პრაქტიკულობა და ხარისხი: ყველაფერი ონკანებზე, რომლებსაც Holst.ge-ზე შეიძენთ

წარმოიდგინეთ დილა, ნახევრად გახელილი თვალებით შედიხართ აბაზანაში და პირველი, ვინც გესალმებათ, არის... ონკანი... ჰო, სწორედ ის - თქვენი წყლის ცერემონიების მთავარი გმირი. ვუშვებთ, ვკეტავთ, ვუშვებთ, ვკეტავთ, ვბრაზდებით როცა წვეთავს და მაინც ვერ ვაცნობიერებთ, რამხელა როლს თამაშობს ჩვენს ყოველდღიურობაში.

საერთოდ არ არის გადამეტებული ნათქვამი, რომ ონკანი პრაქტიკული და ძალიან მოსახერხებელი უნდა იყოს და რაღა თქმა უნდა, ხარისხიც შესაბამისი უნდა ჰქონდეს - აბა, ყოველთვე რომ ახალი ონკანის შეძენა მოუხდეს ადამიანს, ისე გადაირევა, მტრისას და ავისას. პრაქტიკული და ხარისხიანი ონკანები კი, არც ეს არის გადამეტებული, Holst.ge-ზე უნდა შეიძინოთ. რაც მთავარია, ჩვენთან წარმოდგენილია ონკანები როგორც აბაზანისთვის, ისე სამზარეულოსთვის. ამრიგად, შეარჩევთ შემრევს იმავე სამზარეულოსთვის, აბაზანისთვის, ხელსაბანისთვის და მოდით, თითოეული მათგანი საფუძვლიანად განვიხილოთ.

სამზარეულოს შემრევი

ენა რომ ჰქონდეს, სამზარეულოს შემრევი მთლად სასამართლოში თუ არ შეიტანდა საჩივარს მუდმივი ექსპლუატაციისთვის, პირსაბანის შემრევს მაინც შეაღონებდა წუწუნით, რომ მუშაობს, მუშაობს, მუშაობს და მუშაობს.

მოკლედ, ონკანები დანიშნულების მიხედვით რომ შევაფასოთ, სწორედ სამზარეულოს შემრევს უწევს განსაკუთრებული დატვირთვით მუშაობა - ჭურჭლისა თუ ხილ-ბოსტნის რეცხვიდან დაწყებული, დამთავრებული ლარნაკის შევსებით, სადაც დიასახლისი მეუღლის მიერ მირთმეულ თაიგულს მოათავსებს.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ სამზარეულოს შემრევის შერჩევა კარგად უნდა იყოს გააზრებული და ყურადღება შემდეგ ფაქტორებს მიექცეს:

- მარტივი გამოყენება;

- მარტივი მოვლა

- საიმედოობა და გამძლეობა;

- დიზაინი.

გამოყენების სიმარტივეზე აუცილებლად ახდენს გავლენას მილის თავისებურებები, შემრევის კონსტრუქცია (მართვის მეთოდი) და მონტაჟის ადგილი. საიმედოობაზე ინფორმაციას მოგაწვდით მასალა, მექანიზმი და მწარმოებელი. რამდენად იოლი იქნება შემრევის წმენდა და მოვლა, კორპუსის საფარზეა დამოკიდებული. არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი აქვს მოწყობილობის დიზაინს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი სამზარეულოს ორიგინალურ გაფორმებაზე ბევრია ნაფიქრი.

ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, მოერგება თუ არა სასურველი მოდელის სამონტაჟო მასალა სამუშაო მაგიდას. მაგალითად, თუ ონკანის ხრახნები მოკლეა და სამუშაო მაგიდა ძალიან სქელი, ბუნებრივია, შემრევის დამაგრება ვერ მოხერხდება და უფრო გრძელი ხრახნების მქონე ონკანის ან სხვა სამონტაჟო მასალის ძებნა დაგჭირდებათ.

ხელსაბანის შემრევი

მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ შემრევზე დამოკიდებულია არა მხოლოდ ფუნქციონალურობა, არამედ სივრცის ესთეტიკა. მოდელების, მასალის, ფერებისა თუ ტექნოლოგიების მრავალფეროვნება მყიდველს ხშირად აბნევს.

დავიწყოთ იმით, რომ შემრევის შერჩევა რემონტის დაგეგმვის ეტაპზე ჯობია, როცა სანტექნიკის განთავსების საკითხი წყდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრეულ ეტაპზე შერჩევა, თუკი არასტანდარტული მიერთება იგეგმება. შემრევის სწორად შერჩევა არა მხოლოდ კომფორტს განსაზღვრავს, არამედ ხანგრძლივსა და უპრობლემო ექსპლუატაციასაც.

ხელსაბანის მაღალი შემრევი გამოდგება ღრმა ან ისეთი ნიჟარისთვის, რომელიც მაგიდის ზედაპირზეა განთავსებული.

დაბალი შემრევი გამოდგება სტანდარტული, არც ისე ღრმა ნიჟარებისთვის. მოსახერხებელია ყოველდღიური გამოყენებისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ონკანის ქვეშ სივრცე აუცილებელი არ არის.

შემრევი, რომელიც უშუალოდ ნიჟარაზე მონტაჟდება საკმაოდ პოპულარულია თანამედროვე და მინიმალისტურ ინტერიერში.

აბაზანის შემრევი

პირველი, რაც შემრევის შერჩევისას თვალში გვხვდება, მასალის მრავალფეროვნებაა. დიზაინის თვალსაზრისით ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პარამეტრი გახლავთ: კლასიკური და რეტრო დიზაინისთვის იდეალურია თითბერი და ბრინჯაო, თანამედროვე ინტერიერს კი ძალიან უხდება უჟანგავი ფოლადი.

პრინციპში, ზემოთ მოყვანილი რჩევები აქაც გამოგადგებათ, თუმცა, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები რაღაც უნდა გითხრათ - თუ ონკანი იაფია და ზედმეტად ბრწყინავს, ჯობია, დაფიქრდეთ, ღირს კი შეძენა? ხომ გაგიგიათ, ყველაფერი ოქრო არ არის, რაც ბრწყინავს...

დასასრულისკენ ერთი რამეც ვთქვათ: ონკანის შერჩევა თითქოს იოლი გადაწყვეტილებაა, მაგრამ სინამდვილეში პირადი სივრცის კომფორტისა და სტილის მთავარი დეტალია. ჰოდა, ისევ გავიმეორებთ: ნუ აირჩევთ პირველივე მბრწყინავ მოდელს...

Kettler - 81823 KT3047SC-9 სამზარეულოს შემრევი ქრომირებული Lucia 304

Kettler samzareulos onkani

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - სამზარეულოს შემრევი
  • შტრიხ-კოდი - 8313009281823
  • წონა (კგ) - 1.42
  • კარტრიჯი - 35mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - უჟანგავი ფოლადი (SUS 304)
  • სერია - Lucia
  • მოდელი - KT3047SC-9
  • გარანტია კორპუსზე - 1 წელი

Kettler - 23250 KT-3650C-1 ხელსაბანის შემრევი Leona

Kettler xelsabanis onkani

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაბანის შემრევი
  • შტრიხ-კოდი - 8313444523250
  • წონა (კგ) - 1.22
  • კორპუსი - ცინკი
  • კომპლექტაცია - 40cm მოქნილი მილი
  • სერია - Leona
  • მოდელი - KT-3650C-1
  • გარანტია კორპუსზე - 1 წელი

Kettler - 23298 KT-3650C-3 აბაზანის შემრევი Leona

Kettler abazanis onkani

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - აბაზანის შემრევი
  • შტრიხ-კოდი - 8313444523298
  • წონა (კგ) - 1.75
  • კარტრიჯი - 35mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ცინკი
  • კომპლექტაცია - შხაპის ყურმილი, საშხაპე მილი და კედლის სამაგრი
  • სერია - Leona
  • მოდელი - KT-3650C-3
  • გარანტია კორპუსზე - 1 წელი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება