მაგიდის სანათი პროდუქტიულად მუშაობისთვის

ოდესმე მჯდარხართ სამუშაო მაგიდასთან საათობით მხოლოდ ოთახის განათებით? ან ფანჯრიდან შემოსული ბუნებრივი შუქით, რომელიც თქვენს სამუშაო მაგიდაზე ეცემა? და შემდეგ აღმოგიჩენიათ, რომ თვალები გაგიღიზიანდა და ქავილი დაგეწყო?

თვალები დაბალი სინათლის მიმართ გაზრდილი მგრძნობელობით გამოირჩევიან. თქვენ იგრძნობთ თვალების დაძაბულობას და გარკვეული დროის შემდეგ, მსუბუქ თავის ტკივილს.

მსგავს გარემოზე თითქმის ყველას მსგავსი რეაქცია აქვს და ტყუილად ეცდებით განცდილი დისკომფორტისგან თვალების ხელისგულებით დასრესვით განთავისუფლდეთ.

მაშინ, ჩვენ პირველ რიგში უნდა ვიპოვოთ გამოსავალი თვალის ამ დისკომფორტის და გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, როდესაც სმაუშაო მაგიდაზე მუშაობთ ცუდი განათების პირობებში.

თქვენ შეგიძლიათ მოაგვაროთ ეს პრობლემა ერთი, ძალიან მარტივი გადაწყვეტილებით. უბრალოდ დაამატეთ ხარისხიანი მაგიდის სანათი თქვენს სამუშაო ან სასწავლო მაგიდას.

მაგიდის სანათები შექმნილია თქვენი სამუშაო სივრცის გასანათებლად, რათა თვალის დაძაბვა შეამციროს და ასევე, თავიდან აგარიდოთ მასთან დაკავშირებული სიმპტომები, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ კარგი მაგიდის სანათი უზრუნველყოფს ამაღლებულ განწყობას და თქვენს პროდუქტიულობას.

მაგიდის სანათის არჩევა

იდეალური მაგიდის სანათის არჩევა თქვენი ოფისისთვის, ბიბლიოთეკისთვის ან სასწავლო კუთხისთვის, შეიძლება რთული ამოცანა იყოს. განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ გაითვალისწინებთ ყველა იმ ფაქტორს, რომელიც უნდა მოძებნოთ, როდესაც მიდიხართ თქვენი შემდეგი მაგიდის სანათის შესაძენად.

განსხვავება მაგიდის სანათსა და უბრალოდ კარგ ნათურას შორის არის ის ატრიბუტები, რაც გსურთ, რომ ჰქონდეს მაგიდის სანათს, რაც გაგიადვილებთ მუშაობას.

თითოეული ჩვენგანი ინდივიდუალურია და საკუთარი მოთხოვნილებები გვაქვს. ჩვენ ყველას გვაქვს განსხვავებული საჭიროებები, როდესაც საქმე ეხება სწორი მაგიდის სანათის არჩევას. რომელი დავალების შესრულება გსურთ და თქვენი ხედვის საჭიროებები განსაზღვრავს, თუ რომელი მაგიდის სანათია თქვენთვის საუკეთესო.

არსებობს მრავალი ბრენდი, რომელიც გთავაზობთ ფუნქციების ფართო სპექტრს. ეს შესანიშნავია, რადგან აუცილებლად არსებობს მაგიდის სანათი, რომელიც ნებისმიერს მოთხოვნებს მოერგება, დღეს ბაზარზე არსებული მრავალი ვარიანტის დამსახურებით.

აქ მოცემულია რამდენიმე კითხვა, რომლებიც უნდა განიხილოთ, რათა დაგეხმაროთ თქვენი მაგიდის სანათის პოვნაში.

  • რა არის თქვენი მაგიდის სანათის დანიშნულება?

რა თქმა უნდა, სანათის ძირითადი დანიშნულება სინათლის უზრუნველყოფაა. მაგიდის სანათი ბევრად უფრო პრაქტიკულია. მაგიდის სანათის განათების საერთო სახელწოდებაა „სამუშაო განათება“. თქვენ გაზრდით თქვენს პროდუქტიულობას, რადგან სწორმა სამუშაო განათებამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს თქვენს განწყობაზე და შეამციროს თვალის დაძაბულობა.

  • რამდენი სინათლე გჭირდებათ?

არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ცუდი განათება გავლენას მოახდენს თქვენს მხედველობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში. თუმცა, არსებობს არსებითი მტკიცებულება, რომ ცუდ განათებას მოჰყვება არასასიამოვნო მოკლევადიანი ეფექტები, როგორიცაა თავის ტკივილი და თვალის დაძაბვა.

ამის თავიდან აცილება შესაძლებელია იმით, რომ განათება თანაბრად გადაანაწილოთ თქვენს სამუშაო ზონაში.

სინათლის გამომუშავება იზომება ლუმენებში. სამუშაო განათების საერთო დიაპაზონი არის 1000 - 1400 ლუმენი. მაგიდის სანათებს მოყვება ჩამრთველი და მაღალი/დაბალი გადამრთველი, რომლებიც დაგეხმარებათ იპოვოთ შესაფერისი განათება თქვენი მაგიდის ზედაპირისთვის.

  • სად უნდა დააყენო მაგიდის სანათი?

მაგიდის სანათის მთავარი ამოცანა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, არის თქვენი სამუშაო ადგილის განათება, რაც ამცირებს თვალის ტკივილს. თქვენი სანათის პოზიცია ასევე გადამწყვეტი ელემენტია იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, საუკეთესო შედეგს იღებთ თქვენი მაგიდის სანათისგან.

მიღებული პრაქტიკაა განათავსოთ თქვენი მაგიდის სანათი სამუშაო ადგილიდან დაახლოებით 35-დან 90 სანტიმეტრი დაშორებით, თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე. ბევრი მაგიდის სანათი აღჭურვილია რეგულირებადი სადგამით, რათა სასურველი სიმაღლე უზრუნველყოს.

თუ მემარჯვენე ხართ, მოათავსეთ მაგიდის ნათურა მარცხენა მხარეს და პირიქით, თუ მემარცხენე ხართ. ეს საგრძნობლად შეამცირებს ჩრდილების რაოდენობას, რომელიც სამუშაო სივრცეში ჩნდება.

  • სხვა რა მახასიათებლებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც გვინდა საუკეთესო მაგიდის სანათი შევიძინოთ?

არსებობს რამდენიმე მახასიათებელი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ მაგიდის სანათის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აშკარაა, ბევრი სამაგიდო სანათი გთავაზობთ განათების მრავალფეროვან ვარიანტს.

ეს ვარიანტები შეიძლება იყოს სამუშაო განათებისთვის, ატმოსფერული განათებისთვის ან შესაძლოა აქცენტის განათებისთვისაც კი.

არსებობს მაგიდის სანათები, რომლებიც გთავაზობთ სამივე ვარიანტს. რა სახის განათება გჭირდებათ, დამოკიდებულია მხოლოდ თქვენს მოთხოვნებსზე.

დიზაინი არის კიდევ ერთი თვისება, რომელიც შეიძლება შეძენისას განიხილოთ. მართალია, უმეტესად მაგიდის სანათები ირჩევა მათი პრაქტიკული გამოყენებისთვის. თუ იპოვით ისეთს, რომელიც პრაქტიკულია და ასევე შეესაბამება არსებული მაგიდის დიზაინს, ეს იქნება ესთეტიურად სასიამოვნო.

 

სიმაღლე არის კიდევ ერთი ძირითადი მახასიათებელი, რომელიც უნდა შედიოდეს თქვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ბევრი მაგიდის სანათი დღეს რეგულირდება ნებისმიერი ინდივიდუალური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

სიკაშკაშის დონე ასევე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. მაგიდის ნათურის სიკაშკაშე ხშირად დაკავშირებულია გამოყენებული ნათურის ტიპთან. მაგრამ დღეს ბევრი ნათურაა, რომლებსაც აქვთ სიკაშკაშის კონტროლის რეჟიმები.

  • მაგიდის სანათი და მისი ზომა

რა თქმა უნდა, მაგიდის სანათები სხვადასხვა ზომისაა. რამდენად დიდია თქვენი მაგიდა ან სამუშაო ადგილი? რამდენად დიდი ან პატარა ისურვებდით რომ მაგიდის სანათი იყოს? ეს მხოლოდ რამდენიმე მარტივი კითხვაა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ.

  • ასევე აუცილებელია გაითვალისწინოთ მაგიდის სანათის ფასი და გარანტია.

რა ბიუჯეტი გაქვთ? ეს ჩვეულებრივ მნიშვნელოვანი ფაქტორია. ზოგიერთი მაგიდის სანათი ძალიან იაფია, მაგრამ მათ შეიძლება არ ჰქონდეს მრავალი ფუნქცია, როგორიცაა სინათლის რეგულირება.

მიუხედავად იმისა, რომ სხვებს შეიძლება ჰქონდეთ უფრო მაღალი ფასი, მათ ჩვეულებრივ აქვთ ყველა ფუნქცია, რათა მოგცეთ სრული კონტროლი თქვენი მაგიდის განათების საჭიროებებზე.

გირჩევთ, ყოველთვის გაითვალისწინოთ, რა სახის გარანტიით არის უზრუნველყოფილი მაგიდის სანათი, რომლის ყიდვაც გსურთ.

Holst.ge-ზე არის მაგიდის სანათების დიდი არჩევანი და გაქვთ შესაძლებლობა შეიძინოთ თქვენი სამუშაო გარემოსთვის შესაფერისი. აქ დაგხვდებათ მაგიდის სანათი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსურველისთვის. ასევე, Holst.ge-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ მაღალხარისხიანი, მულტიფუნქციური მაგიდის სანათები.

LEDEX-72131 მაგიდის სანათი Moard შავი

LEDEX magidis sanati

  • ბრენდი - LEDEX
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ტიპი - E27
  • კორპუსის ფერი - შავი
  • მასალა - მეტალი/პლასტმასი
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 0.55

ეს მაგიდის სანათი ყველაზე გავრცელებული ვარიანტია. ეს მოდელი ძალიან დაბალ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ და თქვენ ან თქვენი შვილის სამუშაო სივრცე გაანათოთ.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი

LEDEX-70992 მაგიდის სანათი Robotop ვერცხლისფერი

LEDEX magidis sanati

  • ბრენდი - LEDEX
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ტიპი - E27
  • კორპუსის ფერი - ვერცხლისფერი
  • მასალა - მეტალი/პლასტმასი
  • გარანტია - 1 წელი
  • წონა (კგ) - 1.6

თუ მაგიდის სანათი დაბალ ფასად გინდათ შეიძინოთ, ამასთან ისეთებს ანიჭებთ უპირატესობას, რომელსაც მრავალი პოზიცია და დახვეწილი დიზაინი აქვთ, ეს მაგიდის სანათი საუკეთესოა.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • განათების პოზიციები

LINUS LED-02678 მაგიდის სანათი თეთრი 6W 2700-6500K

Linus magidis sanati

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ფერის ტემპერატურა - 2700K-6500K
  • განათების სიმძლავრე - 550 lm
  • ტიპი - LED
  • კორპუსის ფერი - თეთრი
  • მასალა - პლასტმასი
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • წონა (კგ) - 0.95
  • სიმძლავრე (W) – 6

თუ მაღალხარისხიანი მაგიდის სანათი გაინტერესებთ, რომელიც დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა და თქვენს სამუშაო გარემოს ესთეტიკას შესძენს, ეს ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი დიზაინის მქონე მაგიდის სანათია Holst.ge-ზე.

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი ხარისხი
  • დახვეწილი დიზაინი

LINUS LED-02647 მაგიდის სანათი შავი 7W 2700-6500K

Linus magidis sanati

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ფერის ტემპერატურა - 2700K-6500K
  • განათების სიმძლავრე - 580 lm
  • ტიპი - LED
  • კორპუსის ფერი - თეთრი
  • მასალა - პლასტმასი
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • წონა (კგ) - 1.55
  • სიმძლავრე (W) – 6

მაღალხარისხიანი მაგიდის სანათი Linus-ისგან, რომელიც ნებისმიერ სამუშაო სივრცეს დაამშვენებს და გაანათებს.

უპირატესობები:

  • უმაღლესი ხარისხი
  • გამძლეობა
  • დიზაინი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება