გაზონის საკრეჭი ჰარმონიული მუშაობისთვის |
გაზონის საკრეჭი ჰარმონიული მუშაობისთვის |
თვალისთვის საამებელ ამბებს შორის, ადგილს მოვლილი გაზონიც იკავებს. სიმეტრიულად გადაჭრილი ბალახი და მწვანე ფერი სასიამოვნო სანახაობაა. ამ ყველაფრის უკან ადამიანების თავდაუზოგავი შრომა დგას. სპეციალური ხელსაწყოების მეშვეობით კი პროცესი მარტივდება. გაზონის საკრეჭი სწორედ ასეთი ინსტრუმენტია. ადრე ხელთათმანებსა და ბასრპირიან ხელსაწყოს მოიმარჯვებდნენ ხოლმე, მაგრამ ამის მერე ბევრი დრო გავიდა. გაზონის საკრეჭი ბევრად უკეთესი გამოგონებაა. ბალახს თანაბრად და სწრაფად გადაჭრით. ეზოს მწყობრში მოიყვანთ და შემდეგ გაწეული შრომით დატკბებით. ამაზე სასიამოვნო კი ცოტა რამ არის.
ხელსაწყო მრავალ ადგილას გამოიყენება. გაზონი ყველგან შეიძლება იყოს. პირველ რიგში, ალბათ ქალაქის მწვანე საფარი გაგახსენდებათ. ის მოწესრიგებული სივრცეები, რომლებიც მოგწონს და სადაც ვისვენებთ. ამ საქმეს სწორედ გაზონის საკრეჭი ასრულებს. ამიტომ, თუ მსგავს სამუშაოს ეწევით, ხელსაწყო აუცილებლად უნდა დაიხმაროთ. გარდა ამისა, ინსტრუმენტი დიდი ეზოებისთვისაც მისწრებაა. აგარაკებსა და თუ სხვა ტერიტორებზე სიმწვანე მნიშვნელოვანია. ამასასთანავე, ბალახს მოვლა სჭირდება. ამის დიდოსტატი კი გაზონის საკრეჭია. ხელსაწყოს მუშაობის შედეგად კი სწორ ზედაპირს ვიღებთ. მერე კი პიკნიკისა და ბალახზე თავშეყრებისთვის, შესაფერისი დრო დგება.
ბალახის საკრეჭი მრავალნაირია. ერთმანეთისგან სიმძლავრითა და დიზაინით განსხვავდება. სხვაობა ავზიის მოცულობაში, კვების წყაროსა და თიბვის პარამეტრებშიც იკვეთება. ზოგს მაღალი მონაცემები აქვს, ზოგს კი საშუალო ან დაბალი. ყველა მახასიათებელი სპეციფიკურ საქმეებზეა გათვლილი. ინსტრუმენტი საჭიროებების მიხედვით უნდა შეარჩიოთ. ამისთვის კი საჭიროა, ზუსტად გაერკვეთ თუ რა მასშტაბის ტერიტორიასთან გაქვთ საქმე. სხვაობას ელემენტის სიცოცხლის ხანგრძლივობაშიც გადააწყდებით. ასევე, ცალკე საკითხია წონა. მძლავრი და მაღალი მონაცემების მქონე ინსტრუმენტები მძიმეა. საშუალო ან დაბალი სიმძლავრის კი შედარებით მსუბუქია.
მითხარი ტერიტორიის ფართობი და გეტყვი რომელი გაზონის საკრეჭი გჭირდება. ამ პრინციპით ხელმძღვანელობა თავისუფლად შეიძლება. მასშტაბის ცოდნა ხელსაწყოს სწორად შეგარჩევინებთ. დასაწყისში ქალაქის მწვანე საფარი ვახსენეთ და ისიც ვთქვით, რომ ბალახის საკრეჭი ამ საქმისთვის აუცილებელია. დიახ, სრული სიმართლეა. ოღონდ აუცილებლად მძლავრი და ტევადი ავზის მქნე ინსტრუმენტი დაგჭირდებათ. ამიტომ, ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ. დიდი ტერიტორიებისთვის სწორედ ასეთი გაზონის საკრეჭებია გათვლილი. მაგალითად, Dewalt - ის, Leo - სა და Black and decker - ის ხელსაწყოები გამოდგებათ. ეზო კი უფრო მცირე მასშტაბისაა. ამისთვის დაბალი ფუნქციების საკრეჭებიც საუკეთესოა. პატარა ტერიტორიას კარგად ერევა. თუ დიდი ეზო გაქვთ, მაშინ ცხადია, ისევ მძლავრი ინსტრუმენტი დაგჭირდებათ.
ხარისხიანი ბრენდების საკითხი სადავო სულაც არ არის. ერთხმად შეგვძლია ვთქვათ, რომ Dewalt, Leo და Black and decker გამორჩეულია. მათ ინსტრუმენტებს პირველობისთვის ყველაფერი აქვს. ფუნქციური გამართულობა, სიმძლავრე, მაღალი სამუშაო რესურსი და მოსახერხებელი ვიზუალი. ხელსაწყოები გაკრეჭილ ბალახს სპეციალურ ავზში აგროვებს. აქ კი მთავარი ის არის, რომ ნარჩენები საგულდაგულოდ ინახება და კონტეინერიდან არ ცვივა. ამ ბრენდების ინსტრუმენტების ნდობა ნამდვილად შეიძლება. ახლა კი დეტალურად განვიხილოთ, თუ სად რომელი გაზონის საკრეჭი გამოგადგებათ.
როგორც უკვე ვთქვით, Dewalt - ის ხელსაწყო დიდ ტერიტორიას კარგად ითვისებს. ასე კი ძლიერი მონაცემებიდან გამომდინარეა. არაფერი აკლია, სიმძლავრიდან დაწყებული გარანტიით დასრულებული. ავზის მოცულობა 55L - ია, რაც საკმაოდ მაღალი ნიშნულია. ტევადობის მაჩვენებელი საუკეთესოა. არც თიბვის პარამეტრებს აკლებს. ბალახს დიდ ტერიტორიაზე კრეჭს და სიმაღლეებსაც არ უშინდება. კვების წყარო ელემენტია. აქ კი გამძლეობა მნიშვნელოვანია. ხელსაწყომ დიდხანს უნდა იმუშაოს, ამისთვის კი ხარისხიანი ელემენტი სჭირდება. ზუსტად ისეთი, როგორიც აქვს. ბალახის საკრეჭს ერთ წლიანი გარანტია და კომპლექტაცია მოყვება. კერძოდ, ორი ელემენტი, დამტენი და ბალახის შესაგროვებელი. ეს საჭირო ატრიბუტები, მუშაობის პროცესს უკეთეს გახდის. თან ცალკეც აღარ შეიძენთ. Dewalt - ის გაზონის საკრეჭით საქმეს სწრაფად და პროფესიონალურად შეასრულებთ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Leo – ს ბალახის საკრეჭს, ერთი გენიალური ფუნქცია აქვს. კერძოდ, თვითმავალია. მცირედი დახმარებით საქმეს თავად უმკლავდება. დასაწყისშვე ეტყობა რომ განსხვავებულ მონაცემებს ვაწყდებით. სხვაობა კი კვების წყაროშიც გამოიხატება. აქ მთავარ როლში საწვავია. ავზის მოცულობა კი 70L -ია. საკმაოდ ტევადია და შორ მანძილს ჰყოფნის. თიბვის პარამეტრები მაღალია. კომპლექტაციაში ბალახის შესაგროვებელი მოყვება. ამის გარეშე მოთიბული მასა ისევ მიწაზე დაიყრება. ამ შემთხვევაში კი სპეციალურ კონტეინერში გროვდება. ყველაფერთან ერთად, ხელსაწყო კომპაქტურია. მისი გამოყენება მუდამ კომფორტთან ასოცირდება. ქარხნული დეფექტის არსებობის შემთხვევაში, პრობლემას ერთ წლიანი გარანტია მოაგვარებს. გაზონის საკრეჭის გამოყენება მცირესთან ერთად, დიდ ტერიტორიაზეც შეიძლება. რთულ საქმესაც მარჯვედ უმკლავდება და ყველას კმაყოფილს ტოვებს.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Black and decker - ის გაზონის საკრეჭი, საშუალო ტერიტორიისთვისაა განკუთვნილი. სიმძლავრე და ავზის მოცულობა ოდანვ იკლებს. ამის მიუხედავად, ხელსაწყო საქმის პროფესიონალია. უბრალოდ ნაკლები შესაძლებლობა აქვს, თუმცა სწრაფად მუშაობაში ეს ხელს არ უშლის. მთავარია მისთვის განსაზღვრული ფართობისთის გამოიყენოთ. კომპლექტაციაში ბალახის შესაგროვებელი მოყვება. ეს ჩამოთვლილ ყველა ინსტრუმენტს თან ახლავს. ასე რომ არაფერი იცვლება და Black and decker - ის საკრეჭსაც კომპლექტში აქვს.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
როგორც ყოველთვის Black and decker ალტერნატივას გთავაზობთ. თუ წინა ხელსაწყო თქვენთვის შესაფერისი არაა, იქნებ ეს მოდელი გამოგადგეთ. ასე იმ შემთხვევაში იქნება, თუ მცირე ტერიტორიის გათიბვა გსურთ. პატარა მასშტაბს კარგად ითვისებს, დიდ ადგილს კი ნაკლებად ემეგობრება. ინსტრუმენტს ხელმისაწვდომი ფასი და ერთ წლიანი გარანტია აქვს. კომპლექტაციაში ბალახის შესაგროვებელი მოყვება. გაზონის საკრეჭი კომპაქტურია და მასთან ერთად სასიამოვნოდ იმუშავებთ.
კომპლექტაცია:
უპირატესობები: