| Linus-ის 3 ეფექტური ფანარი |
| Linus-ის 3 ეფექტური ფანარი |
ფანარი ის უნიკალური ნივთია, რომელსაც რთულ სიტუაციებში თქვენი გადარჩენა შეუძლია. თუ რამდენიმე არა, ერთი ფანარი მაინც ყველას უნდა მოეპოვებოდეს სახლში, რადგან არავინ იცის როდის დაგჭირდებათ. მაინც რატომაა ასეთი გამოსადეგი ინსტრუმენტი და რა დროს შეიძლება მისი გამოყენება? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხებს ბლოგში იპოვით. ასე რომ, მოდით უფრო მეტად განვავრცოთ.
ხარისხიან ფანარს კარგი ნათება აქვს და მას შეუძლია ბევრ რამეში დაგვეხმაროს. მართალია უშუქობა წარსულს ჩაბარდა, მაგრამ მაინც ნებისმიერ დროს შეიძლება, ელექტრო ენერგია გამოირთოს და სიბნელის პირისპირ აღმოვჩნდეთ. თუ სახლში ფანრები მოგეპოვებათ, ამ პრობლემას გადაჭრით, რადგან ზოგიერთ ხელსაწყოს ისეთი სინათლე აქვს, რომ მთელს ოთახს ანათებს. სახლს გარეთაც შეიძლება ფანარი არათუ სათადარიგო, არამედ აუცილებელიც კი იყოს მისი თან ქონა. მაგალითად, თუ ლაშქრობები გიყვარ და ხშირად მოგზაურობთ ქვეყნის სხვადასხვა მხარეში, მაშინ სალაშქრო ზურგჩანთაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი სწორედაც რომ ფანარია. თუ სადმე დაგაღამდებათ და ტელეფონის გამოყენებაც არ გინდათ, რადგან ენერგიას გაუფრთხილდეთ, ასეთ დროს ეს ხელსაწყო გაგინათებთ გზას.
ისევე როგორც ყველა ხელსაწყოს, ფანრებსაც აქვს სხვაობები, რომლებიც ძალიან საყურადღებოა. სიმძლავრით დავიწყოთ, რადგან ეს მნიშვნელოვანი მახასიათებელია და ფაქტობრივად, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. არსებობს მაღალი, საშუალო და დაბალი ძალის მქონე ინსტრუმენტები. თითოეული მათგანი სხვადასხვანაირად ანათებს. თუ გსურთ, რომ ხელსაწყომ უფრო ფართო ტერიტორია გაანათოს, მაშინ გირჩევთ მაღალ სიმძლვრიან ფანარს. სხვა შემთხვევაში საშუალო ან დაბალი ენერგიაც გამოგადგებათ. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ ბატარეა, დატენვის ხანგრძლივობა და სხვა ყველა ჩამოთვლილი მახასიათებელი.
არჩევანი ფართოა და ბევრნაირი სახის ფანარს შეხვდებით. თუ გსურთ, რომ ხელები თავისუფალი გქონდეთ, მაშინ გირჩევთ თავზე დასამაგრებელი ფანარი შეიძინოთ. ამ ტიპის ხელსაწყო ძალიან კომფორტულია და საქმეს გიმარტივებთ. განსაკუთრებით გამოგადგებათ ლაშქრობებისთვის, რადგან უბრალოდ შუბლზე დაიმაგრებთ და გზას გაგინათებთ. ასევე არსებობს ფანრები საკიდით, რომელთა ოთახში დამაგრებაც ძალიან მარტივია. გარდა ამისა, ვაწყდებით სტანდარტული ტიპის ხელსაწყოსაც, რომელიც საქმეს კაგრად ასრულებს.
Linus-ის ეს ფანარი თავზე დასამაგრებელი და ამასთანავე, სენსორული ტიპისაა. ხელსაწყო იდეალურად მუშაობს და თუ ხარისხიან ინსტრუმენტს ეძებთ, მისი შეძენა არ გადადოთ. ის საკმაოდ მძლავრია და სივრცეს კარგად ანათებს. მოყვება ერთ წლიანი გარანტიაც. იმ შემთხვევაში, თუ ფანარს ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდება, საგარანტიო ტალონი პრობლემას თვალის დახამხამებაში მოაგვარებს.

უპირატესობები:
Linus ყოველთვის ფართო არჩევანს გვთავზობს და სწორედ ამიტომ, მეორე ფანარს წარმოგიდგენთ. ეს მოდელი რადიკალურად განსხვავებულია. მას სპეციალური საკიდი აქვს, რისი მეშვეობითაც შეგიძლიათ სხვადასხვა ადგილას დაამაგროთ. ინსტრუმენტს საკმაოდ მძლავრი ნათება აქვს და გამძლე ელემენტითაც გამოირჩევა.

უპირატესობები:
თქვენს წინაშეა კიდევ ერთი სანათი, რომელიც არაჩვეულებრივად მუშაობს. ინსტრუმენტს ხელმისაწვდომი ფასი აქვს და მის შეძენას ნამდვილად არ ინანებთ.

უპირატესობები: