Kettler - ბრენდი, რომელიც საუკეთესო ონკანებს გვთავაზობს

ბევრი მნიშვნელოვანი ხელსაწყო არსებობს, მაგრამ ზოგიერთი ორმაგ ფასს იძენს, რადგან სხვადასხვა საკითხია მასთან დაკავშირებული. ზუსტად ასეთი ყურადღება მისაქცევია ონკანები. რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი? ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მთავარი მაინც დიდხანს და შეუფერხებლად მუშაობის უნარია. უხარისხო ონკანი პრობლემებს იწვევს. ერთ-ერთი სერიოზული მოვლენაა, როცა მწყობრიდან უეცრად გამოდის და ირგვლივ ყველაფერს წყლით ავსებს. მსგავსი სიტუაციის დროს კი დიდი ალბათობით დაზიანდება მთელი ოთახი და თუ კორპუსში ცხოვრობთ, შეიძლება მეზობლამდეც კი მიაღწიოს. სხვა შემთხვევაში საჭიროა დროულად გადაკეტოთ მთავარი წერტილი, მაგრამ სახლში რომ არ იყოთ? მოკლედ, ერთი დიდი თავსატეხია და ამდენ ფიქრს სჯობს მარტივად გადაიჭრას პრობლემა. თქვენ მხოლოდ ხარისხიანი ონკანები გჭირდებათ, როგორებიც ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტშია.

საიდან იწყება ხელსაწყოს შერჩევა?

ონკანი სამზარეულოსა თუ აბაზანის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი დეტალია. მისი არჩევისას მხოლოდ გარეგნობაზე ყურადღების გამახვილება საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, რომ ონკანი იყოს ხარისხიანი, პრაქტიკული, გამძლე და კონკრეტულ სივრცესთან შესაბამისი.

რა ტიპის ონკანი არსებობს?

დღეს ბაზარზე სხვადასხვა დანიშნულებისა და დიზაინის ონკანებია წარმოდგენილი. აბაზანისთვის, როგორც წესი, არჩევენ ხელსაბანის, აბაზანისა და საშხაპის ონკანებს, ხოლო სამზარეულოსთვის განსაკუთრებით პოპულარულია მაღალი ან მოქნილი ცხვირის მქონე მოდელები.

ასევე არსებობს ერთსახელურიანი და ორსარქველიანი ონკანები. ერთსახელურიანი მოდელები მოხერხებულია ყოველდღიურ გამოყენებაში, რადგან წყლის ტემპერატურისა და ნაკადის რეგულირება ერთი მოძრაობით არის შესაძლებელი.

მასალა - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

ონკანის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მის მასალას. ხარისხიანი მოდელი უნდა იყოს გამძლე, კოროზიის მიმართ მდგრადი და გათვლილი ხანგრძლივ გამოყენებაზე.

მნიშვნელოვანია ასევე ზედაპირის ხარისხი. ქრომირებული, შავი, ოქროსფერი ან სხვა საფარის მქონე ონკანი ინტერიერს განსხვავებულ ხასიათს აძლევს, თუმცა სასურველია, რომ საფარი იყოს ხარისხიანი და სათანადოდ დამუშავებული.

რომელი ბრენდია ონკანებში საუკეთესო?

Kettler ყოველთვის ლიდერია. ბრენდი მუდამ უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს გვთავაზობს ამ მიმართულებით. ნებისმიერი სახის ხელსაწყო გამართულად მუშაობს და მაღალი ხარისხის მასალისგანაა დამზადებული. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. მსგავსი ტიპის ინსტრუმენტები დიდხანს ძლებს და საუკეთესოდ მუშაობს. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში კი Kettler-ის ხელსაწყოებს უმარტივესად იპოვით. ასე რომ, გირჩევთ ამ არაჩვეულებრივი ბრენდის ონკანები შეიძინოთ.

როგორ მოვუაროთ Kettler-ის ონკანს?

ონკანის ხანგრძლივი გამოყენებისთვის რეგულარული მოვლა მნიშვნელოვანია. ზედაპირის გასაწმენდად უმჯობესია გამოიყენოთ რბილი ქსოვილი და შესაბამისი საწმენდი საშუალება. აგრესიულმა ქიმიურმა ნივთიერებებმა ან უხეშმა ღრუბელმა შესაძლოა ზედაპირი დააზიანოს.

ასევე ყურადღება მიაქციეთ ნადებს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ წყალი დიდი რაოდენობით მინერალებს შეიცავს. დროული გაწმენდა ხელს უწყობს როგორც გარეგნობის შენარჩუნებას, ისე ონკანის გამართულ მუშაობას.

რას გვთავაზობს Kettler?

Kettler-ის კოლექციაში სხვადასხვა სტილისა და დანიშნულების მოდელია.

სამზარეულოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონკანის მოხერხებულობა, მაგალითად ცხვირის ფორმა, მოძრაობის შესაძლებლობა და ნიჟარასთან შესაბამისობა. Kettler-ის ასორტიმენტში გვხვდება როგორც კლასიკური, ისე უფრო თანამედროვე დიზაინის სამზარეულოს შემრევები.

აბაზანისა და ხელსაბანისთვის კი შესაძლებელია ისეთი მოდელების შერჩევა, რომლებიც ინტერიერს ვიზუალურადაც უხდება. მინიმალისტური ფორმები თანამედროვე სივრცეს კარგად ერწყმის, ხოლო კლასიკური დიზაინის მოდელები უფრო ტრადიციულ ინტერიერში გამოიყურება ეფექტურად.

ონკანის შერჩევისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მისი კორპუსისა და შიდა მექანიზმის მასალაა. Kettler-ის კატალოგში წარმოდგენილია სხვადასხვა მასალის მქონე მოდელები, მათ შორის ცინკის, თითბერისა და უჟანგავი ფოლადის კორპუსებით. ზოგიერთ მოდელში გამოყენებულია კერამიკული კარტრიჯი.

Kettler-ის ონკანების ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მრავალფეროვნებაა. შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულების, დიზაინისა და ტექნიკური მახასიათებლების მქონე მოდელების ყიდვა. ამიტომ სწორი არჩევანის გაკეთებისას უმჯობესია კონკრეტული მოდელის მახასიათებლები შევადაროთ საკუთარ საჭიროებებს.

რას გთავაზობთ ჰოლსტი?

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი სავსეა საუკეთესო შეთავაზებებით. პირველ რიგში ეს იმაში გამოიხატება, რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. საკურიერო მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და უფრო მეტიც, თუ შეკვეთა 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი მოქმედებს ყველგან - როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. თუ ერთიანი თანხა არ გაქვთ, არც ეს იქნება პრობლემა, რადგან შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამისთვის აუცილებელია კარგი საკრედიტო ისტორია. დამტკიცების შემთხვევაში გადასახდელ თანხას სასურველი თვეების რაოდენობაზე ანაწილებთ და ეტაპობრივად იხდით.

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება