| ის, რაც უნდა იცოდე გაზის წყლის გამათბობლის შესახებ |
| ის, რაც უნდა იცოდე გაზის წყლის გამათბობლის შესახებ |
არსებობს ხელსაწყოები, რომლებიც აუცილებელია სახლში გქონდეთ და ამ სიაში მოწინავე პოზიციას გაზის წყლის გამათბობელი იკავებს. ინსტრუმენტი გაგიმარტივებთ ყოველდღიურობას და შეგიქმნით უდიდეს კომფორტს. სწორედ ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი ნივთი. თუმცა, უმჯობესია შეძენამდე კარგად გადხედოთ თითოეულ მონაცემს და დაფიქრებულად გადადგათ ნაბიჯი. ბლოგში ყველაფერს დეტალურად გაეცნობით და ბოლოს რამდენიმე ინსტრუმენტს ახლოდანაც განვიხილავთ.
ინსტრუმენტი ცხელ / თბილ წყალს შეუფერხებლად გვაწვდის - მთავარი ფუნქცია ზუსტად ესაა. ამ ყველაფერს კი ძალიან სწრაფად აკეთებს და მისი ერთ-ერთი დადებითი მხარე სწორედ ამაშია, დიდხანს ლოდინი რომ არ მოგიწევთ. მოკლედ, წყლის გამათბობელი ის ნივთია, რომელიც ყველას სჭირდება და დროა მის შერჩევაზე გადავიდეთ.
ხელსაწყოს შერჩევისას რამდენიმე მახასიათებელი უნდა გაითვალისწინოთ, რადგან შესაფერისი ინსტრუმენტი შეიძინოთ და ზუსტად მოარგოთ თქვენს საჭიროებებს. სიმძლავრით დაიწყეთ, რადგან ამ მონაცემზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. რაც უფრო მაღალია ეს უკანასკნელი, მით უფრო სწრაფად მუშაობს წყლის გამაცხელებელი და დროში იგებთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი მახასიათებლებია: წნევა, კამერების რაოდენობა, ტემპერატურის რეგულატორი და ა.შ.
გაზის წყლის გამაცხელებლის შერჩევისას მომხმარებლები ხშირად ყურადღებას აქცევენ კამერების რაოდენობას. ერთკამერიან და ორკამერიან მოდელებს შორის განსხვავების ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან ეს პირდაპირ კავშირშია მოწყობილობის მუშაობის პრინციპთან, ცხელი წყლის მიწოდებასთან და გათბობის სისტემასთან თავსებადობასთან. სწორედ ამიტომ, შერჩევისას ეს საკითხიც გაითვალისწინეთ.
KETTLER-ის ეს მოდელი არის 22 კვტ სიმძლავრის გაზის წყლის გამაცხელებელი, რომლის წარმადობა წუთში 11 ლიტრამდეა. მოდელი აღჭურვილია LED დისპლეით, რომელიც წყლის ტემპერატურის კონტროლს ამარტივებს, ხოლო მექანიკური რეგულირება მოსახერხებელ მართვას უზრუნველყოფს. კომპაქტური ზომებისა და მარტივი გამოყენების წყალობით, ის პრაქტიკული არჩევანია ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის.

უპირატესობები:
თუ ცხელი წყლის მაღალი წარმადობა თქვენთვის მნიშვნელოვანია, KETTLER-ის ეს ხელსაწყო პრაქტიკული არჩევანია. 28 კვტ სიმძლავრისა და წუთში 14 ლიტრამდე ნომინალური წარმადობის წყალობით, მოდელი ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროებების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული. LED დისპლეი ტემპერატურის კონტროლს ამარტივებს, ხოლო მექანიკური მართვის სისტემა პარამეტრების მარტივად რეგულირების საშუალებას იძლევა.

უპირატესობები:
KETTLER კიდევ ერთი ხელსაწყო არის ორკამერიანი გაზის წყლის გამაცხელებელი, რომელიც განკუთვნილია საყოფაცხოვრებო ცხელი წყლის მისაღებად. 29 კვტ სიმძლავრე და წუთში 12 ლიტრამდე წარმადობა ყოველდღიური გამოყენებისთვის საჭირო ცხელი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს. მოდელს აქვს LED ეკრანი, რომელიც წყლის ტემპერატურას აჩვენებს, ხოლო სენსორული მართვის პანელი მის რეგულირებას ამარტივებს. კომპაქტური კორპუსი და თეთრი ფერი მოწყობილობის ინტერიერში მარტივად შეთავსებას უწყობს ხელს. მუშაობს 0.2–10 ბარის წნევის დიაპაზონში და კომპლექტაციაში საკვამურიც შედის.

უპირატესობები: