| ონკანი - ყველაზე დატვირთული მოწყობილობა ყველა ოჯახში |
| ონკანი - ყველაზე დატვირთული მოწყობილობა ყველა ოჯახში |
შეიძლება ითქვას, ონკანი ის მოწყობილობაა, რომელიც ნებისმიერ ოჯახში ყველაზე უფრო მეტად დატვირთულია, განსაკუთრებით, როცა სამზარეულოს ონკანზე მიდგება საქმე, უფრო სწორად, სამზარეულოს შემრევზე, თუმცა არც სააბაზანოს შემრევს ადგას ნაკლები გარდა.
ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ პირვანდელი მახასიათებლების შენარჩუნება ონკანს ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემდეგაც უნდა შეეძლოს, ამისთვის კი, ბუნებრივია, ხარისხიანი მოწყობილობის შეძენაა საჭირო - „კეტლერის“ ბრენდის, რომლის ნაირგვარ ვარიანტს Holst.ge გთავაზობთ.
არც ისე სასიამოვნო შედეგები შეიძლება მოჰყვეს, თუკი აბაზანაში საოცნებო რემონტი გააკეთეთ, მაგრამ ისე მოხდა, რომ უხარისხო ონკანი შემოგატყუეს. ასეთ შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, სულ მოკლე ხანში ხელახალი რემონტი დაგჭირდეთ. ფაქტია, ამისგან დაზღვეული არავინ არის, ამიტომაც, შეეცადეთ, სანტექნიკის შერჩევისას კეთილსინდისიერი რეალიზატორი შეარჩიოთ, რომელიც ხარისხსა და მომხმარებლის კმაყოფილებაზეა ორიენტირებული - დიახ, Holst.ge!..
- შეისწავლეთ პროდუქტის გარეგნობა: მასალა, სახელურისა და კორპუსის ზედაპირი;
- შეარჩიეთ ქრომირებული ნაწარმი, რომელიც დამზადებულია თითბრისგან ან უჟანგავი ფოლადისგან;
- ყურადღება მიაქციეთ წონას. მსუბუქი ხარისხისა და საიმედოობის მანიშნებელი არ არის;
- შეარჩიეთ ონკანი აერატორით. ბევრად უფრო ეკონომიურია და წყლის ნაკადით უკმაყოფილოც არასოდეს იქნებით;
- უნდა იცოდეთ, ონკანები კარტრიჯით არის, თუ სხვა რამით, რადგან თუ დაზიანდა, მხოლოდ შიდა ელემენტს გამოცვლით და არა მთელ ონკანს;
- რაც უფრო მეტი დამატებითი დეტალისგან შედგება ონკანი, მით უფრო დიდხანს შეძლებთ მის გამოყენებას. ასეთი დეტალებია, მაგალითად, კარტრიჯი, გადამყვანი, დამატებითი შლანგი, დეკორის ელემენტები და ასე შემდეგ;
- გაითვალისწინეთ ისეთი მომენტებიც, როგორიცაა მარტივი მონტაჟი, რეჟიმების ქონა (როცა სააბაზანოს ონკანს ყიდულობთ).
სანამ ონკანს შეარჩევთ, გაითვალისწინეთ, რომ რომ მისი ფუნქციები მოიცავს არა მხოლოდ ჭურჭლის, არამედ ხილის, ბოსტნეულის და სხვა საკვები პროდუქტების რეცხვას, ამდენად, ონკანის ზომაც შესაბამისი უნდა იყოს იმისათვის, რომ ნიჟარაში დიდი ზომის ჭურჭელი ან საკვები მოათავსოთ;
დღესდღეობით, დიდი პოპულარობით სარგებლობს სამზარეულოს ონკანები გამოსაწევ-შესაწევი შლანგითა და ზამბარის საკიდებით. მნიშვნელოვანია, რომ ონკანისა და ნიჟარის ზომები ერთმანეთს შეესაბამებოდეს;
სამზარეულოს ონკანი აბაზანის ონკანისგან ფორმითა და ჭავლის ზომებით განსხვავდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამზარეულოს ონკანის ჭავლი აუცილებლად ნიჟარის ცენტრისკენ უნდა იყოს მიმართული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭურჭლის რეცხვა ძალიან რთული იქნება. თუ აირჩევთ ზედმეტად მაღალ ონკანს, შხეფები შეგაწუხებთ, დაბალი ონკანი კი დიდი ქვაბების რეცხვას გაართულებს;
კონკრეტულ მოდელებს შორის არსებული სხვაობის მიუხედავად, ყველა ონკანს საერთო კონსტრუქციული ელემენტები აქვს:
კიდევ ერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ონკანები იყოფა, მათი მონტაჟის სქემაა. ამის გათვალისწინებით ხდება ონკანის მონტაჟი:


