გაზონის საკრეჭი მანქანის გაფუჭებით შურიანი მეზობლები რომ არ გაახაროთ, ახლავე ყველაფერში გაგარკვევთ |
გაზონის საკრეჭი მანქანის გაფუჭებით შურიანი მეზობლები რომ არ გაახაროთ, ახლავე ყველაფერში გაგარკვევთ |
- შენი გაზონის საკრეჭი რომ გამოვიყენო, შეიძლება?
- რა თქმა უნდა, შეიძლება, ოღონდ მხოლოდ ჩემი ბაღის ტერიტორიაზე...
ალბათ, რთული დასათვლელიც კია, რამდენი ძალიან მოსწრებული ხუმრობა არსებობს გაზონის საკრეჭზე, თუმცა სახუმაროსი რა გითხრათ და სერიოზული დამხმარე ნამდვილად არის ეს მოწყობილობა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ეზოს მოვლა განსაკუთრებით უყვარს და სიამოვნებს.
სანამ სერიოზულ საუბარზე გადავალთ, რამდენიმე ხუმრობას კიდევ შეგახსენებთ. მთავარი მოქმედი გმირი - ბალახის საკრეჭი:
- ჩვეულებრივ ბინებში დრელიანი მეზობელი გვიშლის ნერვებს, კერძო სახლებში - გაზონის საკრეჭიანი მეზობელი;
- ზაფხულის დღე საუცხოოა მაშინ, როცა ანათებს მზე, უბერავს გრილი სიო, ჩიტები ჭიკჭიკებენ და აგარაკის მეზობელს ბალახის საკრეჭი გაუფუჭდება...
ჰოდა, შურიანი მეზობლები რომ არ გაახაროთ გაზონის საკრეჭი მანქანის მწყობრიდან გამოსვლით, ახლავე ყველაფერს მოგიყვებით და თქვენ იცით და თქვენმა გუმანმა!..
შეიძლება ითქვას, გაზონის მოვლა მარტივი ნამდვილად არ არის. ამ საქმეს საკმაო დრო და ძალისხმევა სჭირდება, მით უმეტეს, თუ ბალახს ცელით უნდა შეუტიოთ. სხვათა შორის, გარდა იმისა, რომ ეს უკანასკნელი მეთოდი გაცილებით რთულია, საშიშიც კი გახლავთ, თუკი ადამიანმა ცელის ხეირიანად გამოყენება არ იცის. პროცესის მნიშვნელოვნად შემსუბუქება, რა თქმა უნდა, გაზონის საკრეჭით შეიძლება. საჭიროა მხოლოდ ის, რომ მოდელი სწორად შეარჩიოთ. ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ.
როგორც მიხვდით, არსებობს ბენზინისა და ელექტრო ძრავების მქონე ვერსიები. განვიხილოთ ცალ-ცალკე.
ბენზინის ძრავის მქონე გაზონის საკრეჭს, როგორც წესი, შედარებით დიდი ნაკვეთის მეპატრონეები ყიდულობენ ხოლმე.
ბენზინის მოდელის უპირატესობებია:
უარყოფითი მხარეები:
ბენზინის მოდელის შერჩევაში მთავარი მისი ძრავია. არჩევანი უნდა გაკეთდეს ცნობილი მწარმოებლების ძრავებზე, რომლებსაც სათანადო შემოწმება აქვთ გავლილი. არ ღირს „ცხენების“ დიდი რაოდენობით მოხიბვლა. მით უმეტეს, რაც უფრო მეტია „ცხენი“, მით მძლავრი და შესაბამისად, ძვირი იქნება. საშუალო ზომის ნაკვეთისთვის 3-5 ცხენის ძალის სიმძლავრე აბსოლუტურად საკმარისია.
ბალახის საჭრელი ელექტრო მოტორით შედარებით მცირე ზომის ნაკვეთებზე გამოიყენება.
მთავარი უპირატესობებია:
პრინციპში, ელექტრო მოტორიანი საკრეჭი საკმაოდ მარტივია და ამასთან ერთად, გამძლე. მინუსებად შეიძლება მივიჩნიოთ:
არათვითმავალი საკრეჭს მცირე ძალდატანება სჭირდება. ჩვეულებრივ, ასეთი მოდელები მსუბუქი, კომპაქტური და ნაკლებად მძლავრია. გამოსადეგია მცირე ზომის მონაკვეთებზე. მართალია, გარკვეულწილად, მოუხერხებელია ის, რომ ხელით მიწოლა სჭირდება, მაგრამ სამაგიეროდ, დაბრკოლებებისთვის გვერდის ავლა გაცილებით მარტივია და გათიშვა საჭირო არ არის.
თვითმავალი ტექნიკა გაცილებით მძიმეა და მძლავრი მოტორითაც არის აღჭურვილი, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს დანები და ბორბლები. თვითმავალი მოდელის მთავარი მინუსი მაღალი ღირებულებაა.
- ძრავის ბრუნები დანის სიჩქარეს განსაზღვრავს. თვის მხრივ, რაც უფრო მაღალია დანის სიჩქარე, მით სუფთაა ჭრა და ნაკლები იმის ალბათობა, რომ მცენარე მიწიდან ფესვიანად ამოიძირკვება. ნაზი და „ახალგაზრდა“ ბალახის ჭრისას, სასურველია სიჩქარის მაქსიმალურად მომატება, ვინაიდან ახლადამოსულ ბალახს ფესვთა სისტემა ძალიან სუსტი აქვს და შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ მარტივად დაზიანდება;
- როცა ბალახი ხშირი და სქელია, საკრეჭის ბრუნები მცირდება და ბალახი ზიანდება. მძლავრი მოტორისთვის ეს არც ისე დიდი პრობლემაა, რადგან სირთულებს უფრო წარმატებულად უმკლავდება;
- ბალახის საჭრელის კორპუსი შეიძლება იყოს პლასტმასის ან ლითონის. უმჯობესია, ეს უკანასკნელი შეარჩიოთ, ვინაიდან არის საკმაოდ მსუბუქი, მაგრამ რაც მთავარია, მდგრადია დაზიანებების მიმართ;
- გაზონის საკრეჭის საბურავები. უმჯობესია მოზრდილი დიამეტრის საბურავებიანი მოდელის შეძენა. დიდი საბურავების დახმარებით, საკრეჭი გაზონზე უფრო მარტივად დაგორავს და შესაბამისად, ადამიანსაც ნაკლები ძალის დახარჯვა უწევს. ესეც რომ არ იყოს, ფართე საბურავი ბალახს ნაკლებად აზიანებს;
- ბალახის შესაგროვებელი. არსებობს საკრეჭი ხისტი და რბილი შესაგროვებლებით. ხისტიდან ბალახი თავად ცვივა. როგორც წესი, რბილი შესაგროვებელი მხოლოდ მძლავრ მოდელებზე მონტაჟდება, რომელთაც ნაკადი იმდენად ძლიერი აქვთ, რომ ბალახი იქ მოხვედრამდე არ იფანტება;
- თიბვის 3 ფუნქცია. გაზონის საკრეჭი ბალახის თიბვას სამი მეთოდით ახერხებს:
- სანამ გაზონის საკრეჭს შეიძენთ, შემდეგ კითხვას უპასუხეთ: „სად შეინახავთ სეზონის გასვლის შემდეგ?“ აგარაკზე ასეთი ძვირფასი ნივთის დატოვება ნამდვილად არ ღირს. შესაბამისად, ქალაქში უნდა დაბინავდეს. პრობლემა შეიძლება იყოს ბენზინის მოდელის სახლში შენახვა მისი სუნის გამო - უმჯობესია, ფარეხში გადაინაცვლოს.
Holst.ge-ზე გაზონის მოვლის უამრავი საშუალების მოძიებაა შესაძლებელი, მათ შორის, რაღა თქმა უნდა, ბალახის საკრეჭი აპარატებიც იგულისხმება. რამდენიმე მოდელს აქვე შეავლეთ თვალი, შეარჩიეთ და კარ-მიდამოს გალამაზებას გაცილებით მარტივად შეძლებთ.