მშრალზე რომ არ დარჩეთ, ანუ რატომ უნდა გქონდეთ წყლის ტუმბო აგარაკზე და არა მხოლოდ აგარაკზე

საკუთარ სახლში ან აგარაკზე ცხოვრება ბევრ პლუსთან ერთად ერთ დიდ გამოწვევასაც უკავშირდება, რომელსაც წყლის სტაბილური მომარაგება ჰქვია. იქნება ეს დაბალი წნევა ცენტრალურ მაგისტრალში, თუ წყლის ამოტუმბვა ჭაბურღილიდან - გამოსავალი ყოველთვის სწორად შერჩეული წყლის ტუმბო გახლავთ.

სულაც არ არის გადაჭარბებული ნათქვამი, რომ წყლის პომპა უბრალოდ რკინის აპარატი კი არა, ოჯახის ის წევრია, რომელზეც დანარჩენების სიმშვიდე და სისუფთავეა დამოკიდებული.

აგარაკსა და სამზარეულოს ონკანს რომ დავანებოთ თავი, წყლის პომპა საჭირო და უფრო მეტიც, აუცილებელია, მაგალითად, ირიგაციისთვის, ასევე, მშენებლობებზე და მოკლედ, ნამდვილად არის ის მოწყობილობა, რომელიც მთლად ყველა თუ არა, ყოველ მე-3, ჰა და ჰა - მე-7 ოჯახს უნდა ჰქონდეს, კომპანიებზე ხომ საუბარიც აღარ გვაქვს.

წყლის ტუმბოები არსებობს:

წყლის ტუმბოების 3 ათასზე მეტი სახეობა არსებობს, რომელთაც აქვთ განსხვავებული აღჭურვილობა, ენერგომომარაგება, გამოყენების სფეროები და ასე შემდეგ. თუმცა ძირითადი კლასიფიკაცია დაახლოებით ასე გამოიყურება:

  • ზედაპირის ტუმბო;
  • სატუმბი სადგური;
  • ჩასაძირი წყლის ტუმბო;
  • ჭაბურღილის;
  • სადრენაჟო;
  • საკანალიზაციო;
  • ცირკულარული.

რა შემთხვევებში ხდება წყლის ტუმბოს გამოყენება?

აგარაკზე (ბინაში, საწარმოში) წყლის პომპის მონტაჟი რაციონალური შემდეგ სიტუაციებში იქნება:

  • შენობა არ არის მიერთებული ცენტრალური წყალმომარაგების სისტემაზე;
  • წყალი ხშირად და დიდი რაოდენობით იხარჯება მათ შორის, რამდენიმე მომხმარებლის მიერ;
  • საჭიროა სტაბილური წყალმომარაგება ჭიდან, ჭაბურღილიდან;

ნებისმიერ შემთხვევაში, წყლის ტუმბო დაგეხმარებათ, არ მოგიწიოთ წყლის საჭირო ადგილამდე ხელით მიტანა. აღჭურვილობა გამოსადეგია როგორც სეზონური, ისე მუდმივი ექსპლუატაციისთვის.

მოწყობილობის თავისებურებები

წყლის ტუმბო კერძო სახლისთვის თავის თავში შემდეგ კომპონენტებს აერთიანებს:

  • ელექტროტუმბო. ზედაპირული აგრეგატი, რომელიც სისტემაში წნევას წარმოქმნის. როგორც წესი, ჰიდროაკუმულატორის კორპუსის ზედა მხარეს მონტაჟდება;
  • წნევის რელე. შედის მართვის კვანძში, ტუმბოს ავტომატურ რეჟიმში რთავს და თიშავს, როცა წნევა ეცემა ან იზრდება კონკრეტულ ნიშნულამდე;
  • მანომეტრი. აჩვენებს მაგისტრალური სადგურის შიგნით არსებულ წნევას. საშუალებას იძლევა, ვიზუალურად მოხდეს აღჭურვილობის მუშაობის კონტროლი და დროულად მოხდეს გაუმართაობის აღმოფხვრა;
  • ჰიდროაკუმულატორი. ინახავს წყლის გარკვეულ რაოდენობას. ამასთან, უზრუნველყოფს ავტონომიურ მარაგს, აკონტროლებს სისტემაში სითხის ნაკად;
  • არმატურა და შლანგები. გამოიყენება ზედაპირული ტუმბოს მიერთებას სხვა კომპონენტებთან, მათ შორის, ჰიდროაკუმულატორსა და რეზერვუართან;
  • ხვრელები. წყლის ტუმბოს სტანდარტულ მოწყობილობას აქვს შემავალი და გამავალი ხვრელები წყლის მიღება/გაცემისთვის.

წყლის ტუმბო და მისი მუშაობის პრინციპი

წყლის ტუმბოების მუშაობა ორ ეტაპად ხორციელდება.

  • პირველი ეტაპი - ჰიდროაკუმულატორის გავსება. ავტომატიკა ელექტროტუმბოს რთავს, წყალი რეზერვუარიდან მილში ინაცვლებს, შემავალ ხვრელში ხვდება და ავზს ავსებს. როგორც კი საჭირო წნევას მიაღწევს, ტუმბო ითიშება.
  • მეორე ეტაპი - მოხმარება. მაგალითად, სახლში იხსნება ონკანი, რომელშიც წყალი ტუმბოს დახმარებით ხვდება. ამ დროს ჰიდროაკუმულატორში წნევა ეცემა, მოქმედებაში მოდის ავტომატიკა. ტუმბო ირთვება და რეზერვუარი კვლავ ივსება. აქ ციკლი სრულდება და მუდმივად მეორდება, სანამ წყლის ტუმბოს ექსპლუატაცია გრძელდება.

დასასრულისკენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყლის ტუმბოს შერჩევა არც ისეთი რთული „ფიზიკაა“, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მთავარია, ზუსტად იცოდეთ თქვენი საჭიროებები: საიდან მოდის წყალი და სად გსურთ მისი მიყვანა. გახსოვდეთ, ყველაზე ძვირიანი ან მძლავრი მოდელი ყოველთვის საუკეთესოს არ ნიშნავს - საუკეთესო ის ტუმბოა, რომელიც თქვენს სისტემას იდეალურად ერგება და წყლის წნევაზე ნერვიულობას სამუდამოდ დაგავიწყებთ.

Schpindel - წყლის ტუმბო QB60

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
  • სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 1200091218110
  • წონა (კგ) - 5.97
  • კვების წყარო - 220-240V
  • წარმადობა (Max) - 2.4m3/h
  • სიმაღლე (Max) - 35
  • შემსვლელი - 25mm(1'')
  • გამომსვლელი - 25mm(1'')
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

Kattolini წყლის ტუმბო QDX1.5-25-0.55F

Kattolini wylis tumbo

  • ბრენდი - KATTOLINI
  • პროდუქტის ტიპი - ჩასაძირი წყლის ტუმბო
  • სიმძლავრე - 0.55kw/0.75hp
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 1311920518216
  • წონა (კგ) - 11.5
  • კვების წყარო - 220-240V
  • წარმადობა (Max) - 6.3m3/h
  • სიმაღლე (Max) - 18
  • გამომსვლელი - 25mm(1'')

Schpindel SCHI-169047 წყლის ტუმბო ბენზინზე 80MMX209CC

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - წყლის ტუმბო საწვავზე
  • სიმძლავრე - 209cc
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7314518169047
  • წონა (კგ) - 23.5
  • კვების წყარო - ბენზინი
  • ავზის მოცულობა - 3 l
  • წარმადობა (Max) - 55m3/h
  • სიმაღლე (Max) - 30
  • შემსვლელი - 80mm(3'')
  • გამომსვლელი - 80mm(3'')
  • ზეთი - SAE 10W-30

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება