გაზის წყლის გამაცხელებელი - ცხელი წყალი ყოველდღე და ყველა სეზონზე

თუ გახსოვთ, ყველაზე ცივი დასახლებული პუნქტი სად არის, რა პირობებია და აქვთ თუ არა გაზის წყლის გამაცხელებელი?

ახლავე შეგახსენებთ: ყველაზე უფრო ცივი დასახლებული პუნქტი რუსეთში, კერძოდ კი ციმბირში მდებარეობს, სოფელი ოიმიაკონი ჰქვია და ზამთარში მინუს 50-60 გრადუსი ყინვა აქვთ. ჰოდა, ყველა ლოგიკით, არა მხოლოდ გაზის წყლის გამათბობელი, არამედ რაც კი რამე სითბოს გამოყოფს, ყველაფერი უნდა ჰქონდეთ.

სხვათა შორის, ბევრი ფიქრობს და რთულია, არ დაეთანხმო, რომ გაზის წყლის გამაცხელებელი იმდენად საჭირო მოწყობილობაა, აუცილებლად უნდა გვქონდეს გაზაფხულზეც, ზაფხულსა და შემოდგომაზეც და ზამთარზე კიდევ საუბარიც ზედმეტია.

ჰოდა, როგორ და რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს გაზის წყლის გამათბობელი, ოიმიაკონელებისა რა გითხრათ და თქვენ კი მცირე ხნით ყურადღებას გთხოვთ, ყველაფერი დეტალურად უნდა მოგახსენოთ.

რა არის მთავარი?

პირველ რიგში, რაღა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია უსაფრთხოება და ამ თემაზე საუბარსაც შესაბამისად დავიწყებთ.

გაზი რომ ფეთქებადსაშიში ნივთიერებაა, მისი პროდუქტები კი - მომწამვლელი, არახალი ამბავია. ამდენად, გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ მწარმოებელს, ნაწარმის ხარისხს, გამოყენებულ მასალას, ექსპლუატაციის ხანგრძლივობას, ასევე, დაცვისა და უსაფრთხოების ზომების არსებობას და ასე შემდეგ.

იმისთვის, რომ გაიგოთ, როგორ შეარჩიოთ წყლის გამაცხელებელი, უნდა დააზუსტოთ მონაცემები მაგალითად, წყლით მომარაგების სისტემაში წყლის წნევისა და ხარისხის შესახებ, უნდა იცოდეთ წყლის ხარჯვის სავარაუდო მოცულობა და ასე შემდეგ.

აგრეგატის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებს:

  • სიმძლავრე - ოჯახისთვის, რომელშიც 3-4 ადამიანი ცხოვრობს, აბსოლუტურად საკმარისია 19 კვტ. მოწყობილობები 28 კვტ-მდე დიდ სახლებსა და დაწესებულებებში მონტაჟდება;
  • წარმადობა - წუთში რამდენ ლიტრ წყალს აცხელებს მოწყობილობა;
  • ანთების ტიპი - პიეზო სანთებელა, ელექტრო ანთება, ჰიდროგენერატორი;
  • უსაფრთხოება - ღია წვის კამერის მქონე გამათბობლისთვის აუცილებელია მოწყობილობა, რომელიც აკონტროლებს წნევას, ჰიდროკლაპანი (წყლის არარსებობის შემთხვევაში, აგრეგატი ითიშება), ალის მაკონტროლებელი.

რა უპირატესობებით გამოირჩევა გაზის წყლის გამაცხელებელი

  • კომპაქტურობა - ყველაზე მძლავრი დანადგარიც კი, რომელსაც ცხელი წყლით რამდენიმე წერტილის მომარაგება შეუძლია, დიდ ადგილს არ დაიკავებს.
  • ეკონომიურობა - წყლის გაცხელება გაზის გამოყენებით, გაცილებით იაფი გამოდის, ვიდრე ელექტროენერგიის მეშვეობით.
  • ცხელი წყლით რამდენიმე წერტილის მომარაგების შესაძლებლობა - ცხელი წყლით 3-4 წერტილის მომარაგებისთვის გაზის წყლის გამაცხელებელი შეიძლება მიუერთოთ ჩვეულებრივ საკომუნიკაციო ხაზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი სამსახურებისთვის დამატებითი სიმძლავრეების თხოვნა  არ მოგიწევთ.

უსაფრთხოების წესები

შეძენამდე უნდა დარწმუნდეთ, არის თუ არა აღჭურვილი გამათბობელი გაზის დანადგარისთვის საჭირო უსაფრთხოების საშუალებებით:

  • ალის კონტროლის სენსორი - განლაგებულია უშუალოდ მთავარ სანთურთან და აქტიური ალის დროს ელექტროდებს შორის სივრცის იონიზება ხდება, რითაც სიგნალს აძლევს ფიტინგებს, რომ გაზის მიწოდების სარქველი ღია დარჩეს. თუ ალი არ აინთება, გაზის სარქველი გადაიკეტება;
  • კვამლსადენის სენსორი - იმ შემთხვევაში, თუკი კვამლსადენის გაწოვა არასაკმარისია, სენსორი მოქმედებაში მოდის და გამათბობელი ითიშება;
  • ტემპერატურის კონტროლი - ეს სენსორი აკონტროლებს ტემპერატურას თბოგადამცემში, რათა არ გადააჭარბოს ნიშნულს 100 გრადუსის სიახლოვეს. ექსტრემალური გადახურების შემთხვევაში, მოწყობილობა ითიშება.

KETTLER JSD22-11DL02 ერთკამერიანი გაზის წყლის გამათბობელი

Kettler wylis gamacxelebeli

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე - 22kw
  • ზომა - 679x330x213
  • ფერი - თეთრი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 8916081990517
  • წონა (კგ) - 10.79
  • კვების წყარო - ელემენტი
  • კამერების რაოდენობა - 1
  • მოცულობა - 11 l
  • წნევა - 0.3~10bar
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display
  • ტემპერატურის რეგულატორი - მექანიკური

KETTLER გაზის წყლის გამათბობელი - JSG12GT-T48 (თეთრი)

Kettler wylis gamacxelebeli

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე - 26kw
  • ზომა - 522x337x158
  • ფერი - თეთრი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 1998070421346
  • წონა (კგ) - 10
  • კვების წყარო - 220-240V
  • კამერების რაოდენობა - 2
  • მოცულობა - 12 l
  • წნევა - 0.2~10bar
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display
  • ტემპერატურის რეგულატორი - სენსორული
  • დამატებითი კომპლექტაცია - საკვამური

KETTLER გაზის წყლის გამათბობელი - JSG12GT-T48 (ლურჯი)

Kettler wylis gamacxelebeli

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე - 26kw
  • ზომა - 522x337x158
  • ფერი - ლურჯი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 1998070431239
  • წონა (კგ) - 10
  • კვების წყარო - 220-240V
  • კამერების რაოდენობა - 2
  • მოცულობა - 12 l
  • წნევა - 0.2~10bar
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display
  • ტემპერატურის რეგულატორი - სენსორული
  • დამატებითი კომპლექტაცია - საკვამური

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება