იდეალური ეზოს საიდუმლო - როგორ ვაქციოთ ბალახი ხალიჩად

ის ხომ გახსოვთ, ფილმებში იდეალურად სწორი, ხასხასა მწვანე ეზოები რომ აქვთ ხოლმე, რომლებიც უფრო რბილ ხალიჩას ჰგავს, ვიდრე უბრალო ბალახს?

როგორ ფიქრობთ, ასეთი შედეგის მიღწევა მხოლოდ პროფესიონალი მებაღეების არმიას შეუძლია, თუ საიდუმლო სულ სხვა რამეშია?

პასუხი ასეთია: იდეალური გაზონი სწორი ინსტრუმენტის, ზუსტად შერჩეული დროისა და რამდენიმე მარტივი წესის ერთობლიობაა, რაზეც ქვემოთ მაქსიმალურად დეტალურად ვისაუბრებთ.

როგორ უნდა შეარჩიოთ სწორედ ის გაზონის საკრეჭი, რომელიც გჭირდებათ?

ყველა ეზო ინდივიდუალურია, ამიტომ პირველი ნაბიჯი თქვენს საჭიროებებზე მორგებული აპარატის შერჩევაა:

ელექტრო საკრეჭი: საუკეთესოა მცირე და საშუალო ფართობებისთვის. ის მსუბუქია, ჩუმი და ეკოლოგიური, თუმცა შეზღუდული ხართ სადენის სიგრძით.

ბენზინის საკრეჭი: ბენზინის ძრავიანი ბალახის საკრეჭი ნამდვილი მძიმე არტილერიაა. თუ დიდი ეზო გაქვთ და არ გსურთ კაბელებზე ფიქრი, არჩევანი სწორედ მასზე უნდა შეაჩეროთ. ის მძლავრია, ძალიან პრაქტიკულია, თუმცა, ერთი კია, მეტ მოვლას საჭიროებს - მაგალითად, ზეთი, საწვავი.

აკუმულატორული მოდელები: აერთიანებს ელექტროს სიმსუბუქესა და ბენზინის თავისუფლებას. იდეალურია მანევრირებისთვის.

„1/3-ის წესი“ - იდეალური სიმაღლის ფორმულა

ბევრს ჰგონია, რომ რაც უფრო დაბალზე გაკრეჭს ბალახს, მით უფრო დიდხანს არ დასჭირდება ხელახლა მუშაობა, ეს კი შეცდომაა. იდეალური გაზონისთვის დაიცავით მესამედის წესი: არასოდეს მოჭრათ ბალახის სიმაღლის 1/3-ზე მეტი ერთ გაკრეჭაზე. ზედმეტად „გაპარსვა“ მცენარეს სტრესავს, უსუსტებს ფესვებს და გზას უხსნის სარეველებს.

ბასრი დანა: ხალიჩა თუ დაგლეჯილი ბალახი?

თქვენი გაზონის საკრეჭის დანა ქირურგიული სკალპელივით უნდა მუშაობდეს. ბლაგვი დანა ბალახს კი არ ჭრის, არამედ, გლეჯს და ღეჭავს. შედეგად, ბალახის წვერები თეთრდება ან ყვითლდება, რაც თქვენს მწვანე ხალიჩას დაავადებული მცენარის იერს აძლევს. სეზონზე ერთხელ მაინც დანები აუცილებლად გალესეთ ან გამოცვალეთ.

დროის შერჩევა: როდის ჯობია გაკრეჭა?

აქ ორი ოქროს წესი მოქმედებს, რაც იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ არავინ დაიბნეს და რაც საჭიროა, ზუსტად ისე გააკეთოს:

არასოდეს გაკრიჭოთ სველი ბალახი: სველი ღეროები ერთმანეთს ეწებება, ჭრა გამოდის არათანაბარი, ხოლო სველმა მასამ შეიძლება აპარატის ძრავა გადაწვას.

ერიდეთ შუადღის მზეს: ახლად გაკრეჭილი ბალახი მგრძნობიარეა. საუკეთესო დრო საღამოს პირია, როცა ტემპერატურა იკლებს, ასე მცენარე ღამის განმავლობაში მშვიდად აღდგება.

მულჩირება - უფასო სასუქი თქვენი ეზოსთვის

ბევრი გაზონის საკრეჭო მულჩირების ფუნქციითაც არის აღჭურვილი. ეს ნიშნავს, რომ აპარატი მოჭრილ ბალახს კი არ აგროვებს, არამედ უკიდურესად აქუცმაცებს და ისევ გაზონზე ფანტავს. ეს ნარჩენები საუკეთესო ნატურალური სასუქია, რომელიც ნიადაგს ტენიანობას უნარჩუნებს და საჭირო ნივთიერებებით კვებავს.

უსაფრთხოება და მოვლა

სანამ მუშაობას დაიწყებთ, ეზო ქვებისგან, ტოტებისა და სათამაშოებისგან გაათავისუფლეთ. გახსოვდეთ, რომ მაღალი სიჩქარით გამოტყორცნილი ქვა შეიძლება სახიფათო ჭურვად იქცეს. მუშაობის დასრულების შემდეგ კი ყოველთვის გაწმინდეთ საკრეჭის ქვედა ნაწილი სველი ბალახისგან, რათა თავიდან აიცილოთ კოროზია და დანების დაჟანგვა.

დასასრულისკენ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ იდეალური ეზო არ არის ჯადოქრობა. ეს მხოლოდ სწორი ინსტრუმენტი და მცენარეების მიმართ გამოჩენილი მცირე ყურადღებაა. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და თქვენი გაზონი მალე მართლაც დაემსგავსება იმ ნანატრ, რბილ ხალიჩას...

Lux Garden გაზონის სათიბი ელექტრო (cat 320mm)1200w SF7A123

Lux-Garden gazonis sakrechi

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - გაზონის საკრეჭი
  • სიმძლავრე - 1200W
  • ვოლტი - 220-240V
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4050030869654
  • წონა (კგ) - 9.85
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ბალახის შესაგროვებელი
  • ბრუნვის სიჩქარე - 3200r/m
  • თიბვის პარამეტრები - სიმაღლე: 25-75mm სიგანე: 400mm

B&D - BEMW461BH-QS გაზონის საკრეჭი; 1400W

Black&Decker gazonis sakrechi

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - გაზონის საკრეჭი
  • სიმძლავრე - 1400W
  • ვოლტი - 220-240V
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048682739
  • წონა (კგ) - 15.571
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ბალახის შესაგროვებელი
  • ავზის მოცულობა - 40 l
  • თიბვის პარამეტრები - ფართობი: 400m2 სიმაღლე: 20-70mm სიგანე: 34cm

Dewalt DCMWSP550N-XJ გაზონის საკრეჭი ელემენტზე 54v

Dewalt gazonis sakrechi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - გაზონის საკრეჭი
  • სიმძლავრე - 54V
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048822333
  • წონა (კგ) - 34
  • კვების წყარო - ელემენტზე
  • ავზის მოცულობა - 55 l
  • ღერძის სიგრძე/დიამეტრი - 53cm
  • თიბვის პარამეტრები - ფართობი: 980m2; თიბვის 6 პარამეტრი: 25mm-102mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება