კიბე თუ გჭირდებათ, ყველაზე საჭირო ადგილას მოხვდით

ისევ კითხვის დასმით დავიწყოთ, თუ წინააღმდეგი არ იქნებით. ესე იგი, კითხვა ასე ჟღერს: თუ იცით, წკალა რას ნიშნავს? და ტალატანი?

წკალას მნიშვნელობა ყველას ეცოდინება, ვისაც გურია-სამეგრელოსთან აქვს შეხება - კიბე ამ ორ საოცარ რეგიონში სწორედ ასეთი „მეტსახელით“ მოიხსენიება. ტალატანიც კუთხური გახლავთ, ოღონდ ზუსტად რომელი რეგიონისთვისაა დამახასიათებელი, ცოტა რთული სათქმელია. რისი თქმაც დანამდვილებით შეიძლება, ორივე სიტყვა ძალიან ორიგინალურია და საინტერესოდაც ჟღერს, თუმცა, ქვემოთ ისევ კიბე ვახსენოთ - ყველა ასე უფრო იცნობს და იმიტომ.

საერთოდ, კიბე მეტად საჭირო ნივთია და თუკი უარყოფით კონტექსტში შეიძლება მისი მოხსენიება, მხოლოდ კიბე-კიბე შეჭრილი ვარცხნილობაა, დანარჩენ შემთხვევაში, კიბეები ბევრი რამისთვის გვჭირდება და გადავიდეთ ახლა მთავარზე - ვისაუბროთ, როგორი კიბეები არსებობს, როგორ შევარჩიოთ, რას გთავაზობთ Holst.ge და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

- როგორი კიბეები არსებობს

მართალია, კიბე საკმაოდ მარტივი კონსტრუქციის გახლავთ, მაგრამ ბაზარზე არაერთ სახეობას შეხვდებით. კლასიფიკაცია შემდეგი ნიშნების მიხედვით ხდება:

1. კონსტრუქციის ფორმა;

2. მასალა, რისგანაც ინსტრუმენტი მზადდება;

3. რა ტიპის სამუშაოების შესრულებაა შესაძლებელი;

4. სიმაღლე და საფეხურების რაოდენობა.

- კიბეების ტიპები ფორმის ან კონსტრუქციული თავისებურებების მიხედვით

1. თავისუფლად დასადგამი კიბეები - აქვთ საკუთარი საბჯენი ფეხები, რაც მოწყობილობის დამხმარე ზედაპირზე მიმაგრების აუცილებლობას გამორიცხავს. ასეთი კიბეები მაღალი ხეებიდან მოსავლის აღებისას, ასევე, ტოტების გასხვლისას გამოიყენება.

2. დასამაგრებელი დახრილი კიბეები - სიმაღლეზე მუშაობისთვის განკუთვნილი კიბის სპეციალური სახეობა, რომლის ზედა ნაწილისთვის დამატებითი პლატფორმა არის გათვალისწინებული. საყრდენი პლატფორმის დანიშნულებაა, მასზე, მაგალითად, საღებავით სავსე ქილის განთავსება.

3. დასაკიდი კიბეები - ასეთი მოდელის თავისებურება ის გახლავთ, რომ მოჰყვება სპეციალური სამაგრი მოწყობილობები, რაც საშუალებას იძლევა, კიბე სასურველ ზედაპირზე დაეკიდოს. დამაგრების შემდეგ, კიბის გამოყენება ვერტიკალურ მდგომარეობაშია შესაძლებელი. ჩვეულებრივ, ასეთი კიბისთვის მობილურობა დამახასიათებელი არ არის, რადგან კონკრეტულ ადგილზე დამაგრების შემდეგ, ხანგრძლივი დროით გამოიყენება.

4. დასამაგრებელი ვერტიკალური კიბეები - ეს ყველაზე მარტივი სახეობაა, რომლის დახმარებითაც, სახლის სხვენზე მოხვედრა ოპერატიულად შეიძლება.

განხილული კიბეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ზედაპირის დატვირთვის პარამეტრია. საყოფაცხოვრებო ან სამეურნეო მიზნებისთვის განსაზღვრული კიბეებისა და კიბეპლატფორმებისთვის ეს პარამეტრი 2000 პასკალზე დაბალი არ უნდა იყოს.

- კიბეებისა და კიბეპლატფორმების მახასიათებლები და ტექნიკური თავისებურებები

სახლისთვის კიბეების შერჩევისას ურიგო არ იქნებოდა, მათი ტექნიკური მახასიათებლების გაგება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რომელიც კიბეს ახასიათებს, სიმაღლეა. სხვა თავისებურებებზე საუბარი ქვემოთ გავაგრძელოთ:

1. სიმაღლე - ამ პარამეტრის მეორე სახელწოდებაა - კიბის მაქსიმალური სიგრძე. კიბის მაქსიმალური სიგრძე შემდეგნაირად გამოითვლება: ადამიანი უნდა დადგეს კიბეზე და გაზომოს მანძილი მიწიდან მხრებამდე. შეძენისას მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ კიბის არა გაბარიტები, არამედ სამუშაო სიმაღლე, რომლის გამოთვლაც დიდ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს. ამისთვის საჭიროა, კიბის სიმაღლეს 120 სმ მიამატოთ, რაც ადამიანის სიმაღლის გასაშუალოებული მაჩვენებელია მიწიდან მხრებამდე.

2. საფეხურები და ფიქსატორები - უყურადღებოდ არც მახასიათებლები უნდა დატოვოთ. ვერტიკალურ საყრდენებს შორის მანძილის ოპტიმალური მნიშვნელობა 29 სანტიმეტრია. ეს ევროპული სტანდარტი გახლავთ, რომელსაც ყველა თანამედროვე მწარმოებელი იცავს. საფეხურები მხოლოდ სპეციალური გოფრირებული მასალისგან მზადდება, რომელზეც ფეხი არ უნდა ცურავდეს. ეს არის სავალდებულო პირობა, რომელიც კიბისა თუ კიბეპლატფორმის ნებისმიერ სახეობას ეხება.

- როგორ უნდა შეარჩიოთ საჭირო კიბე

1. სად აპირებთ გამოყენებას - ეს შეიძლება იყოს დახურული სივრცე ან ღია სივრცე. შენობაში ხის კიბე გამოდგება იმ შემთხვევაში, თუ აქტიური სარემონტო სამუშაოები არ იგეგმება. ღია ცის ქვეშ უმჯობესია ალუმინის ან მინაბოჭკოვანი კიბეები.

2. რა სახის სამუშაოები იგეგმება - ბუნებრივია, კიბის მთავარი დანიშნულება სამუშაოების სიმაღლეზე წარმოების შესაძლებლობაა. ჰკითხეთ საკუთარ თავს, სადენების იზოლირებას აპირებთ? თუ არა, მაშინ თამამად შეიძინეთ ისეთი მოდელი, რომელიც დენს ატარებს.

3. კიბის გადაადგილების სიხშირე - თუკი საუბარია ხეების გადაჭრაზე ან კედლების შელესვაზე, უმჯობესია, არჩევანი ისეთ მოდელზე შეაჩეროთ, რომელიც ზედმეტად დიდი ან მძიმე არ იქნება.

4. სიგრძე - დამოკიდებულია იმაზე, რა სიმაღლეზე იგეგმება სამუშაოების წარმოება. თუკი უნივერსალური ინსტრუმენტია საჭირო, სექციური კიბე საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

5. რამდენ კილოს უნდა გაუძლოს - თუკი ადამიანის წონა 100 კილოგრამს აჭარბებს, სერიოზული დაფიქრებაა საჭირო. შეძენისას არ დაიზაროთ და კარგად გამოიკითხეთ, რა მაქსიმალურ წონაზეა გათვლილი ინსტრუმენტი.

SARAYLI კიბე Industrial Aluminium Type A 3x9 საფეხური

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI
  • პროდუქტის ტიპი - კიბე
  • ზომა - სიმაღლე:2470/4090/5710mm სიმაღლე გაშლისას: 2325/3850mm სიგანე: 355/410/465mm სადგამის სიგრძე: 1000mm
  • მასალა - ალუმინი
  • შტრიხ-კოდი - 8695849009752
  • წონა (კგ) - 15.7
  • პროფილი - 70x20mm
  • საფეხურების რაოდენობა - 3x9

SARAYLI კიბე Industrial Aluminium 2x13 საფეხური

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI
  • პროდუქტის ტიპი - კიბე
  • ზომა - სიმაღლე: 3550mm სიმაღლე გაშლისას: 6250mm სიგანე: 355/410mm
  • მასალა - ალუმინი
  • შტრიხ-კოდი - 8695849009820
  • წონა (კგ) - 14
  • პროფილი - 70x20mm
  • საფეხურების რაოდენობა - 2x13

SARAYLI კიბე Industrial Aluminium Type A 2x13 საფეხური

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI
  • პროდუქტის ტიპი - კიბე
  • ზომა - სიმაღლე: 3550mm სიმაღლე გაშლისას: 6250mm სიგანე: 355/410mm
  • მასალა - ალუმინი
  • შტრიხ-კოდი - 8695849009448
  • წონა (კგ) - 14.5
  • პროფილი - 70x20mm
  • საფეხურების რაოდენობა - 2x13

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება