| Kettler - ბრენდი, რომელიც დაუვიწყარ გამოცდილებას ქმნის |
| Kettler - ბრენდი, რომელიც დაუვიწყარ გამოცდილებას ქმნის |
სახლისა და სხვადასხვა დაწესებულებისთვის ხელსაწყოების შერჩევა ფოკუსირებას მოითხოვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საუკეთესო ბრენდი შევარჩიოთ და მაღალი ხარისხის მქონე ინსტრუმენტი შევიძინოთ. ასე თავს ბევრად უფრო საიმედოდ ვიგრძნობთ და მეტად ნაკლები შანსია იმის, რომ ხელსაწყო მალე გამოვიდეს მწყობრიდან. პირიქით, ხარისხიანი ინსტრუმენტები დიდხანს ძლებს და მხოლოდ კმაყოფილების შეგრძნებას იწვევს. ერთ-ერთი მყარად დასაყრდენი ბრენდი Kettler-ია. თუ უფრო მეტი დეტალი გაინტერესებთ, ბლოგში ზუსტად ამ ყველაფრის შესახებ ვისაუბრებთ.
Kettler 2013 წელს იტალიაში დაარსდა და ბრენდის ხედვა თავიდანვე მკაფიოდ ჩამოყალიბებული იყო. საფუძველი პირდაპირ უკავშირდება მაღალ ხარისხს. ძირითადად, პროდუქცია მოიცავს სანიტარულსა და სანტექნიკურ ხელსაწყოებს. ბრენდს თავიდანვე სურდა მომხმარებლებისთვის კომფორტული სივრცის შექმნისთვის შეეწყო ხელი და ისეთი პროდუქტების წარმოება, რომლებიც ამ ყველაფერს უზრუნველყოფდა. ასეც მოხდა და დღემდე ზუსტად ამ მისიას ემსახურება Kettler. ის ქმნის სახლის სხვადასხვა წერტილისთვის საუკეთესო გამოცდილებას.
ხშირად ვაწყდებით ისეთ სიტუაციებს, როცა კონკრეტული ბრენდის პროდუქტი გვსურს, მაგრამ მცირე არჩევანია და ზუსტად შესაფერის მოდელს ვერ ვპოულობთ. Kettler-ის შემთხვევაში კი ეს პრობლემა სრულად გადაჭრილია, რადგან მაღალ ხარისხთან ერთად, ბრენდი სრულ მრავალფეროვნებას გვთავაზობს. აქ აუცილებლად იპოვით თქვენი საჭიროების მქონე ინსტრუმენტს, რადგან არჩევანი ფართოა. Kettler-ის ქვეშ, ძირიადად, ერთიანდება ონკანები, წყლის გამათბობლები, სხავდასხვა სახის მილები, კერამიკული კარტრიჯები, ტრაპი და კიდევ სხვა მრავალი წვრილმანი თუ არაწვრილმანი ნივთები, რომლებიც ამ კატეგორიაში გადის.
ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ Kettler-ის ორიგინალი ინსტრუმენტები შეიძინოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ჰოლსტი ამის გარანტიას გაძლევთ. თითოეული ხელსაწყო მაღალი სამუშაო რესურსით გამოირჩევა და დიდხანს, სრული დატვირთვით მუშაობს.
აბაზანა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცეა. სწორედ აქ იწყება და ხშირად სრულდება ჩვენი დღე - დილის რუტინიდან საღამოს დასვენებამდე. ამიტომ თანამედროვე აბაზანა მხოლოდ ფუნქციური სივრცე აღარ არის. ის კომფორტის ნაწილად იქცა და აუცილებელია მისი ჩვენზე მორგება. Kettler-ის ინსტრუმენტები კი ზუსტად ამას გვპირდება. ასეც არის! თუ ერთხელ მაინც გქონიათ ბრენდის რაიმე ხელსაწყო, მაშინვე დაადასტურებთ ამ აზრს.
სამზარეულო ის სივრცეა, სადაც ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს. კეტლერი კი ამის დიდოსტატია. თუ ბრენდის ხელსაწყოები გეგულება, მშვიდად ხარ, რადგან ზუსტად იცი, რომ საუკეთესოა და იმედს არ გაგიცრუებს. ზუსტად ასეა ამ შემთხვევაში. Kettler-ის სამზარეულოს ონკანი გაქვთ? მაშინ იცოდეთ, რომ ამ სივრცეში ყველაფერი იდეალურად იქნება. უხარისხო ონკანებს ხშირად ახასიათებთ მარტივად გაფუჭება. ეს კი არავისთვისაა კარგი. თუ მილი დაზიანდა, წყლის ნაკადს მარტივად ვერ შეაჩერებთ და შეიძლება მთელი სახლი დაიტბოროს. თუმცა, Kettler-ის შემთხვევაში ეს საშიშროება ნამდვილად არ არის. აქ ყველაფერი საათივითაა აწყობილი.
ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი უკვე ვთქვით, მაგრამ ყველაფერი ამით არ სრულდება. გარდა იმისა, რომ ჰოლსტი ბრენდის ოფიციალური პარტნიორია, ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი კიდევ ბევრ სიურპრიზს გპირდებათ. პირველ რიგში გეტყვით, რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და ამ მეთოდით თავიდან ირიდებთ ბევრ უსიამოვნო მოვლენას. ზუსტად ისეთებს, როგორებიცაა საცობში დგომა და მაღაზიის რიგში ტყუილად დაკარგული წუთები. ეს დრო შეგიძლიათ სხვა რამეში გამოიყენოთ მანამდე, სანამ ხელსწყოები თქვენამდე მოვა. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და უფრო მეტიც, თუ თქვენი შეკვეთა 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი მოქმედებს ყველგან - როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. შეძენილი ინტსრუმენტები კი თქვენამდე საკმაოდ მოკლე დროში მოვა.
გარდა ამისა, ერთიანი თანხის არ ქონის შემთხვევაში, შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ. ასეთ დროს გადასახდელ თანხას სასურველი თვეების რაოდენობაზე ანაწილებთ და ეტაპობრივად ფარავთ. საუკეთესო გამოსავალია მაშინ, როცა ერთიანი გადახიდის შესაძლებლობა არ გაქვთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამისთვის საჭიროა კარგი საკრედიტო ისტორია.
KETTLER-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული დეტალებია. იქნება ეს ონკანი, საშხაპე სისტემის კომფორტი თუ სანიტარული პროდუქტის გამძლეობა - ბრენდის მიდგომა სწორედ იმ მცირე დეტალების გაუმჯობესებას ეფუძნება, რომლებიც საბოლოოდ ყოველდღიურ გამოცდილებას ქმნის. თუ კომფორტი გიყვართ, Kettler-ც შეგიყვარდებათ.