| იტალიური დახვეწილობა და ინოვაციები: გაიცანით Kettler-ი |
| იტალიური დახვეწილობა და ინოვაციები: გაიცანით Kettler-ი |
მთელი მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობი Kettler Sanitary CO 2013 წელს იტალიაში დაარსდა. კომპანიის შექმნის მთავარი ინსპირაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, სააბაზანოსა თუ სამზარეულოს სივრცეების ინოვაციური, უსაფრთხო და მაღალი ხარისხის პროდუქციით უზრუნველყოფა გახდა.
ერთი შეხედვით, უფრო სწორად, ერთი წაკითხვით, შესაძლოა, ასეთი შესავალი ბევრს ბანალურადაც კი მოეჩვენოს, თუმცა გულისყურით მივყვეთ ამბავს და ბოლოსკენ ვაღიაროთ, მართლა ბანალურია ეს ყველაფერი, თუ იტალიურმა ბრენდმა ჩანაფიქრი და მისია ზედმიწევნით ზუსტად განახორციელა.
რადგან კითხვას აგრძელებთ, გამოდის, შეთანხმება მიღწეულია.
მოდით, მშრალი ფაქტებით არ მოგაბეზრებთ თავს, თუმცა ერთი დეტალი მაინც უნდა ვახსენოთ: როცა ბრენდი ამბობს, რომ მისი მთავარი ღირებულება „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ და „უსაფრთხოებაა“, ეს მხოლოდ ლამაზი სარეკლამო სლოგანი სულაც არ გახლავთ.
დავფიქრდეთ, რას ვითხოვთ, როგორი უნდა იყოს ჩვეულებრივი ონკანი თუ შხაპის ყურმილი? რა თქმა უნდა, მოთხოვნა და სურვილია, რომ წყალი მოედინებოდეს, არსაიდან ჟონავდეს და სასურველია, 2 წლის შემდეგ ჟანგმა არ შეჭამოს. მართალია? Kettler-ში ჩათვალეს, რომ ეს ძალიან ცოტაა.
იტალიელებმა გადაწყვიტეს, რომ სანტექნიკა არ უნდა იყოს უბრალოდ „მილების გაგრძელება“. რას ნიშნავს ეს და იმას, რომ მან უნდა შეიქმნას გარემო, სადაც დილით გაღვიძებულ ადამიანს ონკანები სრულ მზადყოფნაში უნდა დახვდეს როგორც სამზარეულოში, ისე - სააბაზანოში. თანაც ისე, რომ წყლის ხარისხსა და მის უსაფრთხოებაზე ეჭვიც არ შეეპაროს.
ამ ჩანაფიქრის განსახორციელებლად მხოლოდ იტალიური ესთეტიკა და დახვეწილი დიზაინი საკმარისი არ აღმოჩნდებოდა - ლამაზი ნივთების კეთება იტალიელებს ისედაც სისხლში აქვთ, საჭირო იყო სერიოზული ინჟინერია.
სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო ნაწილი: Kettler-მა უბრალოდ ქარხანა კი არ გახსნა და კონვეიერი კი არ ააგუგუნა, არამედ ორი საკუთარი სამეცნიერო-კვლევითი ბაზა დააფუძნა. დიახ, გაგიკვირდებათ და სანტექნიკასაც სჭირდება მეცნიერება. ლაბორატორიებში ინჟინრები და დიზაინერები ყოველდღიურად იმაზე მუშაობდნენ და პრინციპში, საქმის ნაკლებობას არც ახლა განიცდიან, როგორ გაეხადათ წყლის მიწოდება უფრო ეკოლოგიური, ენერგოეფექტური და რაც მთავარია, უსაფრთხო თითოეული ოჯახისთვის.
გაინტერესებთ შედეგი?
დღეს Kettler-ი აღარ არის მხოლოდ იტალიური ამბავი. ბრენდმა საკმაოდ ხმაურიანად დაიმკვიდრა ადგილი ევროპაში, ამერიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
აბა, ახლა გადავავლოთ თვალი:
როგორ ფიქრობთ, ისევ ბანალურად ჟღერს შესავალი? თუ Kettler-მა მართლაც მოახერხა, რომ უბრალო სააბაზანო ოთახი სახლის ყველაზე საყვარელ და უსაფრთხო ზონად ექცია?
უი, ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ დასკვნები ბოლოსკენ გაგვეკეთებინა. მაშ, რადგან ჯერ ისევ კითხულობთ, გავაგრძელოთ:
თუ ფიქრობთ, რომ Kettler-ი მხოლოდ სტანდარტულ პროდუქტებს სთავაზობს მომხმარებელს, ცდებით. ბრენდს სააბაზანოსა და სამზარეულოს სრული ეკოსისტემა აქვს აწყობილი. მარტივად რომ ვთქვათ, ასორტიმენტი მოიცავს ყველაფერს, რაც წყლის მოხმარებასა და კომფორტთან ასოცირდება:
როცა სახლის მოწყობას ან განახლებას გადაწყვეტთ და ჯერი სააბაზანოსა თუ სამზარეულოზე მიდგება, გახსოვდეთ: Kettler-ი მხოლოდ ლამაზი სანტექნიკა არ არის. ეს არის იტალიური დიზაინის, სამეცნიერო ლაბორატორიების მიერ შექმნილი უსაფრთხოებისა და ოჯახზე ზრუნვის სინთეზი.
ახლა კი პირობისამებრ: მართლა ბანალური აღმოჩნდა ეს ყველაფერი, თუ Kettler-მა დაამტკიცა, რომ წყალთან ყოველდღიური შეხებაც კი შეიძლება აქციოს პრემიუმ-კლასის სიამოვნებად?
მოდით, ფიქრისთვის დროს დაგიტოვებთ, თუმცა ერთი რამ ცხადია - როცა საქმე თქვენი ოჯახის სიმშვიდესა და ჯანმრთელობას ეხება, ხარისხზე კომპრომისი უბრალოდ, არ არსებობს.