია ვთქვათ? Ledex-ის ეს კონკრეტული მოდელი მრავალმხრივ გამორჩეულია. პირველ რიგში, ხელმისაწვდომი ფასი აქვს და მხოლოდ ეს არ არის. ნათურა სივრცეს კარგად ანათებს, რასაც განაპირობებს მაღალი სიმძლავრის მაჩვენებელი. ინსტრუმენტს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ზოგჯერ თავს ქარხნული დეფექტი იჩენს. ეს უკანასკნელი მხოლოდ მუშაობის დროს ვლინდება. საგარანტიო ტალონი კი ნამდვილი ხსნაა. ასეთ დროს ხელსაწყო სერვის ცენტრში უნდა მიიტანოთ, სადაც შეაკეთებენ ან ახლით ჩაანაცვლებენ. არ დაგავიწყეთ, რომ თან უნდა იქონიოთ საგარანტიო ფურცელიც.

უპირატესობები:
Linus-ი რომ მსგავს ხელსაწყოებში ლიდერი ბრენდია, ეს ყველამ იცის. ამჯერადაც საუკეთესო ინსტრუმენტს გვთავაზობს. ამ უკანასკნელს მაღალი სამუშაო რესურსი აქვს, განათების სიმძლავრითაც გამოირჩევა და ენერგოეფექტურობაც არ აკლებს. მოკლედ, ამიერიდან იცით, თუ სად უნდა შეიძინოთ საუკეთესო ლედ ნათურები.

უპირატესობები: