განსხვავებული ფანრები Holst.ge- ზე |
განსხვავებული ფანრები Holst.ge- ზე |
ნანახი ბევრი სახის სანათი გექნებათ, მაგრამ ჩვენ სხვანაირ ფანრებთან უნდა დაგამეგობროთ. ფანრები განსხვავდება ვიზუალისა და მახასიათებლების მიხედვით. მიუხედავად ამისა, საკომუნიკაციო ენის გამონახვა მარტივია, არ გაგიჭირდებათ. თავს სამივე უპირობოდ შეგაყვარებთ.
სიღრმისეული მახასიათებლები რომ გვერდით გადავდოთ, პირველად ყურადღებას ვიზუალი იქცევს. დადებითი ეფექტი სწორედ ამით იქმნება. ფანრებს მარტივი და განსხვავებული აგებულება აქვს. ერთ-ერთი მათგანი წყალშიც კი ფუნქციონირებს. საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, მაგრამ ნამდვილად ასეა. მაღალი სამუშაო რესურსი აქვს და თავს არ ზოგავს.
ამჯერად, სამი ფანარი უნდა განვიხილოთ და ბრენდებიც ყველა შემთვევაში სხვადასხვაა. ამიტომ, არჩევანი ამ კუთხითაც გაქვთ. იქნებ რომელი განსაკუთრებით გიყვართ და შანს არ გაუშვებთ, ფანარიც იმავე ბრენდის გქონდეთ.
პირველად Dewalt - ის უნცაური ფანარი უნდა განვიხილოთ. ასე კი ვიზუალიდან გამომდინარე ვუწოდეთ. ერთი შეხედვით სხვა ხელსაწყოს ჰგავს, თუმცა, ნამდვილად ფანარია. საკმაოდ ძლიერი ნათება აქვს და ფორმასაც იცვლის. ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნაც შეუძლია. ინსტრუმენტი ძალიან მსუბუქია. ნებისმიერ ადგილას წაიღებთ და ბოლომდე მიენდობით. ამასთანავე, ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს. საგარანტიო ტალონი კი ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, დახმარების ხელს გამოგიწვდით.
უპირატესობები:
ამასობაში, წყალგამძლე ფანარსაც მივადექით. რა იცით, მაინც რა ხდება და ასეთი ხელსაწყოც უნდა გქონდეთ. ინსტრუმენტს ალუმინის კარკასი აქვს. წყალქვეშ სწორედ ხარისხიანი მასალა აძლებინებს. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. ფანარს ორგვარი ნათება აქვს, კერძოდ, ძლიერი და სუსტი. ორივეს შემთვევაში მუშაობის ხანგრძლივობა განსხვავებულია. სუსტი ნათებით უფრო მეტს ძლებს. დატენვის ხანგრძლივობა კი 6 საათია. ძალების აღსადგენად ეს დრო სრულიად საკმარისია.
უპირატესობები:
Ledex - ის ფანარი გამძლეობითაა ცნობილი. ორგვარი ნათება აქვს, ძლიერი და სუსტი. ბოლომდე დასამუხტად კი 12 – 15 საათი სჭირდება. ამასთანავე, დამატებითი ლედ ნათურა აქვს. ინსტრუმენტი პლასტმასისგანაა დამზადებული, რის გამოც მსუბუქია. არ გამოგვრჩეს რომ ხელმისაწვდომი ფასი აქვს. მოკლედ, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს იმისთვის, რომ თავი დადებითად დაგამახსოვროთ.
უპირატესობები: