გამორჩეული წყლის ტუმბოების სერია Holst.ge - ზე

სამყარო იმაზე მეტ სიმარტივეს გთავაზობთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ადრე ვერავინ იფიქრებდა, რომ რთულ საქმეებს, ჩვენს მაგივრად, ხელსაწყოები შეასრულებდა. თუმცა, ამ კარგ ეტაპამდეც მოვედით და ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ამის ნათელი მაგალითი წყლის ტუმბოა. სახელწოდება მიგვანიშნებს, თუ რა საქმეს ასრულებს ინსტრუმენტი, მაგრამ დეტალურადაც განვმარტოთ. ტუმბოს მოვალეობა სიღრმიდან წყლის ამოტანა ან მისი სხვადასხვა მიმართულებით გადანაწილებაა. მართალია, წინ რთული სამუშაო ელის, მაგრამ როდის იყო რამეს უშინდებოდა?! გზას ყველგან მარტივად მიიკლევს და კარგ შედეგს დებს. მოკლედ, წყლის პომპა არაჩვეულებრივი გამოგონებაა და თავადაც აუცილებლად უნდა გამოსცადოთ.

მთავარი განსხვავება წყლის ტუმბოებს შორის

განსხვავებები ნებისმიერ ინსტრუმენტს შორის გამოინახება. თითოეულ ხელსაწყოს სხვადასხვა მონაცემები აქვს. გამონაკლისი არც წყლის ტუმბოებია. პირველ რიგში, ის უნდა ვახსენოთ, რომ ორი სახის ინსტრუმენტი არსებობს. პირველი ზედაპირის ტუმბოა, ხოლო მეორე ჩასაძირი. რა განსხვავებაა მათ შორის ? სხვაობა საკმაოდ დიდია, ამიტომ, დეტალურად გავყვეთ. ზედაპირის წყლის ტუმბო გამნაწილებლის როლში გვევლინება. ამოტანილ წყალს სხვადასხვა მიმართულებით ანაწილებს და მთელ სახლს ამარაგებს. მეორე სახის ხელსაწყო კი, ჩასაძირია და სიღრმეში მონტაჟდება. მთავარი ფუნქცია წყლის ზედაპირზე ამოტანაა. ყველაფერი თავდაყირა რომ არ დადგეს, პროდუქტის ტიპს ყურადღება მიაქციეთ. შემდეგ კი საჭირო პომპას მარტივად იპოვით.

სიმძლავრეზე რა შეიძლება ითქვას ?

სიაში მეორე ადგილს სიმძლავრე იკავებს. როცა გაარკვევთ, რომელი წყლის პომპა გჭირდებათ, ჩასაძირი თუ ზედაპირის, შემდეგ სიმძლავრეს უნდა დააკვირდეთ. მნიშვნელოვანი მახასიათებელია და ყურადღებაა საჭირო. არსებობს მაღალი, საშუალო და დაბალი სიმძლავრის ინსტრუმენტები. თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს. მაგალითად, ძლიერი ხელსაწყო მაშინ უნდა შეიძინოთ, თუ წყლის გადანაწილება დიდ ტერიტორიაზეა საჭირო. ასეთ შემთხვევაში ალტერნატივა არ არის და რაც შეიძლება მაღალი მონაცემების მქონე ინსტრუმენტი გჭირდებათ. უპრობლემოდ იმუშავებს და მარტივად არ გაცვდება. მცირე სახლისთვსი კი დაბალი სიმძლავრის პომპაც გამოგადგებათ. მეტი საჭირო არც არის, დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს. მთავრია ძალიან არ გადატვირთოთ.

რატომ ახლავს ყველა წყლის ტუმბოს გარანტია ?

უსიამოვნო შემთხვევებს რა გამოლევს. ზოგჯერ თავს იქ იჩენს, სადაც არ ველოდებით. მტკიცედ უნდა დავხვდეთ და პრობლემა მოვაგვაროთ. ინსტრუმენტების შემთხვევაში კი საქმე შემდეგნაირადაა. ქარხნული დეფექტის შესახებ თუ გსმენიათ ? ეს უკანასკნელი მხოლოდ მუშაობის მომენტში შეიძლება  გამოვლინდეს. წინასწარ იმის გაგება, ხელსაწყოს აქვს თუ არა ქარხნული წუნი, შეუძლებელია. თუ კი გამოუვლინდა, რა უნდა ვქნათ ? გარანტია სწორედ ამისთვის არსებობს. ამ დროის განმავლობაში, შეგიძლიათ ნივთი სერვის ცენტრში მიიტანოთ, სადაც გაფუჭებულ ნაწილს ახლით ჩაანაცვლებენ.

რომელ ბრენდს განვიხილავთ ?

ამჯერად, მხოლოდ ერთ ბრენდს წარმოგიდგენთ. ისეთია, რომ ყველას წონის. უფრო მეტს კი Holst.ge - ზე ნახავთ. საიტზე სრული მრავალფეროვნებაა. ნებისმიერი მიმართულებით ასეა, მათ შორის, წყლის ტუმბოს შემთხვევაშიც. ჩვენთან ერთმანეთზე უკეთესი ბრენდები დაგხვდებათ. ფართო არჩევანში კი, თქვენთვის შესაფერის ხელსაწყოს აუცილებლად იპოვით. ამჯერად, Schpindel - ის ინსტუმენტებს წარმოგიდგენთ. ბრენდის წყლის ტუმბოები ხარისხით გამორჩეულია. თითოეულს მაღალი სამუშაო რესურსი აქვს და დიდხანს ძლებს. კარგი ინსტრუმენტი  ზუსტად ასეთი უნდა იყოს. ამიტომ, თვალდახუჭულიც კი შეგიძლიათ ენდოთ.

რა უპირატესობა აქვს Holst.ge - ს ?

მაშ ასე, ჩამოთვლა დავიწყოთ და წინასწარ იცოდეთ, რომ გრძელი აბზაცი გამოგვივა. რამდენიმე უპირატესობა უკვე ვთქვით, კერძოდ, მრავალფეროვანი არჩევანი და ხარისხიანი პროდუქტი. გავაგრძელოთ და ისიც ვთქვათ, რომ ჩვენთან ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. დიახ, ონლაინ ჰიპერმარკეტიდან ხელსაწყოებს იწერთ და რამდენიმე დღეში თქვენთანაა. ის არ გამოგვრჩეს, რომ ინსტრუმენტებს ნებისმიერ წერტილში მოგაწვდით. საკურიერო მომსახურება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც ვრცელდება. 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა. გამოდის რომ, ხარისხიან პროდუქტებს, სახლიდან გაუსვლელად იძენთ და არანაირ ზედმეტ თანხას აღარ იხდით. წესით, ყველასთვის კომფორტული უნდა იყოს. რაც მთავარია, ამით ბევრ დროს ზოგავთ. აბა, წარმოიდგინეთ, რამდენ წუთს დაკარგავთ, მაღაზიის რიგში დგომისას ?

Schpindel - წყლის ტუმბო THF6B-4

პირველი წყლის ტუმბო ზედაპირისაა და ამავე სივრცეში მონტაჟდება. ყველაფერი ძალიან მარტივადაა. ხელსაწყოს მწყობრში მოყვანას დიდი დრო არ სჭირდება. კონკრეტული ინსტრუმენტი კი მძლავრია და დანარჩენი მახასიათებლებიც მაღალი აქვს. წყალს საკმაო სიღრმიდან ტუმბავს და გულდასმით მუშაობს. მისი გამოყენება დიდი ტერიტორიაზეც შეგიძლიათ. მონაცემებდან გამომდინარე, პრობლემებს არ შექმნის და წყალს სხვადასხვა სივრცეში გადაიტანს. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. როგორც უკვე ვთქვით, საგარანტიო ტალონი, ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში გამოგადგებათ.

Schpindel wylis pompa

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო     
  • სიმძლავრე - 1.9kw/2.5HP   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 33.04       
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წარმადობა (Max) - 11m3/h   
  • სიმაღლე (Max) - 45   
  • შემსვლელი - 50mm(2'')       
  • გამომსვლელი - 50mm(2'')   
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • ამოტუმბვის სიღრმე
  • ხარისხი
  • გარანტია

Schpindel - წყლის ტუმბო CPm-S130

მეორე წყლის პომპაც ზედაპირისაა. ამ ორ მოდელს შორის მცირედი სხვაობაა. რაც მთავრია, ორივე გამძლეა და დიდი პოტენციალი აქვს. ინსტრუმენტის იმედი ნებისმიერ დროს შეიძლება გქონდეთ. როგორც წესი, ყოველთვის ფორმაშია და საქმეს პასუხისმგებლობით ეკიდება. ინსტრუმენტი წყალს  საკმაოდ მაღალი და ღრმა ტერიტორიიდან ტუმბავს. აქედან გამომდინარე, რთულ საქმეებს არ უშინდება და შეგიძლიათ ამ დროსაც მიმართოთ.

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო     
  • სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 9.39         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წარმადობა (Max) - 5.7m3/h 
  • სიმაღლე (Max) - 25   
  • შემსვლელი - 25mm(1'')       
  • გამომსვლელი - 25mm(1'')   
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • მაღალი რესურსები
  • ფუნქციები
  • გარანტია

Schpindel - წყლის ტუმბო QB60

ამჯერად, ზედაპირის ტუმბოებს განვიხილავთ. ჩასაძირი ინსტრუმენტების ნახვა კი, Holst.ge - ზე შეგიძლაით. მესამე ხელსაწყოს ზუსტად ასეთია, ზედაპირზე მონტაჟდება და წყალს სხვადასხვა მიმართულებით ანაწილებს. ფუნქციურად სრულიად გამართულია და გამძლეობითაც ცნობილია. წონას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ეს კონკრეტული მოდელი, შედარებით მსუბუქია. ერთადერთი ის არის, ნაკლებ წონიანი ხელსაწყოს დამონტაჟება, მეტად კომფორტულია.

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო     
  • სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP   
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 5.97         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • წარმადობა (Max) - 2.4m3/h 
  • სიმაღლე (Max) - 35   
  • შემსვლელი - 25mm(1'')       
  • გამომსვლელი - 25mm(1'')   
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

უპირატესობები:

  • სიმსუბუქე
  • კომპაქტურობა
  • ხარისხი
  • ამოტუმბვის სიღრმე
  • სიმაღლე

Schpindel - WDP-400 მინი ტუმბო

ბოლოს კი განსხვავებული ხელსაწყოთი ვასრულებთ. მინი ტუმბო უნდა წარმოგიდგინოთ. განსაკუთრებული კი იმითაა, რომ ელექტრო დრელთან თავსებადია. ამავდროუალდ, მაღალი ბრუნვის სიჩქარე და მეტად ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ინსტრუმენტი პატარა და კომპაქტურია. იმდენ საქმეს აკეთებს, რომ ვერც წარმოიდგენთ. ხელსაწყო მსუბუქია და გადაადგილება მარტივი. აქვე, შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ წყლის ტუმბოები სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ. ამისთვის კი Holst.ge - ის მარტივ წესებს უნდა მიყვეთ.

Schpindel mini tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL           
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო     
  • დამატებითი მახასიათებლები - თავსებადია ელექტრო დრელთან (მაქს. ბრუნვის სიჩქარე: 1800min)       
  • წონა (კგ) - 0.75         
  • წარმადობა (Max) - 400l/h     
  • შემსვლელი - 19mm(3/4'')     
  • გამომსვლელი - 19mm(3/4'')

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლე მასალა
  • ფუნქციები
  • კომპაქტურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება