| ნიველირი - შეუცვლელი ხელსაწყო მშენებელ-ხელოსნებისთვის, გეოდეზისტებისთვის და არა მხოლოდ |
| ნიველირი - შეუცვლელი ხელსაწყო მშენებელ-ხელოსნებისთვის, გეოდეზისტებისთვის და არა მხოლოდ |
მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, ნიველირი - ეს არის საზომი ხელსაწყო, რომლითაც ხდება ნიველირება. შედარებით რთული სიტყვებით თუ ვიტყვით, ნიველირი - ეს არის მშენებელ-ხელოსნებისთვის, გეოდეზისტებისთვის და კიდევ მრავალი მომიჯნავე პროფესიის მქონე ადამიანებისთვის საჭირო საზომი ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება ჰორიზონტალური და ვერტიკალური სიბრტყეების დასადგენად. ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ზედაპირზე სხვადასხვა წერტილებს შორის სხვაობების გაზომვა.
ოპტიკური თარაზო, მაგალითად, მშენებლობაში გამოიყენება ფუნდამენტისთვის, სამშენებლო კონსტრუქციების სისწორის კონტროლისთვის და ასე შემდეგ. აზომვით სამუშაოებში ნიველირი გამოიყენება რელიეფის შესაფასებლად და წერტილებს შორის სიმაღლის სხვაობის გასაზომად. სიზუსტისა და უნივერსალურობის წყალობით, ოპტიკური თარაზო მშენებლებისა და გეოდეზისტებისთვის შეუცვლელი ხელსაწყოა, თუმცა, რადგან ეს უკვე ვთქვით, უმჯობესია, უშუალოდ ხელსაწყოს, გარკვეული თავისებურებებისა და მახასიათებლების შესახებ ვისაუბროთ.
სიმაღლისა და უსწორმასწორობის გაზომვასთან დაკავშირებული სამუშაოების მრავალი სახეობა არსებობს, მაგრამ ძირითადი შემდეგია:
ყველაზე მთავარია და პრინციპში, ნებისმიერ ინსტრუმენტზე სულ ამას ვამბობთ ხოლმე, ზედმიწევნით იცოდეთ, რისთვის უნდა გამოიყენოთ ნიველირი, რა პირობებსა და როგორ ადგილებში მოგიწევთ მასთან მუშაობა.
სანამ ნიველირით მუშაობას დაიწყებდეთ, უკიდურესად მნიშვნელოვანია მოწყობილობის გასწორება. მარტივ მოდელებში, ამისათვის ბუშტუკების თარაზოა გათვალისწინებული.
უფრო დახვეწილ მოწყობილობებში თვითგასწორების, თვითნიველირების ფუნქცია 3-5 გრადუსის ფარგლებში მერყეობს. თუკი დახრის კუთხე მაღალია, ლაზერული სხივი ციმციმს იწყებს ან ხმოვანს სიგნალს რთავს. სიგნალი მაშინ ითიშება, როცა ადამიანი მოწყობილობას სწორ მდგომარეობას მისცემს.
თუმცა არსებობს სიტუაციები, როცა ნიველირი გარკვეული კუთხით უნდა განთავსდეს. იმისთვის, რომ ლაზერმა ციმციმი შეწყვიტოს, თვითგასწორების ფუნქციის გათიშვაა საჭირო. თუკი მსგავს სამუშაოებს გეგმავთ, ამ ფუნქციას ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ.
ბინაში დაგეგმილი რემონტისთვის საკმარისია ნიველირი, რომელიც „ლაზერული ჯვრის“ პროეცირებას ახდენს. ხელსაწყო შემდეგი მიზნებისთვის გამოგადგებათ:
სახლის პირობებში გამოყენებისთვის, აბსოლუტურად საკმარისია ნიველირი 10 მეტრზე 5 მილიმეტრიანი სიზუსტით.
შეგიძლიათ, ნიველირი სხივების რაოდენობის გათვალისწინებით, შემდეგი პრინციპით შეარჩიოთ:
- ფანჯრების, ნიშების, ღიობებისა და თაღების დასაყენებლად საკმარისია 2-4 სხივი;
-რთული სამუშაოებისთვის, მაგალითად, რამდენიმე როზეტის ერთდროულად მოსანიშნად საუკეთესოა 5-იდან 10-მდე;
- 11 და მეტი სხივი საჭიროა, როცა რამდენიმე მშენებელი განსხვავებულ სამუშაოს ასრულებს: პლინთუსს ამაგრებს, კარნიზს ჰკიდებს, კედლებში ხვრელების დატანაა საჭირო.
