გაზონის საკრეჭი თქვენი ეზოსთვის |
გაზონის საკრეჭი თქვენი ეზოსთვის |
დღევანდელ რეალობაში როცა ელვის სისწრაფით ვითარდება ტექნიკა და ხელით მუშაობა მთლიანად ჩაანაცვლა ტექნოლოგიამ გამონაკლისი არც ეზოს მოვლა ან სოფლის მეურნეობა აღმოჩნდა. ბალახის სათიბელას გამოჩენამ თავის მხრივ ძალიან გაადვილა ფერმერების, მებაღეებისა თუ გლეხების საქმიანობა. მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოსთვის განკუთვნილი დრო დააბალანსა და შეამცირა. ახლა მათ ორჯერ და სამჯერ მეტად შეუძლიათ დაზოგონ თავიანთი საქმიანობისთვის გამოყოფილი დრო. თუ მანამდე, მაგალითად, მებაღეს ფიზიკური დატვირთვით, უშუალოდ თავისი ხელებით უწევდა ეზოს ბალახისგან გაწმენდა ახლა ის ამ პროცესს ბალახის საკრეჭის გამოყენებით უფრო მარტივად და სასიამოვნო გარემოში შეძლებს. ამდენად, მისი აგარაკი ან სახლი პატარა თუ დიდი ეზოთი მუდმივად მოწესრიგებული და იდეალურ ფორმაში იქნება.
DeWalt-ის უმაღლესი ხარისხის გაზონის საკრეჭი
განასხვავებენ ელექტრო და ბენზინის ბალახის სათიბებს, ისინი ბევრად უფრო მოსახერხებელია ვიდრე მათი წინამორბედი მექანიკური სათიბი. ელექტრო და ბენზინის ბალახის სათიბი მანქანები მეტად სწრაფად, ზუსტად და ხარისხიანად ასრულებენ სამუშაოს, ამავდროულად ამცირებენ თქვენი ფიზიკური ენერგიის დანახარჯს. ბენზინის სათიბი მანქანები უფრო მძლავრია და ამავდროულად პროდუქტიული, არ მოითხოვს დენის წყაროს და შესაძლებელია მათი გამოყენება ნებისმიერ ადგილზე. ბენზინის გაზონის სათიბი მანქანა თქვენ გაძლევთ დიდ თავისუფლებას. იგი მოგემსახურებათ მაშინ როდესაც თქვენ გაქვთ 800 კვადრატულ მეტრამდე გაზონი. ბალახის შეგროვების ჩანთა 30-დან 60ლ-მდეა, ეს მეტწილად დამოკიდებულია მოდელზე. გასათვალისწინებელია რომ ყურადღება მიაქციეთ ძრავას, შეცვალოთ ზეთი, გამოიყენოთ სუფთა საწვავი რადგან ინსტრუმენტის სიცოცხლის უნარიანობა არ შემცირდეს. ელექტრო სათიბი მანქანები კი ეკონომიურია და მათი გამოყენება არ ვნებს და არ აბინძურებს გარემოს.
გაზონის საკრეჭის უპირატესობად ასევე შეიძლება ჩაითვალოს : მისი ეკონომიურობა, სხვა მოწყობილობებთან შედარებით ნაკლები წონა, არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, მისი საშუალებით სრულად კონტროლდება ჭრის ტემპი.
კაბელიანი გაზონის საკრეჭი განკუთვნილია- 1/4 ჰექტარი ან უფრო პატარა გაზონისათვის.
საწვავის ან უსადენო ბალახის საკრეჭი განკუთვნილია - 1/4 ჰექტარი 1/2 ჰექტარი გაზონი.
40-დან 80 ვოლტამდე უსადენო ან ბენზინის გაზონის საკრეჭი განკუთვნილია - 1/2 ჰექტარი 1 ჰექტარი გაზონი.
სტანდარტული ბალახის საკრეჭი გამოიყენება მაშინ როდესაც ეზო არ გამოირჩევა გორებიანი რელიეფით. დიდი, უკანა ბორბლებიანი გაზონის საკრეჭი კი განკუთვნილია ეზოსთვის სადაც გვხვდება დაბრკოლებები და არათანაბარი ზედაპირი. მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ ლანდშაფტი გორებიანია და უსწორმასწორო სასურველია არჩევანი გააკეთოთ თვითმავალ გაზონის საკრეჭზე. ვინაიდან, ის ასევე უზრუნველყოფს გამწევ ძალას რაც მეტად მოსახერხებელია გორაკებზე ასვლა, დაშვებისას. იგი რეკომენდირებულია მთიან რელიეფზე რადგან მას აქვს ძალა, როგორც წინა ასევე უკანა ბორბლებზე.
ბალახის საფარის სიმაღლით შეგვიძლია დავადგინოთ პირდაპირი დახრის მაჩვენებელი. ამ შემთხვევაში მეთოდი დამოკიდებულია იმაზე თუ რა მოდელზე ან ბრენდზე ვსაუბრობთ. თუ თქვენ აპირებთ უსწორმასწორო ზედაპირზე მუშაობას აპარატის არჩევისას უპირატესობა უნდა მიანიჭოთ სათიბებს, რომლებშიც სათიბი სიმაღლე დგინდება ბორბლებზე განთავსებული ბერკეტების გამოყენებით, ან ღილაკის დაჭერით. ამავდროულად, მაღალი ბალახისთვის ყურადღება უნდა მიაქციოთ შეფასების ქვედა ზღვარს. იმ შემთხვევაში თუ იშვიათად ჭრით ბალახს, პრიორიტეტი იქნება ყველაზე დაბალი ღეროს სიმაღლის შესაძლებლობა, ხოლო, თუ ხშირად აპირებთ ბალახის თესვას, მაშინ ღეროს სიმაღლეს მნიშვნელობა არ აქვს.
სხვადასხვა მოწყობილობებთან თუ პროდუქციასთან ერთად სასურველი ბალახის საკრეჭის შეძენა შეგიძლიათ Holst.ge-ზე. ეს არის ონლაინ ჰიპერმარკეტი, სადაც საშუალება გაქვთ დაათვალიეროთ და შეიძინოთ საუკეთესო პროდუქცია. შეძენის შემთხვევაში ვრცელდება გარანტია და ასევე უფასო მიწოდების სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ასევე გთავაზობთ უამრავ ფასდაკლებასა და ონლაინ განვადების პირობებს. საიტზე წარმოდგენილია მსოფლიოში აღიარებული ლიდერი ბრენდები B&D, Dewalt, LEO, Tolsen და სხვა. აღნიშნული ბრენდები გვთავაზობენ საუკეთესო ხარისხის, სხვადასხვა ფუნქციური მახასიათებლებისა თუ სიმძლავრის ბალახის სათიბელებს.
კომპლექტაცია:
უპირატესობები:
Dewalt ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და უმაღლესი ხარისხის ბრენდია ბაზარზე.
შემოთავაზებული მოდელი ასევე უმაღლესი ხარისხის და სიმძლავრის , ძალიან გამძლე გაზონის საკრეჭია რომელიც ელემენტზე მუშაობს და უკონკურენტოა. ის საუკეთესო არჩევანია ბალახის საკრეჭებს შორის.
აღნიშნული მოდელი ერთგვარი ინოვაციაა LEO-სგან. იგი თვითმავალი დაბალანსებული ბალახის საკრეჭია. მიუხედავად იმისა რომ მას დიდი სიმძლავრე და უმაღლესი ხარისხი აქვს მისი შეძენა ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი.
თვითმავალი გაზონის საკრეჭი ძრავს იყენებს საკრეჭის ასამოძრავებლად. სახელურზე არსებული კონტროლის ღილაკები თქვენ საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ ბალახის კრეჭის სიჩქარე, ან გამორთოთ ძრავის სისტემა. თვითმავალი გაზონის საკრეჭები რეკომენდირებულია ბორცვიანი და არათანაბარი რელიეფის არსებობისას. თუმცა მათი გამოყენება ასევე შესაძლებელია პატარა ზომის გაზონების დამუშავებისას. თვითმავალი გაზონის საკრეჭების უპირატესობა არის :
B&D ბრენდის გაზონის საკრეჭები გამოირჩევა იმით რომ ის საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ. რაც ერთ-ერთ უდიდეს უპირატესობას წარმოადგენს ნივთის შეძენისას. Holst.ge არის სწორედ ის საიტი რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ შეიძინოთ აღნიშნული ბრენდის ბალახის საკრეჭი ხელმისაწვდომ ფასად. მოცემული მოდელის სიმძლავრე 1200W საკმაოდ კარგი მაჩვენებელია გაზონის საკრეჭისათვის იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ ავზის მოცულობა 35 ლიტრია და მისი ბოლომდე ავსების შემთხვევაში თქვენ შეძლებთ რამდენიმე თვის განმავლობაში უპრობლემოდ გამოიყენოთ საკრეჭი, იდეალური შემოთავაზებაა. ამიტომაც არის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი გაზონის საკრეჭი.