| მოემზადე ზამთრისთვის ელექტრო გამათბობელთან ერთად |
| მოემზადე ზამთრისთვის ელექტრო გამათბობელთან ერთად |
ზამთარი ახლოვდება, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ გამათბობელია საჭირო. რა სჯობს სითბოში მყუდროდ მოწყობასა და გემრიელი ჩაის დაგემოვნებას?! ჰოდა, ამ ჰარმონიული გარემოს შექმნაში, ჩვენი საოცარი ელექტრო გამათბობლები დაგეხმარებათ.
სიმართლე რომ ვთქვათ, ბევრნაირი ინსტრუმენტი არსებობს და შერჩევა ხშირად ჭირს. ამ ბლოგში კი ვეცდებით პროცესი გავამარტივოთ. როცა საქმე ელექტრო გამათბობელს ეხება, პირველ რიგში ყურადღება სიმძლავრეს მიაქციეთ. თუ რიცხვები მაღალია, მაშინ ინსტრუმენტი მძლავრ სითბოს გამოყოფს და ტერიტორიას კარგად ათბობს. თუ არადა, შედარებით ნაკლები ძალა აქვს და საშუალო სიმძლავრით მუშაობს. არჩევანი თქვენზეა, რადგან რომელი სახისაც გჭირდებათ, ისეთი უნდა შეიძინოთ. ასევე, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ თუ რამდენი რეჟიმით მუშაობს ინსტრუმენტი და რომლებია ესენი. გარდა ამისა, გადახედეთ ღია და დახურული სივრცის მაჩვენებლებს, ანუ რა მასშტაბის ტერიტორიას ჰყოფნის სიმძლავრე. ძირითადი განსხვავებები სწორედ ეს არის. გირჩევთ ყველა მახასიათებელს გადახედოთ და შემდეგ შეიძინოთ სასურველი ხელსაწყო.
ხარისხი და კომფორტი გიყვართ? ჰოლსტი ზუსტად ამ ყველაფერს გთავაზობთ. ჩვენთან მხოლოდ საუკეთესო ბრენდებს გადააწყდებით. საიტზე მხოლოდ მაღალი ხარისხის ხელსაწყოებია და ამავდროულად, ხელმისაწვდომ ფასად. უპირატესობები ჯერ კიდევ წინაა. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია სახლიდან გაუსვლელად შოპინგი. თუ მაღაზიაში წასვლა და რიგში დროის კარგვა არ გსურთ, შეგიძლიათ ნივთები სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ. ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტიდან ნივთებს იწერთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და უფრო მეტიც, თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მომსახურება უფასოა. ეს წესი მოქმედებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. ნივთებს რაც შეიძლება მოკლე დროში მოგაწვდით. თუ ერთიანი თანხა არ გაქვთ, გამოსავალი აქაც არსებობს. ამ დროს შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ. დამტკიცების შემთხვევაში, თანხას სასურველი თეების რაოდენობაზე გადაანაწილებთ და ეტაპობრივად დაფარავთ.
Luxell-ის ელექტრო გამათბობელი საუკეთესო არჩევანია თუ მძლავრსა და დიდხანს მომუშვე ინსტრუმენტს ეძებთ. ამ კონკრეტულ ხელსაწყოს ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ საქმეს თავი კარგად გაართვას. მას სამი მილაკი და რეჟიმი აქვს, რაც კარგი უპირატესობაა. შეგიძლიათ ზუსტად იმ ტემპერატურაზე ჩართოთ, როგორზეც გსურთ. თუ მაქსიმალური სითბო გინდათ, მაშინ ერთდროულად ჩართავთ, სხვა შემთხვევაში მხოლოდ ერთს. მსგავს დეტალებში უფრო უკეთ მახასიათებლების გადაკითხვა გაგარკვევთ.

უპირატესობები:
Zilan-ის ელექტრო გამათბობელს ჰაერის დამატენიანებელი მოყვება, რაც იმას ნიშნავს, რომ სივრცე არ გამოშრება და მეტი ჟანგბადი იქნება. ინსტრუმენტს 4 მილაკი და 3 რეჟიმი აქვს. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტიაც. ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, საგარანტიოს მეშვეობით პრობლემას ძალიან მარტივად გადაჭრით. ინსტრუმენტი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც შიდა, ასევე გარე სივრცისთვის. ორივე მათგანს არაჩვეულებრივად ათბობს.

უპირატესობები:
Schpindel-ის ელექტრო გამათბობელი ჩამოთვლილთაგან ყველაზე მძლავრია. ხელსაწყოს თერმოსტატი და 3 მილაკი აქვს. ინსტრუმენტი განკუთვნილია როგორც ღია, ასევე დახურული სივრცისთვის. თუ მაღალი სიმძლავრის გამათბობელს ეძებთ, კონკრეტული მოდელი შესანიშნავი არჩევანია.

უპირატესობები: