რომელია Crown-ის სამი ყველაზე გამორჩეული ელექტრო პულივიზატორი?

თანამედროვე ხელსაწყოები იმისთვისაა შექმნილი, რომ საქმე გაგვიმარტივოს და თან ეს ყველაფერი ხარისხიანად შეასრულოს. ელექტრო პულივიზატორი ზუსტად ამ ტიპის ინსტრუმენტია. ის სამღებრო სამუშაოებში აქტიურად ერთვება და საქმეს სწრაფად ასრულებს. ადრე კი მოცემულობა გაცილებით რთულად იყო, რადგან ყველაფერი ხელით უნდა შესრულებულიყო. ასე კი პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობდა. თუმცა, ეს გამოცდილება წარსულს ჩაბარდა და ახლა უკვე შეგიძლიათ სწრაფად შეღებოთ სასურველი სივრცე.

რა უნდა გაითვალისწინოთ ხელსაწყოს შეძენისას?

ინსტრუმენტის შერჩევა საკმაოდ მარტივია, მაშინ თუ გარკვეულ ინფორმაციას მის შესახებ ფლობთ. საჭირო დეტალებში კი ჩვენ გაგარკვევთ. სიმძლავრით დავიწყოთ, რადგან ეს მახასიათებელი ძალიან მნიშვნელოვანია და მასზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მარჯვედ იმუშავებს პულივიზატორი. საქმიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოთ სიმძლავრე. მაგალითად, ხელსაწყოს წინ ბევრი და შრომატევადი სამუშაო ელის? ამავდროულად, გსურთ სწრაფად შეასრულოს ყველაფერი? მაშინ მაღალი სიმძლავრის ინსტრუმენტს გირჩევთ. თუმცა, სხვა შემთხვევაში საშუალო ან დაბალი ძალა სრულიად მისაღებია. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციეთ ავზის მოცულობას, რადგან რაც უფრო ტევადია ინსტრუმენტი, მით მეტი საღებავი ეტევა მასში და ხშირად ჩამატება აღარ გიწევთ. ასე რომ, ეს დიდი უპირატესობაა. ასევე, გაითვალისწინეთ შესაფრქვევი ლულისი ზომა, ცხვირის ტიპი, სიბლანტის მაჩვენებელი და წნევა.

რა უპირატესობები აქვს ჰოლსტს?

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი გამორჩეულ პროდუქტებს გთავაზობთ. თითოეული ბრენდი დიდი სიფრთხილითაა შერჩეული და შესაბამისად, მხოლოდ საუკეთესოები მოხვდა საიტზე. ყველა მათი ხელსაწყო მაღალ სამუშაო რესურს ფლობს, რაც მხოლოდ კარგზე მეტყველებს. თუმცა, ყველაფერი ეს არ არის. შეგიძლიათ ნივთები სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ. ამ მეთოდით კი დაზოგოთ თქვენი დრო და ენერგია. რამდენიმე მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ, ნივთებს საიტიდან იწერთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. მიტანის სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება - უფრო მეეტიც, თქვენი შეკვეთა 50 ლარზე მეტისაა? მაშინ მომსახურება უფასოა. ეს წესი მოქმედებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. 

CROWN CT31013-ელ. პულივიზატორი 400W

Crown-ის ელექტრო პულივიზატორი საშუალო სიმძლავრისაა და სხვა მონაცემებიც ასეთივე აქვს. რა დონის საქმეზე მუშაობს ინსტრუმენტი კარგად? შედარებით მსუბუქ სამუშაოებს ეს კონკრეტული ხელსაწყო კარგად უმკლავდება. პულივიზატორს მაღალი წარმადობა აქვს და რეგულირებადი ცხვირის ტიპი კიდევ უფრო მეტ კომფორტულობას მატებს. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტიაც. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში ტალონი პრობლემას მარტივად გადაჭრის.

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი 
  • სიმძლავრე - 400W
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640177422248   
  • წონა (კგ) - 2.12         
  • კვების წყარო - 220-240V   
  • წნევა - 0.1-0.2bar   
  • ავზის მოცულობა - 900 ml
  • წარმადობა - 800 l/min       
  • შესაფრქვევი ლულის ზომა  - 2/2.5/3mm
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი   
  • მაქსიმალური სიბლანტე - 70DIN  

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • ტევადი ავზი
  • შესაფრქვევი ლულის ზომა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი წნევა
  • რეგულირებადი ცხვირის ტიპი
  • წარმადობა
  • სიბლანტის მაჩვენებელი
  • კომპაქტურობა

CROWN CT31004-ელ. პულივიზატორი 500W

Crown ის ბრენდია, რომელიც ყველა ხელსაწყოს შემთხვევაში ფართო არჩევანს გვთავაზობს. ზუსტად ასეა ელექტრო პულივიზატორებშიც. ეს კონკრეტული ხელსაწყო პირველთან შედარებით, კიდევ უფრო მძლავრია და ტევადი ავზი აქვს.

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი 
  • სიმძლავრე - 500W
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - CT31004     
  • წონა (კგ) - 3.67         
  • კვების წყარო - 220-240V   
  • წნევა - 0.1-0.2bar   
  • ავზის მოცულობა - 1000 ml         
  • წარმადობა - 1000m l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 1.8mm         
  • მაქსიმალური სიბლანტე - 40DIN

უპირატესობები:

  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • წარმადობა
  • მოცულობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • გამძლეობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომფორტულობა      

CROWN CT31015-ელექტრო პულივიზატორი 1200W

რთული საქმისთვის ამ პულივიზატორს გირჩევთ, რადგან ხელსაწყო მძლავრია, ტევადი ავზი აქვს და რეგულირებადი ცხვირით გამოირჩევა. მოკლედ, ყველანაირად კომფორტულია და კარგად გამოიყენებთ.

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი 
  • სიმძლავრე - 1200W
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640177422262   
  • წონა (კგ) - 5.1
  • კვების წყარო - 220-240V   
  • წნევა - 0.1-0.3bar     
  • ავზის მოცულობა - 900 ml
  • წარმადობა - 1100 l/min     
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2/2.5/3mm 
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი   
  • მაქსიმალური სიბლანტე - 150DIN

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • რეგულირებადი ცხვირის ტიპი
  • ტევადი ავზი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • წარმადობა
  • მაღალი წნევა
  • მაღალი ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება