მაგიდის სანათი - გაალამაზეთ ინტერიერი, გაახარეთ ბავშვები, იზრუნეთ მხედველობაზე |
მაგიდის სანათი - გაალამაზეთ ინტერიერი, გაახარეთ ბავშვები, იზრუნეთ მხედველობაზე |
გენიალური ქართული ფილმი „მზე შემოდგომისა“ უნდა გაგახსენოთ ახლა, უფრო სწორად, ერთი ძალიან გამორჩეული მომენტი: „ცოცხალი თევზი დაგჭირდება, მეთევზეები შენი მეზობლები არიან, აბანოში ურიგოდ წასვლა გინდა და მექისეც შენი მეზობელია...“
მთლად კარის მეზობლობისა რა გითხრათ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ რა გინდა სულო და გულო, Holst.ge-ზე არ მოიძიოთ - მაგიდის სანათი დაგჭირდებათ, Holst.ge შენ გვერდითაა, მუზა ხშირად გსტუმრობს და ღამით წერა გიყვარს და Holst.ge ამ ამბავშიც დაგეხმარება... აჰ, ბავშვს გინდა გული გაუხარო? Holst.ge-ზე მაგიდის სანათები იმდენი და იმდენნაირია, ნებისმიერი ასაკის ადამიანს რომ მოხიბლავს.
მოდი, კიდევ ერთი გენიალური ფილმი გავიხსენოთ - „მიმინო“: „ისეთ კითხვებს მისვამთ, პასუხის გაცემაც კი უხერხულიაო“ (ჰო, ფილმში ეს ფრაზა რუსულად არის, მაგრამ აქ ქართულად იყოს), მაგრამ რადგან კითხვა უკვე დაისვა, პასუხიც გავცეთ, მით უმეტეს, საუხერხულოს დაწერას არავითარ შემთხვევაში გაკადრებთ.
დავიწოთ იმით, რომ მაგიდის სანათი ინტერიერის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია როგორც დიზაინის, ისე ფუნქციონალის თვალსაზრისით - არის სინათლის წყარო და ასევე, დეკორაციის გამორჩეული ელემენტი.
Holst.ge მაგიდის სანათების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობთ: ელეგანტურს - ტუმბოზე, თაროსა თუ მაგიდაზე მოსათავსებლად, საოფისეს - კომპიუტერთან თუ ქაღალდებთან მუშაობისთვის, საბავშვოს - პატარების გულის გასახარად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
პრინციპში, ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა - სინათლე სამუშაო ადგილზე ზედმეტი არასოდეს არის. ზოგადად, საკმაოდ ხშირად ხდება ხოლმე, რომ მაგიდასთან მუშაობისას და არა მხოლოდ იქ, განათების ნაკლებობას განვიცდით. რაღა თქმა უნდა, ეს ამბავი არც ისე სასარგებლოა. გარდა იმისა, რომ შესაძლოა, შრომისუნარიანობა დაგვიქვეითოს, მხედველობას რომ აზიანებს, არახალია, ძველია. სამწუხაროდ, სამუშაო ადგილის საკმარისი განათებით უზრუნველყოფა ხშირად არც ისე ადვილია. ჰოდა, აი, ზუსტად აქ არის საჭირო გამოვიყენოთ ის სიკეთეები, რასაც თანამედროვეობა გვთავაზობს: დიახ, მაგიდის სანათზე გვაქვს საუბარი.
სამუშაო მაგიდისა თუ მერხისთვის მაგიდის სანათები შემდეგი პარამეტრების მიხედვით შეარჩიეთ:
აქვე რამდენიმე სანათის გაცნობა შეგიძლიათ, თუმცა უკეთ გადაავლეთ თვალი Holst.ge-ს და სასურველ ხელსაწყოს აუცილებლად მოიძიებთ.