როგორც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება დაბალანსებული კვება, ვიტამინები და მინერალები ენერგიისა და ჯანმრთელობისთვის, სათანადო მზრუნველობას მცენარეებიც საჭიროებენ. ხშირად გვგონია, რომ მცენარისთვის მხოლოდ წყალი და მზეა საკმარისი, თუმცა რეალობა სხვაგვარია: ნიადაგი მათი „სასადილოა“. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დროთა განმავლობაში, ნებისმიერი მიწა იფიტება და კარგავს იმ ძვირფას ელემენტებს, რომლებიც მცენარეს ზრდის და ყვავილობისა თუ ნაყოფის მოცემისთვის სჭირდება. სწორედ აქ შემოდიან თამაშში სასუქები.
დავიწყოთ იმით, რომ სასუქების სწორად გამოყენება ერთგვარი ხელოვნებაა. ზედაპირულმა მიდგომამ ან დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა, მცენარე დააზიანოს, ხოლო სწორად შერჩეულმა „მენიუმ“ უსიცოცხლო ყვავილი ნამდვილ სასწაულად აქციოს, ბაღში კი უხვი მოსავალი მოგიტანოთ.
რა უნდა იცოდეთ სასუქების შესახებ
თუ ოდესმე სასუქის შეფუთვაზე სამი დიდი ასო: N-P-K და მათ გვერდით ციფრები (მაგალითად: 10-10-10 ან 20-10-10) შეგიმჩნევიათ, იცოდეთ, რომ ეს მცენარის ძირითადი მენიუა. ნებისმიერ სასუქში ეს სამი ქიმიური ელემენტია წამყვანი და თითოეულს თავისი კონკრეტული საქმე აქვს:
- - N (აზოტი): პასუხისმგებელია სიმწვანესა და ფოთლების ზრდაზე. თუ მცენარეს აზოტი აკლია, მისი ფოთლები ყვითლდება და ზრდას წყვეტს.
- - P (ფოსფორი): ეს არის ფესვების სიძლიერისა და ყვავილობის გარანტი. ფოსფორი ეხმარება მცენარეს კვირტების გამოსვლასა და ჯანსაღი ფესვთა სისტემის განვითარებაში.
- - K (კალიუმი): მცენარის იმუნიტეტია და მას დაავადებებთან ბრძოლაში, გვალვის გაძლებასა და ნაყოფის, მოსავლის დამწიფებაში ეხმარება.
ამ ელემენტების გარდა, მცენარეებს მცირე დოზით სჭირდებათ მიკროელემენტებიც: მაგნიუმი, რკინა, კალციუმი და თუთია, ზუსტად ისე, როგორც ჩვენ გვჭირდება თითო აბი მულტივიტამინი.
რა განსხვავებაა ორგანულსა და მინერალურ სასუქებს შორის?
ეს მებაღეების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი დილემაა. რეალურად, ორივე ტიპს თავისი დანიშნულება აქვს და იმისათვის, რომ ნიადაგი არ დავაზიანოთ, მათ შორის მთავარი განსხვავება უნდა ვიცოდეთ.
- - ორგანული სასუქები მთლიანად ბუნებრივი წარმოშობისაა. ეს შეიძლება იყოს ნაკელი, კომპოსტი, ტორფი ან ფრინველის სკორე. მათი მთავარი ხიბლი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი პირველ რიგში თავად ნიადაგს აცოცხლებენ, ხდიან უფრო ფხვიერსა და ნოყიერს. ორგანული სასუქი „ნელა“ მუშაობს: მიწაში მოხვედრისას მას ჯერ სასარგებლო მიკროორგანიზმები გადაამუშავებენ და მცენარეც ელემენტებს თანდათანობით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ითვისებს.
- - მინერალური (ქიმიური) სასუქები კი ლაბორატორიულად არის შექმნილი. ეს არის ფხვნილები, გრანულები ან სითხეები, რომლებიც წყალში მომენტალურად იხსნება. მათი პლუსი სწორედ სისწრაფეა - ელემენტები პირდაპირ ფესვებს მიეწოდება და მცენარე „სასწრაფო დახმარებას“ იღებს. თუმცა, აქ სიფრთხილეა საჭირო: მინერალური სასუქი მხოლოდ მცენარეს კვებავს და არა მიწას. გარდა ამისა, დოზის ოდნავ გადაჭარბებამაც კი შეიძლება ფესვების დაწვა და მცენარის დაღუპვა გამოიწვიოს.
მარტივად რომ ვთქვათ: ორგანული სასუქი მიწის გრძელვადიანი ჯანმრთელობისთვისაა, ხოლო მინერალური მაშინ, როცა მცენარეს კონკრეტული ვიტამინი სასწრაფოდ სჭირდება.
ოქროს წესები - როგორ და როდის უნდა მიაშველოთ სასუქი მცენარეებს
იმისთვის, რომ თქვენმა მცენარეებმა თავი საუკეთესოდ იგრძნონ, მებაღეობის ეს ოქროს წესები დაიცავით:
- - ყურადღება მიაქციეთ სეზონს: მცენარეების კვების საუკეთესო დრო გაზაფხული და ზაფხულია, როცა ისინი აქტიურად იზრდებიან, ყვავილობენ ან ნაყოფს ისხამენ. შემოდგომის ბოლოდან და ზამთარში, როცა მცენარეები იძინებენ, სასუქის მიწოდება უნდა შეწყვიტოთ, რათა ზედმეტად არ გადატვირთოთ.
- - არასოდეს შეიტანოთ სასუქი მშრალ მიწაზე: ეს ძალიან მნიშვნელოვანი წესია! სანამ მცენარეს სასუქით მორწყავთ (განსაკუთრებით მინერალურით), მანამდე ნიადაგი ჩვეულებრივი წყლით კარგად დაასველეთ. მშრალ მიწაზე დასხმული სასუქი ფესვებს მომენტალურად დააზიანებს.
- - ჯობია დააკლოთ, ვიდრე გადააჭარბოთ: დოზირებისას ყოველთვის მიჰყევით შეფუთვაზე არსებულ ინსტრუქციას. თუ ეჭვი გეპარებათ, ჯობია უფრო ნაკლები დოზა გამოიყენოთ, ვიდრე მეტი.
- - მიეცით დრო ახალგადარგულ მცენარეებს: თუ მცენარე ახალ ქოთანში ან ახალ ნიადაგში გადარგეთ, მინიმუმ 4-6 კვირა სასუქი საერთოდ არ სჭირდება. ახალ მიწაში ისედაც არის საკმარისი საკვები ნივთიერებები, თანაც გადარგვის შემდგომ ისედაც სტრესში მყოფ ფესვებს დამატებითი დატვირთვა არ სჭირდებათ.
Compo expert - სასუქი - ბლაუკორნი 12:12:17 - 25 კგ

- ბრენდი - Compo expert
- პროდუქტის ტიპი - გრანულირებული სასუქი
- შტრიხ-კოდი - 5468464564547
- წონა (კგ) - 26
- მოცულობა - 26 კგ
- მოქმედი ნივთიერება - საერთო ფოსფატი 12%, წყალში ხსნადი ფოსფატი (P2O5) 9.6%, კალიუმის ოქსიდი (K2O) 17%, მაგნიუმის ოქსიდი (MgO) 2%, საერთ გოგირდი (S) 8%
- პრეპარატული ფორმა - გრანულები
- მწარმოებელი კომპანია - Compo expert
- მწარმოებელი ქვეყანა - გერმანია
- კულტურა - ხეხილი, ბოსტნეული
Valagro - სასუქი - ფერილენ ტრიუმი - 5 კგ

- ბრენდი - VALAGRO
- პროდუქტის ტიპი - მინერალური - წყალში ხსნადი სასუქი
- შტრიხ-კოდი - 8031702016756
- წონა (კგ) - 5
- მოცულობა - 5 კგ
- მოქმედი ნივთიერება - რკინა - 5%; კალიუმის ოქსიდი - 6%; მანგანუმი - 1%
- პრეპარატული ფორმა - მიკროგრანულარული სასუქი
- მწარმოებელი კომპანია - VALAGRO
- მწარმოებელი ქვეყანა - იტალია
- კულტურა - ყველა
Valagro - სასუქი - მასტერი 3-37-37 - 25 კგ

- ბრენდი - VALAGRO
- პროდუქტის ტიპი - მინერალური - კრისტალური სასუქი
- შტრიხ-კოდი - 915664
- წონა (კგ) - 25
- მოცულობა - 25 Kg
- მოქმედი ნივთიერება - სუფთა აზოტი (N) - 3%; ფოსფორის პენტოქსიდი (P205) - 37%; კალიუმის ოქსიდი (K2O) - 37%; წყალში ხსნადი ბორი (B) - 0.02%; ხელატირებული რკინა (Fe) - 0.07%; ხელატირებული მანგანუმი (Mn) - 0.03%; ხელატირებული თუთია (Zn) - 0.01%; ხელატირებული სპილენძი (Cu) - 0.005 %
- მწარმოებელი კომპანია - Valagro
- მწარმოებელი ქვეყანა - იტალია
- კულტურა - ყველა კულტურა