იტალიური ხარისხი თქვენს სახლში - როგორ და რატომ უნდა შეარჩიოთ Kettler-ის ბრენდის ონკანები

როცა სახლის რემონტისა თუ განახლების დრო დგება, როგორც წესი, მთელ დროსა და ბიუჯეტს ისეთ დეტალებს ვარგებთ, როგორიც, მაგალითად, იატაკია, კედლის საღებავი, ან - ავეჯი. ჰოდა, ვივიწყებთ იმ პატარა, მაგრამ ყოველდღიურ ელემენტებს, რომლებიც რეალურად ჩვენს კომფორტს  განსაზღვრავენ. ონკანი სწორედ ერთ-ერთი ასეთი დეტალია: დღეში ათჯერ მაინც ვეხებით, თუმცა მისი შერჩევისას იშვიათად ვფიქრობთ იმაზე, რამდენად ხანგრძლივი და უსაფრთხო იქნება რეალურ პირობებში.

სწორედ აქ შემოდის სცენაზე მთელი თავისი იტალიური ქარიზმითა და პომპეზურობით Kettler-ი, რომელიც უკვე საკმაო ხანია, სანტექნიკის სამყაროში ხარისხისა და დიზაინის სინონიმად იქცა.

დავიწყოთ იმით, რომ Kettler-ის ონკანები აერთიანებს ევროპულ ინჟინერიას, თანამედროვე ესთეტიკასა და ყოველდღიური გამოყენებისთვის საჭირო გამძლეობას, რაც მას გამორჩეულ არჩევანად აქცევს როგორც სამზარეულოსთვის, ისე აბაზანისთვის.

რატომ Kettler-ი?

ადრეც გვითქვამს, მაგრამ რადგან გამეორება ცოდნის დედაა, კიდევ ერთხელ ვთქვათ - Kettler-ი ორიენტირებულია არა უბრალოდ ონკანების წარმოებაზე, არამედ ჯანსაღი და კომფორტული ცხოვრების კონცეფციაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი პროდუქტი იქმნება ერთდროულად ესთეტიკის, ფუნქციონალურობისა და გამძლეობის გათვალისწინებით.

ბრენდს გააჩნია საკუთარი კვლევა-განვითარების ბაზები და გამოცდილი გუნდი, რაც საშუალებას აძლევს, მუდმივად დახვეწოს დიზაინი და ტექნოლოგია. შედეგად, Kettler-ის პროდუქცია დღეს პოპულარულია ევროპაში, ამერიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რაც თავისთავად მეტყველებს ბრენდის სანდოობასა და საერთაშორისო აღიარებაზე.

როგორი ონკანები არსებობს სამზარეულოსა და აბაზანისთვის?

Kettler-ის ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მორგებულია სახლის სხვადასხვა სივრცის საჭიროებებზე:

  • სამზარეულოს ონკანები - შექმნილია ინტენსიური ყოველდღიური გამოყენებისთვის. ხშირად, მაღალი, მოქნილი ყელით, რაც აადვილებს დიდი ჭურჭლის რეცხვასა და წყლის თავისუფალ მიმართულებას.
  • ხელსაბანის ონკანები - უფრო კომპაქტური და ესთეტიკური ფორმის, რომლებიც ხაზს უსვამენ აბაზანის დიზაინს და არ ამატებენ ვიზუალურ სიმძიმეს.
  • საშხაპე სისტემები - მინიმალისტური, მრგვალი ხაზების დიზაინით, რომლებიც ადვილად თავსდება სხვადასხვა სტილის სააბაზანოში და გვთავაზობს ფერთა კომბინაციების არჩევანს.
  • კუთხის სარქვლები და მოქნილი მილები - დამატებითი აქსესუარები, რომლებიც უზრუნველყოფენ სისტემის უსაფრთხო და საიმედო მუშაობას.

თითოეული კატეგორია გათვლილია იმაზე, რომ ფუნქციამ და დიზაინმა ერთად იმუშაოს - არც ერთი არ არის მეორეზე, ასე ვთქვათ, მსხვერპლად შეწირული.

რას მივაქციოთ ყურადღება ონკანების შერჩევისას

მოდით, შევთანხმდეთ, რომ ონკანის შერჩევა მხოლოდ ვიზუალურ მხარზე არ უნდა დავიყვანოთ. აი, რამდენიმე კრიტერიუმი, რომელსაც ნამდვილად ღირს, რომ ყურადღება დაუთმოთ:

  • დანიშნულების სივრცე - სამზარეულოსა და აბაზანისთვის საჭირო ონკანების ფორმა და ფუნქციები განსხვავებულია, ამიტომ ჯერ განსაზღვრეთ, სად და როგორ გამოიყენებთ მას.
  • მასალის ხარისხი - მაღალი ხარისხის მასალა და ხელოსნების მიერ შესრულებული ხარისხიანი დამუშავება პირდაპირ განსაზღვრავს ონკანის გამძლეობასა და კოროზიისადმი მდგრადობას.
  • სტანდარტული ზომები - აადვილებს მონტაჟს და მომავალში ნაწილების ან აქსესუარების შეცვლას, საჭიროების შემთხვევაში.
  • დიზაინი და ინტერიერთან თავსებადობა - ფერისა და ფორმის შერჩევა ისე, რომ ჰარმონიაში იყოს თქვენი სააბაზანოს ან სამზარეულოს საერთო სტილთან.
  • მექანიზმის ხარისხი - შიდა სარქვლისა და მექანიზმის ხარისხი განსაზღვრავს, რამდენად უპრობლემოდ და ხანგრძლივად იმუშავებს ონკანი დროთა განმავლობაში.

საჭიროა თუ არა ონკანების მოვლა?

რა თქმა უნდა, პასუხი ასეთია: დიახ საჭიროა და სამწუხაროდ, ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირად უგულებელყოფილი ასპექტია. მაღალი ხარისხის ონკანიც კი მოითხოვს მინიმალურ, მაგრამ რეგულარულ მოვლას, რათა თავდაპირველი ფუნქციონალობა და გარეგნობა შეინარჩუნოს.

აი, რის გათვალისწინება არ იქნებოდა ურიგო:

პერიოდულად გაწმინდეთ ონკანის ზედაპირი რბილი ქსოვილითა და არააგრესიული საწმენდი საშუალებით, რათა თავიდან აიცილოთ ზედაპირზე კირქვის დალექვა.

შეამოწმეთ შემაერთებელი ელემენტები და მილები გაჟონვის თავიდან ასაცილებლად - მცირე ჟონვამაც კი შეიძლება დროთა განმავლობაში მხოლოდ ონკანს კი არა, მთელ სახლს მიაყენოს ზიანი.

საშხაპე თავაკებისა და ონკანების ბოლოზე დამონტაჟებული ფილტრები დროდადრო გაწმინდეთ, რადგან წყლის წნევა და ხარისხი მათზეა დამოკიდებული.

მოერიდეთ აბრაზიულ საშუალებებს, რომლებმაც შეიძლება დააზიანონ ონკანის ზედაპირული საფარი.

სწორი მოვლის შემთხვევაში, Kettler-ის ონკანი წლების განმავლობაში შეინარჩუნებს როგორც ესთეტიკურ იერსახეს, ისე უსაფრთხო და საიმედო მუშაობას და თუკი ამ ზემოთ მოყვანილ რჩევებს გაითვალისწინებთ, ყველაფერში თავადაც ძალიან იოლად დარწმუნდებით.

შესაძლოა, ონკანი სახლის ინტერიერის ყველაზე შეუმჩნეველი დეტალი გგონიათ, თუმცა სწორედ ის განსაზღვრავს, რამდენად კომფორტული და უსაფრთხო იქნება თქვენი ყოველდღიური რუტინა სამზარეულოსა თუ სააბაზანოში. Kettler-ის ონკანები, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, აერთიანებს იტალიურ ხარისხს, გამძლე მასალებსა და თანამედროვე დიზაინს, რაც მას ნებისმიერი სახლისთვის საიმედო არჩევანად აქცევს.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება