მოდით, შევთანხმდეთ, რომ ავტომობილის საბარგულში ბარომეტრი აუცილებლად ყველა მძღოლს უნდა ჰქონდეს

ავტომობილი და თოფი არ უნდა ათხოვო არავისო, ხომ გაგიგიათ ეს ძალიან ღრმა შინაარსის მქონე მოსაზრება?

თოფი და ყუმბარა იქით იყოს, არ არის ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესის საგანი, მაგრამ ავტომობილს რაც შეეხება, აქ კი ნამდვილად ბევრი გვაქვს სათქმელი და სალაპარაკო.

დავიწყოთ იმით, რომ ჩვენი „რკინის რაში“ მაქსიმალურად გამართული უნდა იყოს და ერთ-ერთი განსაკუთრებული ყურადღება საბურავებს უნდა დავუთმოთ. ისიც გავიხსენოთ, რომ ვულკანიზაცია ყოველთვის ახლოს არ არის და აბა, როგორ მოვიქცეთ, როცა ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანაა შესასრულებელი, როგორიც საბურავებში წნევის გაზომვაა? პრინციპში, პასუხი არც ისე რთულია: აუცილებლად უნდა ვიქონიოთ ჰაერის წნევის საზომი.

თუკი ავტომობილით გადაადგილებას შენიშნეთ, რომ მაგალითად, მანქანა თავისით მიიწევს ხან ერთ, ხან - მეორე მხარეს, ან არც ისე სასიამოვნო ხმები ისმის გარედან, დიდი ალბათობით, საბურავი ვერ არის წესრიგში. აი, ზუსტად აქ გჭირდებათ ბარომეტრი - შეჩერდებით, შეამოწმებთ წნევას და თუკი მართლაც დაკლებული აქვს, შესაბამის ზომებს მიიღებთ.

თუკი მანქანით ბევრი სიარული გიყვართ, ან სამსახურიდან გამომდინარე გიწევთ ხშირი მგზავრობა, სხვა ყველაფერთან ერთად, საბარგულში ბარომეტრი და მინიმუმ ელექტრო ნასოსი რომ უნდა გქონდეთ, მოდით, ამაზე უაპელაციოდ შევთანხმდეთ.

რისთვის სჭირდება ავტომოყვარულს ბარომეტრი?

საბურავებში ჰაერის წნევა მუდმივად საჭირო რაოდენობით უნდა იყოს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული უსაფრთხოება და მასთან ერთად, გადაადგილების ხარისხიც. გადაადგილებისას წნევა ბევრი მიზეზით შეიძლება, შემცირდეს. ამდენად, პერიოდულად მისი შემოწმება ძალიან მნიშვნელოვანია. თანამედროვე მოწყობილობები კი გვაძლევს საშუალებას, ეს პროცესი ძალიან მარტივად წარვმართოთ.

ჰაერის წნევის საზომი ტექნოლოგიურად საკმაოდ მარტივია, თუმცა რაღაც-რაღაცები მაინც უნდა იცოდეთ და მოდით, ერთად ვნახოთ რამდენიმე აუცილებელი პირობა.

რატომ არის წნევის კონტროლი ასე მნიშვნელოვანი?

ზოგიერთი მძღოლი ამ მაჩვენებელს უგულებელყოფს, რადგან მიაჩნია, რომ საბურავისთვის ჰაერის დამატება დროის ფუჭად ხარჯვაა, მით უმეტეს, თუკი სხვაობა სულ ორი, სამი მეათედი ატმოსფეროა. ცდებიან ასეთი მძღოლები, ძალიან ცდებიან, რადგან ნაკლები ან ზედმეტი წნევა პირდაპირ გავლენას ახდენს მანქანის მდგრადობას, მართვას, ასევე, საწვავის ხარჯსა თუ დეტალების ცვეთას.

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს საბურავში ზედმეტად მაღალ წნევას:

  • დისკომფორტი მძღოლისა და მგზავრებისთვის. ასევე, მცირდება მანქანის ამორტიზაცია, ძლიერდება ვიბრაცია;
  • იზრდება საბურავის დაზიანების რისკი, ზედმეტად მაღალი წნევა ზრდის დატვირთვას რეზინზე, ნებისმიერი შეხება ორმოსთან ან სიჩქარის შემზღუდავ ბარიერთან კი შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს;
  • პროტექტორების სწრაფი ცვეთა;
  • მნიშვნელოვნად რთულდება საჭის მართვა;
  • ზიანდება არაერთი დეტალი: ზამბარები, ამორტიზატორები და ასე შემდეგ.

რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს საბურავში ჰაერის შემცირებას:

  • დეფორმირების გამო, შესაძლოა, საბურავი გასკდეს;
  • გადახურდება რეზინი, რასაც ნელ-ნელა მთელი კარკასის ჩამოშლა მოსდევს;
  • გვერდითა ზონების ცვეთის შედეგად, დეფორმირდება მთლიანად საბურავი, რასაც მისი მწყობრიდან გამოსვლა მოჰყვება, თანაც, უმოკლეს დროში;
  • წვიმიან ამინდში, იმის გამო, რომ საბურავში საკმარისი ჰაერი არ არის, ასფალტთან შეხების ფართობი გაზრდილია, რის გამოც ავტომობილი, პრაქტიკულად, წყალში „სრიალებს“ და შესაბამისად, მართვის სერიოზულ სირთულეებს აჩენს;
  • მცირდება მოჭიდების კოეფიციენტი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ავარიის რისკებს;
  • მატულობს საწვავის ხარჯვის მაჩვენებელი.

თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია, რაც შეიძლება მოჰყვეს საბურავში წნევის შემოწმების უგულებელყოფას.

ჰოდა, აგერ არის Holst.ge მრავალფეროვანი და რაც მთავარია, ხარისხიანი პროდუქციით - ბარომეტრი აუცილებლად ყველა მძღოლს უნდა ჰქონდეს საბარგულში, ამაზე უნდა შევთანხმდეთ!..

CROWN CT38007-ბარომეტრი

Crown barometri

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი
  • ზომა - 65-120mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხკოდი - CT38007
  • წონა (კგ) - 0.4
  • წნევა - 0-4 bar 

TOLSEN TOL1613-73193 ჰაერის წნევის საზომი 40cm

Tolsen barometri

  • ბრენდი -  TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი
  • ზომა - 1/4''
  • შტრიხკოდი - 6933528773214
  • წონა (კგ) - 0.4
  • მოცულობა - 0-12bar&0-170psi

STANLEY STHT80874-0 წნევის საზომი ციფრული

STANLEY haeris wnevis sazomi

  • ბრენდი - STANLEY
  • პროდუქტის ტიპი - ბარომეტრი
  • შტრიხკოდი  - 3253560808747
  • წონა (კგ) - 0.095
  • მოცულობა - 3-150psi, 0.21-10.5Kg/cm2, 0.2-10.3Bar and 20.7-1034Kpa

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება