გამარტივებული საქმე ხელსაწყოების ნაკრებთან ერთად

ინსტრუმენტების ნაკრებზე სულ კარგი ამბებია გასახსენებელი. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, თუ როგორ მარტივად მუშაობს თითოეული ხელსაწყო. მართალია თქვენი დახმარების გარეშე არაფერი გამოვა, მაგრამ მხოლოდ მცირედით დაიტვირთებით. ამასთანავე, ინსტრუმენტების ნაკრები საქმეს შეგიმსუბუქებთ და ჰარმონიულად იმუშავებთ. თავად ნაკრები კი ერთი ჯადოსნური ყუთია და უამრავ სასარგებლო ინსტრუმენტს აერთიანებს. არავინ იცის როდის დაგჭირდებათ, ამიტომ თადარიგის დაჭერა სჯობს. თუ ხელსაწყოების ნაკრები არ გაქვთ, დროა ინტრუმენტების თაროს შემატოთ და თუ გაქვთ, თვალი სხვა მოდელებს გადაავლეთ.

რამდენ ცალიანი ხელსაწყოების ნაკრები არსებობს ?

მთავარია იცოდეთ თუ როგორი გსურთ და დარწმუნებულები ვართ, იდენტურს იპოვით. ასე იმიტომ ვამბობთ, რომ ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი ხელსაწყოებით სავსეა. ინსტრუმენტების ნაკრების შემთხვევაში, ფართო არჩევანს გთავაზობთ. ძირითადად, კომპლექტი სამ კატეგორიად იყოფა. პირველში ისეთი ხელსაწყოების ნაკრები მოხვდა, რომელიც ბევრ ინსტრუმენტს მოიცავს. მაგალითად, 119 ცალიან ნაკრებში ყველანაირი ხელსაწყოა. ამდენი ნივთი თქვენს განკარგულებაშია და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უხმოთ. ასეთი ნაკრები პროფესიონალებისთვის აუცილებელია.  მეორე ადგილს საშუალო რაოდენობის კომპლექტი იკავებს. ამ შემთხვევაში 89 ან 46 ცალიან ნაკრებს ვგულისხმოთ. დასაწუნი არაფერი აქვს, პირიქით, იქნებ სწორედ ასეთი კომპლექტი გჭირდებათ?! ბოლო ადგილს კი მცირე ნაკრებები იკავებს, მაგალითად, 22 ან სულაც 9 ცალიანია. არ გეგონოთ, რომ გამოუსადეგარია და რაც უფრო მეტი ნივთს მოიცავს, მით უკეთესია. ასე არ არის და ზოგადად, ყველაფერი თქვენს საჭიროებაზეა დამოკიდებული.

რა უნდა გაითვალისწინოთ ინსტრუმენტების ნაკრების შერჩევისას ?

ყველა ნაკრები ერთნაირი როდია, პირიქით, ერთმანეთისგან ბევრი რამით განსხვავდებიან. აქ კი ორი კატეგორია უნდა გამოვყოთ. სტანდარტული ნაკრები ყოველდღიური მოხმარების ინსტრუმენტებს აერთიანებს. ეს შეიძლება საკეტის შესაკეთებელი, ონკანის შესაცვლელი ან მსგავსი საქმისთვის განკუთვნილი ხელსაწყო იყოს. ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც სახლში აუცილებლად დაგჭირდებათ. მეორე სახის ნაკრები კი ქანჩის გასაღებებს მოიცავს და რა თქმა უნდა, სათადარიგო პირებიც მოყვება.

რამდენს იწონის ხელსაწყოების ნაკრები ?

კომპლექტის დიდი უპირატესობა კომპაქტურობაა. მნიშვნელობა არ აქვს სად მიგაქვთ, შორს თუ ახლოს, დისკომფორტს არ შეგიქმნით. თქვენ წარმოიდგინეთ, ცხრა მთას იქეთ რომ წაიღოთ, მაინც. ასე იმიტომ, რომ მსუბუქია. ამაზე კარგი კი რა უნდა იყოს. საშუალო ზომის ყუთი ბევრ ხელსაწყოს იტევს და ამავდროულად, მძიმეც არ არის. რაც მართალი მართალია, 119 ცალიანი ნაკრებიც კი კომფორტულია.

რა მასალისგან მზადდება ინსტრუმენტები ?

ძირითადად, საქმე რკინის კონსტრუქციებსა და სხვადასხვა მეტალთან გვაქვს. მასალები სათანადოდ მუშავდება და მოწმდება. იმაში დარწმუნების შემდეგ, რომ ნამდვილად ხარისხიანი გამოვიდა, ფორმირდება. კარგი ინსტრუმენტის შესაქმნელად, კიდევ მრავალი ეტაპია, თუმცა ამის ცოდნა არაფერში გვჭირდება. იმის თქმა კი ნამდვილად შეგვიძლია, რომ ხელსაწყოები მაღალი ხარისხისაა და ეფექტურობას დიდხანს ინარჩუნებს.

ხარისხი - ყოველთვის მნიშვნელოვანი

ნაკრებში შემავალი ხელსაწყოები სხვა ინსტრუმენტებისგან განსხვავდება. მაგალითად, კუთხსახეხი, პერფერატორი და მსგავსი ნივთები, სულ სხვაა. ამ ტიპის ხელსაწყოებს ელექტრო ენერგია სჭირდება. ნაკრების ინსტრუმენტებს კი მხოლოდ თქვენი შესაძლებლობები ეხმარება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ხარისხი მაინც პრიორიტეტია. ეს ნებისმიერ შემთხვევაში ასეა და მუდამ ყურადღებაა საჭირო. საქმე ორმაგად გართულდება, თუ ნაკრებში შემავალი ნივთები უხარისხო იქნება. ასე არ გვაწყობს, მაგრამ რატომ უნდა ვინერვიულოთ, როცა Holst.ge არსებობს ? ონლაინ პიპერმარკეტი ხარისხიანი ინსტრუმენტებითაა სავსე. თითოეული ბრენდი გულისყურითაა შერჩეული, ამიტომ გვენდეთ.

ხელსაწყოების ზომა

როცა ვამბობთ, რომ ინსტრუმენტები ყველანაირად კომპაქტურია, ცხადია ზომაც იგულისხმება. ძირითადად, თითოეული მათგანი პატარა ან საშუალო მოცულობისაა. დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს და მთავარი ეს არის. დანამდვილები შეგვიძლია ვთქვათ, რომ დისკომფორტს არცერთი შეგიქმნით, პირიქით, ჰარმონიული მუშაობა გარანტირებულია.

რა უპირატესობა აქვს Holst.ge - ის ?

ხარისხზე უკვე ვთქვით და დროა შემდგე საკითხზე გადავიდეთ. ეს კი სახლიდან გაუსვლელად შეძენას ეხება. დიახ, ონლაინ ჰიპერმარკეტიდან ნივთებს იწერთ და რამდენიმე დღეში თქვენთანაა. 50 ლარზე მეტ შენაძენზე უფასო მიტანა ვრცელდება. პირობა მთელი საქართველოს მასშტაბით უცვლელია და კურიერი ნივთებს ნებისმიერ წერტილში მოგაწვდით. თქვენ კი მთავარს, დროს ზოგავთ. ვფიქრობთ, ასე ძალიან კომფორტულია. ყოველ შემთხვევაში ქალაქის საცობებს, მაღაზიის რიგებსა და დაწყვეტილ ნერვებს ნამდვილად გადაურჩებით. ასევე, თუ სასურველ ხელსაწყოზე თანხა დაგაკლდებათ, ნუ დამწუხრდებით, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. საიტზე განვადებითაც ისარგებლებთ. სარეგისტრაციო ფორმას შეავსებთ და ბანკის წარმომადგენლის პასუხს დაელოდებით. დამტკიცების შემთხვევაში თანხას სასურველი თვეების რაოდენობაზე გადაანაწილებთ და ეტაპობრივად გადაიხდით.

ამჯერად რომელი ბრენდი უნდა განვიხილოთ ?

Tolsen - ის ხელსაწყოები წარდგენას მოუთმენლად ელის. სწორედ ამ ბრენდის ინსტრუმენტების ნაკრებს გთავაზობთ. საიტზე ბევრად მეტ კოპლექტს გადააწყდებით, მაგრამ დეტალურად მხოლოდ ოთხს განვიხილავთ. თუ კი ამ სფეროში საქმიანობთ, Tolsen - ის შესახებ ბევრი კარგი გეცოდინებათ. ბრენდი დიდი ხანია ბაზარზე წარმატებით პოზიციონირებს. ასე კი ხარისხიდან გამომდინარეა.

TOLSEN TOL1688-85352 ხელსაწყოების ნაკრები 89

პირველი მოდელი ბევრ საჭირო ნივთს მოიცავს. ნაკრები 89 ცალიანია და განსხვავებულ ხელასწყოებს აერთიანებს. საკითხავია, რა უნდა ისურვო რომ ვერ შეძლოს. მნიშნელობა არ აქვს პროფესიონალი ხართ თუ დამწყები. ნაკრებში სტანდარტული, სახლისთვის გამოსადეგი ინსტრუმენტები ერთიანდება. შეიძლება მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდეს და ისეთ დროს დაგჭირდეთ, როცა არ ელოდებით. სწორედ ასეთ დროს უხმობთ და საქმეს არ დაგზარდებათ. ერთი მსგავსი ნაკრები ყველა სახლში უნდა იყოს. თუ არ გაქვთ, ყიდვა აღარ გადადოთ, რადგან თქვენს წინაშე საუკეთესო მოდელია.

Tolsen xelsawyoebis nabori

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები           
  • წონა (კგ) - 4.25         
  • რაოდენობა - 89 ცალიანი ნაკრები

უპირატესობები:

  • ინსტრუმენტების რაოდენობა
  • ხარისხი
  • სიმსუბუქე

TOLSEN TOL2081-85350 ხელსაწყოების ნაკრები 119ც

119 ცალიან ნაკრებზე რას ვიტყოდით ? ქების მეტს ვერაფერს, ჰოდა, დავიწყოთ. ამ სფეროში მომუშავე ადამიანისთვის ეს ნაკრები აუცილებელია. რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია გამოიყენოს, მაგრამ პროფესიონალებს უფრო გამოადგებათ. ნაკრები ბევრ ინსტრუმენტს მოიცავს, 119 ხელსაწყო ცოტა სულაც არაა. ნივთები სხვადასხვა ტიპის საქმეზე დაგეხმარებათ.

Tolsen xelsawyoebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები           
  • წონა (კგ) - 4.2
  • რაოდენობა - 119 ცალიანი ნაკრები

უპირატესობები:

  • რაოდენობა
  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა

TOLSEN TOL35-15139 ქანჩის გასაღების ნაკრები სათადარიგო პირებით 22ც.-იანი

ამჯერად Tolsen სულ სხვანაირ ნაკრებს გთავაზობთ. საუბარი ქანჩის გასაღებსა და სათადარიგო პირებზეა. თუ სწორედ ამ საქმისთვის გჭირდებათ, იდეალური ვარიანტია. ნაკრები 22 ნივთს მოიცავს. ბევრნაირ სათადარიგო პირს აერთიანებს და ყველა მაღალი ხარისხისაა. როგორც დანარჩენები, კონკრეტული მოდელიც მსუბუქი და კომპაქტურია. მუშაობის პროცესიც სასიამოვნოა, რადგან საქმე გამორჩეულ ხელსაწყოებთან გვაქვს.

Tolsen gasagebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები           
  • ზომა - 1/2''   
  • წონა (კგ) - 3.65         
  • რაოდენობა - 22 ცალიანი ნაკრები

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ზომა
  • ხარისხი

TOLSEN TOL34-15138 ქანჩის გასაღების ნაკრები სათადარიგო პირებით 46ც.-იანი

როდის იყო Tolsen მხოლოდ ერთ ინსტრუმენტს გვთავაზობდეს?! ამიტომ, რიგით მეოთხე ნაკრების ჯერია. საქმე ისევ ქანჩის გასაღებსა და სათადარიგი პირებთან გვაქვს. ამჯერად 46 ცალიან ნაკრებს გთავაზობთ. რაც ყველაზე სასიამოვნოა, კომპლექტს ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ხარისხიან ინსტრუმენტებს დაბალ ფასად შეიძენთ და ამაზე კარგი რა უნდა იყოს?! თუ სასურველი მოდელი უკვე შეარჩიეთ, შეძენის დროა. წინააღმდეგ შემთხვევაში Holst.ge - ის ხელსაწყოების ნაკრების გვერდს ეწვიეთ და თვალი სხვა მოდელებს გადაავლეთ.

Tolsen gasagebis nakrebi

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები           
  • ზომა - 1/4''   
  • წონა (კგ) - 1.45         
  • რაოდენობა - 46 ცალიანი ნაკრები

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ხარისხიანი ხელსაწყოები

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება