Lux Garden-ის ტოპ 3 შესაწამლი აპარატი

შესაწამლი აპარატი იმ არაჩვეულებრივი ხელსაწყოების სერიიდანაა, რომლებთან ერთადაც კომფორტულად მუშაობთ. სწორედ ამიტომ, საქებარ სიტყვებს არ დავიშურებთ, რადგან ხელსაწყო ამას ნამდვილად იმსახურებს. ბლოგში ყველაფერს დეტალურად გიამბობთ - გეტყვით თუ როგორ უნდა შეარჩიოთ ინსტრუმენტი სწორად და ბოლოს რამდენიმე შესაწამლ აპარატს დეტალურად განვიხილავთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ შესაწამლი აპარატის შერჩევისას?

როგორც ყველა ხელსაწყოს შემთხვევაში, შესაწამლი აპარატის შერჩევისას დროსაც უნდა გაითვალისწინოთ რამდენიმე საკითხი. ყველაფერი საკმაოდ მარტივია და ეტაპობრივად გავყვეთ.

პირველ რიგში გეტყვით, რომ არსებობს რამდენიმე სახის შესაწამლი აპარატი, კერძოდ, მექანიკური, ელექტრო და ჰიბრიდული. თუ რომელი უნდა შეიძინოთ, ეს საქმიდან გამომდინარე, თავად უნდა გადაწყვიტოთ. სამივე სახის ხელსაწყოს თავისი უპირატესობა აქვს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი სიმძლავრეა. არსებობს მაღალი, საშუალო და დაბალი ძალის მქონე შესაწამლი აპარატები. თუ ბევრი საქმე გაქვთ და აპარატს სრული დატვირთვით ამუშავებთ, მაშინ გირჩევთ რომ უფრო მძლავრი ხელსაწყო შეიძინოთ. სხვა შემთხვევაში კი საშუალო ან დაბალი ძალის მქონე ინსტრუმენტები გამოგადგებათ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია წარმადობა და მოცულობა. სწორედ ამიტომ, ყურადღება ამ მახასიათებლებსაც მიაქციეთ.

რა უპირატესობები აქვს ჰოლსტს?

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი საუკეთესო მომსახურებას გთავაზობთ. პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ხელსაწყოებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. ამ მეთოდით კი არ გიწევთ მაღაზიის რიგსა და მანამდე მისასვლელ საცობში ყოფნა. ბევრ დროს ზოგავთ, რომელიც შეგიძლიათ უფრო პროდუქტიულად გამოიყენოთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. უფრო მეტიც - თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი მოქმედებს ყველგან, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ერთიანი თანხა არ გაქვთ? არც ესაა გადაუჭრელი პრობლემა. ასეთ დროს შეგიძლიათ ისარგებლოთ განვადებით. თუმცა, ამისთვის აუცილებელია კარგი საკრედიტო ისტორიის ქონა. დამტკიცების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას სასურველი თვეების რაოდენობაზე ანაწილებთ და ეტაპობრივად ფარავთ. 

Lux Garden MSP-16L შესაწამლი აპარატი მექანიკური

Lux Garden მუდამ საუკეთესო ხელსაწყოებით გვანებივრებს. ეს კონკრეტული შესაწამლი აპარატი მექანიკური ტიპისაა და იდეალურად მუშაობს. ინსტრუმენტი საკმაოდ მსუბუქია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია შესაწამლი აპარატისთვის. ხელსაწყოს სხვადასხვა ადგილას მარტივად გადააადგილებთ და დისკომფორტს არ იგრძნობთ. ინსტრუმენტს თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, შესაფრქვევი თავები და ქამარი. დამატებითი ნივთები სამუშაო პროცესს კიდევ უფრო გაგიმარტივებთ.

Lux-Garden shesawamli aparati

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 6940129781227         
  • წონა (კგ) - 3   
  • კვების წყარო - მექანიკური
  • კომპლექტაცია - შესაფრქვევი თავები + ქამარი

უპირატესობები:

  • მექანიკური კვების წყარო
  • დამატებითი ნივთები
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტურობა
  • მაღალი ხარისხი

Lux Garden MES-16L შესაწამლი აპარატი Hybrid

ჰიბრიდული შესაწამლი აპარატი გსურთ? მაშინ ეს მოდელი იდეალური არჩევანია. ხელსაწყო ორივე რეჟიმზე მუშაობს და საქმეს თავს არაჩვეულებრივად ართმევს. ინსტრუმენტს თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, შესაფრქვევი თავები, დამტენი და ქამარი. ხელსაწყოს კარგად გამოიყენებთ როგორც მარტივ, ასევე რთულ საქმეებზე. ამასთანავე, საკმაოდ კომფორტულია და ერთი ადგილიდან მეორეზე მარტივად გადაიტანთ.

Lux-Garden shesawamli aparati

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი   
  • სიმძლავრე - 12V 8Ah/20 hrs
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 6940129781234         
  • წონა (კგ) - 6.2
  • კვების წყარო - ელემენტი + მექანიკური (ჰიბრიდი)         
  • კომპლექტაცია - შესაფრქვევი თავები + დამტენი + ქამარი           
  • წარმადობა - 4.0 l/min

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • ჰიბრიდული კვების წყარო
  • დამატებითი ნივთები
  • ერთ წლიანი გარანტია
  • გამძლეობა    

Lux Garden 16C-57 16L ელექტრო შესაწამლი აპარატი

Lux Garden-ის მესამე შესაწამლი აპარატი ელექტროა და თან ახლავს კომპლექტაცია, რომელიც მოიცავს შესაფრქვევ თავებს, დამტენსა და ქამარს. ინსტრუმენტს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. მუშაობის პროცესში ზოგჯერ თავს იჩენს ისეთი უსიამოვნო მოვლენა, როგორიცაა ქარხნული წუნი. საგარანტიო ტალონი სწორედ ამ პრობლემას გადაგიჭრით. საბოლოოდ, ეს კონკრეტული შესაწამლი აპარატი იდეალური არჩევანია, თუ ეძებთ მძლავრ და კარგად მომუშავე ინსტრუმენტს.

Lux-Garden shesawamli aparati

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი   
  • სიმძლავრე - 18V 2Ah         
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 6940129312315         
  • კვების წყარო - ელემენტზე 
  • მოცულობა - 16L       
  • წნევა - 0.2-0.4MPa   
  • კომპლექტაცია - შესაფრქვევი თავები + დამტენი + ქამარი           
  • წონა (კგ) - 3.9

უპირატესობები:

  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ტევადი ავზი
  • დამატებითი ნივთები
  • მაღალი წნევა
  • მაღალი ხარისხი
  • სიმძლავრე   
  • გამძლე ელემენტი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება