ჯანსაღი ბაღის საიდუმლო: როგორ გავაძლიეროთ ჩვენი მცენარეების იმუნიტეტი სასუქების დახმარებით

ჯანსაღი ბაღი, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ ვიზუალური სილამაზე არ არის - ეს არის მტკიცე ბიოლოგიური სისტემა, სადაც მცენარეებს გარემოსთან გამკლავების უნარი შესწევთ. ბევრს ჰგონია, რომ სასუქები - ეს არის შესაძლებლობა მხოლოდ მხოლოდ სწრაფი ზრდისთვის. სინამდვილეში, მისი მთავარი ფუნქცია მცენარის იმუნიტეტის გაძლიერება და ნიადაგის რესურსების აღდგენაა. ისევე, როგორც ადამიანებს გვჭირდება დაბალანსებული კვება ძლიერი იმუნიტეტისთვის, მცენარეებისთვისაც აუცილებელია ნიადაგიდან სწორი ნივთიერებები მიიღონ.

როგორ უნდა ამოვიცნოთ, რა აკლია მიწას და როგორ შევარჩიოთ ისეთი სასუქი, რომელიც მცენარეს დაავადებებისგან დაიცავს? ქვემოთ სწორედ ამის შესახებ მოგიყვებით.

რა არის სასუქი და ვის სჭირდება ის?

კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ბევრს არასწორი წარმოდგენა აქვს, თითქოს სასუქი მცენარისთვის წამალია, რომელსაც მხოლოდ მაშინ მივმართავთ, როცა ის ჭკნება. სინამდვილეში, სასუქი მცენარის ყოველდღიური საკვებია. ნიადაგი, რაც არ უნდა ნოყიერი იყოს, დროთა განმავლობაში იფიტება. მცენარეები მისგან მუდმივად იწოვენ სასიცოცხლო ელემენტებს და შესაბამისად, როცა ნიადაგი გამოფიტულია, აუცილებელია სათანადო დახმარების აღმოჩენა.

რისთვის არის საჭირო სასუქები და:

  • - ახალგაზრდა ნერგებისთვის - მათი ფესვთა სისტემის ჩამოსაყალიბებლად.
  • - ყვავილოვანი მცენარეებისთვის - კვირტების სიმრავლისა და ხანგრძლივი ყვავილობისთვის.
  • - ბოსტნეულისა და ხეხილისთვის - გემრიელი და უხვი მოსავლის მოსაცემად.
  • - ოთახის მცენარეებისთვის - რადგან ქოთნის მიწაში სასარგებლო ნივთიერებები ძალიან სწრაფად ილევა.

დაიმახსოვრეთ: სასუქი არ არის მხოლოდ ზრდის სტიმულატორი; ის მცენარის „ჯავშანია“, რომელიც ყინვის, გვალვისა და დაავადებებისგან იცავს.

როგორ უნდა შეარჩიოთ საჭირო სასუქი?

სასუქების სამყაროში ორი მთავარი გზა არსებობს: ორგანული და მინერალური.

- ორგანული (ნაკელი, კომპოსტი, ტორფი) - ეს არის ძალიან სასარგებლო, მაგრამ ამასთან ერთად, „ნელი კვება“. ის აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და მცენარეს ნივთიერებებს თანდათანობით აწვდის. იდეალურია გრძელვადიანი ნაყოფიერებისთვის.

- მინერალური (ქიმიური): ეს არის „სწრაფი დახმარება“. მათ შეფუთვაზე ყოველთვის ნახავთ აბრევიატურას NPK, რაც სამ მთავარ ელემენტს ნიშნავს:

N (აზოტი): პასუხისმგებელია მწვანე მასასა და ფოთლების ზრდაზე.

P (ფოსფორი): აძლიერებს ფესვებს და ხელს უწყობს ყვავილობას.

K (კალიუმი): ეს არის ნამდვილი „იმუნიტეტის ბუსტერი“ - ეხმარება მცენარეს წყლის ბალანსის რეგულირებასა და დაავადებებთან ბრძოლაში.

თუ მცენარის არც თუ სასიამოვნო ფერი აშკარად თვალშისაცემია, მას აზოტი აკლია; თუ ცუდად ყვავის - ფოსფორი; ხოლო თუ ფოთლის კიდეები უხმება - კალიუმი.

როგორ გამოვიყენოთ სასუქები ისე, რომ მცენარე დავიცვათ

ამ შემთხვევაში ოქროს წესი მოქმედებს: ნაკლები უკეთესია, ვიდრე ზედმეტი. სასუქის გადაჭარბებულმა დოზამ შეიძლება ფესვების დამწვრობა და მცენარის დაღუპვა გამოიწვიოს.

აუცილებლად გასათვალისწინებელი უსაფრთხოების წესები:

- არასდროს დაასხათ სასუქი მშრალ მიწაზე: ჯერ მორწყეთ მცენარე ჩვეულებრივი წყლით, რათა ფესვები დატენიანდეს და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ სასუქის ხსნარი.

- დაიცავით სეზონურობა: მცენარეების უმეტესობას კვება სჭირდება აქტიური ზრდის პერიოდში (გაზაფხული-ზაფხული). ზამთარში, დასვენების ფაზაში, სასუქის მიწოდება ხშირად დაუშვებელია.

- დოზირება: ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია. თუ ეჭვი გეპარებათ, ჯობია ხსნარი იმაზე მეტად გააზავოთ წყალში, ვიდრე მითითებულია.

- ფოთლოვანი კვება: ზოგიერთი სასუქი პირდაპირ ფოთლებზე შესასხურებლადაა განკუთვნილი. ეს საუკეთესო გზაა მცენარის სწრაფი რეაბილიტაციისთვის.

Terramile - სასუქი - ტერამილე 5-15-30 - 20 კგ

Terramile sasuqi

  • ბრენდი - Terramile
  • პროდუქტის ტიპი - გრანულირებული სასუქი
  • შტრიხ-კოდი - 3568454845648
  • წონა (კგ) - 20
  • მოცულობა - 20 კგ
  • მოქმედი ნივთიერება - სუფთა აზოტი (N) 5%; ხსნადი ფოსფორის პენტოქსიდი (P2O5) 15%; წყალში ხსნადი კალიუმის ოქსიდი (K2O) 30%; წყალში ხსნადი გოგრიდი (SO3) 3%; თუთია (Zn) 0.015%
  • პრეპარატული ფორმა - გრანულები
  • მწარმოებელი კომპანია - Terramile
  • მწარმოებელი ქვეყანა - ლიტვა
  • კულტურა - საშემოდგომო ხორბალი, ჭარხალი, სიმინდი, მდელოები და საძოვრები

Fertinagro Biotech - სასუქი - ფერტაკრისტი 15-5-30 - 25 კგ

Fertinagro-Biotech sasuqi

  • ბრენდი - Fertusa
  • პროდუქტის ტიპი - სასუქი
  • შტრიხ-კოდი - 6254627893048
  • წონა (კგ) - 25
  • მოცულობა - 25 კგ
  • პრეპარატული ფორმა - წყალში ხსნადი
  • მწარმოებელი კომპანია - Fertusa
  • მწარმოებელი ქვეყანა - ესპანეთი
  • კულტურა - ყველა

Valagro - სასუქი - ბრექსილ მიქსი - 5 კგ

Valagro sasuqi

  • ბრენდი - VALAGRO
  • პროდუქტის ტიპი - მინერალური - ფოთლოვანი სასუქი
  • შტრიხ-კოდი - 8031702016763
  • წონა (კგ) - 5
  • მოცულობა - 5 კგ
  • მოქმედი ნივთიერება - მაგნიუმის ოქსიდი - 6%; ბორი - 1.2%; სპილენძი - 0.8%; რკინა - 0.6%; მოლიბდენი - 1%; თუთია - 5%; მანგანუმი - 5%;
  • პრეპარატული ფორმა - მიკროგრანულარული სასუქი
  • მწარმოებელი კომპანია - VALAGRO
  • მწარმოებელი ქვეყანა - იტალია
  • კულტურა - ყველა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება