ონკანი აუცილებლად ხარისხიანი შეარჩიეთ, მის არჩევაში კი Holst.ge დაგეხმარებათ! |
ონკანი აუცილებლად ხარისხიანი შეარჩიეთ, მის არჩევაში კი Holst.ge დაგეხმარებათ! |
წარმოიდგინეთ, აბაზანა წყლით აავსეთ, ქაფით დაფარეთ, სასურველი ღვინით ბოკალი შეავსეთ, რომელიც წამსვე დაიორთქლა, საყვარელი მუსიკა ჩართეთ და უეცრად გაგახსენდათ - იქ იმიტომ ხართ, რომ ონკანი შეაკეთოთ...
რას ვიზამთ, სჭირდება ხოლმე ონკანს შეკეთება, თუმცა ხშირად რომ არ მოგიხდეთ ამ უსიამოვნებასთან გამკლავება, რამდენიმე საჭირო რჩევას მოგცემთ: შეარჩიეთ აუცილებლად ხარისხიანი ონკანი, აბაზანისთვის იქნება, თუ სამზარეულოსთვის, მოუფრთხილდით და რაც მთავარია, Holst.ge-ზე შეიძინეთ.
ეს პირობები რომ დაიცვათ, ახლავე დაგეხმარებით, თქვენ მხოლოდ ყური დაგვიგდეთ.
სრულად უნივერსალური მოწყობილობები გამოგონილი არ არის. ონკანის ერთი სახეობა კარგია ჭურჭლის რეცხვისთვის, მეორე კი აბაზანის პროცედურებისთვის არის მისწრება.
სამზარეულოში რომ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით წყალი იხარჯება, დაგვეთანხმებით - დიასახლისისთვის მოუხერხებელია, წყალი ყოველ წამს დაკეტოს - ხელები დაკავებული აქვს და დაკეტე-გააღე, დაკეტე-გააღე, რთულია. ეს იმას ნიშნავს, რომ სანტექნიკის მოწყობილობები კომფორტულად სამართავი უნდა იყოს. ალბათ, უფრო მოსახერხებელი ერთი ბერკეტის მქონე ონკანია, მთლად უკეთესი - თანამედროვე სენსორული ონკანი გახლავთ. სამზარეულოში ასევე მოსახერხებელია მაღალი მოწყობილობა.
ამ შემთხვევაში, არჩევანის გაკეთება უმჯობესია ვერტიკალურ ან ჰორიზონტალურ ონკანზე - ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით. კომფორტული ტემპერატურის დაყენება კლასიკური ორბერკეტიანი მოწყობილობით, თუმცა, ერთ ბერკეტიანსაც ხშირად იყენებენ - ბევრი მას უფრო კომფორტულად მიიჩნევს. თუკი საფასო კატეგორია არ შეგაშფოთებთ, გაცილებით კომფორტული თერმოსტატის გამოყენებაა. მთავარი მაინც ის არის, რომ წყალი ნიჟარის კიდეებს არ სცილდებოდეს ნებისმიერი კუთხით მიბრუნებისას.
სააბაზანო, ალბათ, ის ადგილია, სადაც ნებისმიერ ადამიანს მაქსიმალური კომფორტი სჭირდება - სამსახურიდან გადამწვარი რომ ბრუნდები და ერთი სული გაქვს, შხაპი მიიღო, აბაზანაში კომფორტი თუ არ გაქვს, უარესად გადაირევი და რაღა აზრი აქვს მერე წყლის ტემპერატურას?!
მოკლედ, ერთ-ერთი მთავარი პირობაა, რომ სააბაზანოს ონკანს უნდა ჰქონდეს ნაკადის გადასართველი ვენტილი. სხვა მხრივ განსაკუთრებული მოთხოვნები მის მიმართ არ არსებობს. ესთეტებს შეუძლიათ, თავს კასკადის უფლება მისცენ, ხოლო ვინც კომფორტსა და უსაფრთხოებას ირჩევს, არჩევანი თერმოსტატზე უნდა შეაჩეროს.
ცალკე ვთქვათ შხაპის ონკანზე - ერთ ან ორბერკეტიანი, სენსორული თუ მექანიკური, მხოლოდ მომხმარებლის გემოვნებასა და ფინანსურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.
ონკანი სხვადასხვა მასალისგან მზადდება, რომელთაც ბევრი პლუსის პარალელურად, გარკვეული მინუსებიც აქვთ.
1. თითბერი (ლატუნი) - ყველაზე გავრცელებული მასალა. ამ მასალისგან შექმნილი სანტექნიკის ნაწარმი გახლავთ მსუბუქი, ხელმისაწვდომი ღირებულების თვალსაზრისით, არ აშინებს კოროზია.
2. ანალოგიური თვისებები გამოარჩევს უჟანგავი ფოლადის ნაწარმსაც, თუმცა შედარებით მძიმე წონა ნამდვილად აქვს.
3. სპილენძი და ბრინჯაო, როგორც წესი, უფრო ძვირადღირებული მოდელების წარმოებისთვის გამოიყენება.
4. იაფფასიანი სექტორისთვის სილუმინი გამოიყენება, რომელიც თუთიის, ალუმინისა და სპილენძის ნაზავია. ეს მასალა არც ისე გამძლეა, ექსპლუატაციის ვადა - არც ისე შთამბეჭდავი.
5. პლასტიკი ყველაზე იაფფასიანი მოწყობილობებისთვის გამოიყენება. ნაწარმის თავისებურება დაბალი ხარისხი და არაპრეზენტაბელური ექსტერიერია.
6. ქვისგან (ხელოვნურისა თუ ნატურალურისგან) პრემიუმკლასის ნაწარმი მზადდება. ამავე კატეგორიას განეკუთვნება კერამიკული ონკანები.