რა არის რეისმუსი და რა უნდა იცოდე მის შესახებ?

გინდა ხისა და ბეტონის იდეალურად დამუშავება? მაშინ სწორედ რეისმუსი გჭირდება. ხელსაწყო საქმეს პროფესიონალურად ასრულებს და ორივე სახის მასალაზე კარგად მუშაობს. ამიტომ, თუ ამ საქმიანობით ხართ დაკავებული, მისი შეძენა აუცილებელიც კია. მანამდე გეტყვით, რომ არსებობს რიგი მახასიათებლები, რომელთა გათვალისწინებაც საჭიროა ინსტრუმენტის სწორად შერჩევისთვის. ამ ყველაფერში კი  ჩვენ გაგარკვევთ.

რა უნდა გაითვალისწინო რეისმუსის შეძენამდე?

ალბათ, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ როგორც სხვა ხელსაწყოების შემთხვევაში, აქაც ყურადღებაა საჭირო, რათა ინსტრუმენტი თქვენს საქმეს ზუსტად მოარგოთ. ამისთვის კი საჭიროა გულდასმით გადახედოთ მახასიათებლებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოთ, თუ რომელი ხელსაწყო გსურთ. პირველ რიგში გირჩევთ, რომ სიმძლავრით დაიწყოთ. ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია და ფაქტობრივად, ყველაფერი მასზე დგას. არსებობს მაღალი, საშუალო და შედარებით დაბალი ძალის მქონე ინსტრუმენტები. არჩევანი კი დამოკიდებულია საქმეზე. თუ ამ სფეროში აქტიურად ხართ ჩართული და ამ ორ მასალაზე მუშაობა თქვენი ყოველდღიურობაა, მაშინ გირჩევთ მაქსიმალურად მძლავრი რეისმუსი შეარჩიოთ, რადგან საქმე კარგად შეასრულოს. სხვა შემთხვევაში კი საშუალო ან დაბალი მონაცემებიც მისაღებია. გარდა ამისა, მნიშველოვანია გაითვალისწინოთ ბრუნვის სიჩქარე, მუშაობის სიღრმე, ზომა და სხვა ყველა მახასიათებელი, რომელიც ხელსაწყოს უწერია.

რა უპირატესობები აქვს ჰოლსტს?

მაღალი ხარისხის ინსტრუმენტები

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა ხარისხია. ჰოლსტზე მხოლოდ საუკეთესო ბრენდებია განთავსებული და თითოეული მათი ინსტრუმენტი უმაღლესი ხარისხისაა. ასე რომ, ნებისმიერ შემთხვევაში თქვენს ხელთ არაჩვეულებრივი ხელსაწყოები აღმოჩნდება.

სახლიდან გაუსვლელადა შეძენა

ფიზიკური შოპინგი არ გიყვართ და გირჩევნიათ ხელსაწყობი სახლიდან გაუსვლელად, სრულიად კომფორტულად შეიძინოთ? მაშინ სწორ ადგილას ხართ, რადგან ჰოლსტი ზუსტად ამ შესაძლებლობას გაძლევთ. ჩვენთან სასურველ ნივთებს საიტზე არჩევთ და აქედანვე იწერთ. მაღაზიაში მისვლა და დროის ზედმეტი კარგვა სულაც არ გიწევთ. ასე კი ბევრად კომფორტული ხდება ყველაფერი. თუ თქვენი შეკვეთა 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი მოქმედებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. გამოწერული ინსტრუმენტები თქვენამდე მაქსიმალურად მოკლე დროში მოვა.

განვადების შესაძლებლობა

ზოგჯერ ისეთ უსიამოვნო სიტუაციებში ვართ, როგორიცაა საკმარისი თანხის არ ქონა კონკრეტული ნივთის შესაძენად. არადა, შეიძლება მაშინვე ძალიან საჭირო ხელსაწყოზე იყოს საუბარი. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? გამოსავალი ნებისმიერ სიტუაციაში არსებობს და მათ შორის, ასეა ამ მოცემულობაშიც. ასეთ დროს შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ამისთვის საჭიროა კარგი საკრედიტო ისტორია. დამტკიცების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას სასურველი თვეების რაოდენობაზე ანაწილებთ და ეტაპობრივად ფარავთ. მოკლედ, იდეალური გამოსავალია, როცა ერთიანი თანხა არ გაქვთ.

Dewalt DW733-QS რეისმუსი 1800W

ამჯერად მხოლოდ Dewalt-ის რეისმუსი უნდა განვიხილოთ. სანამ მახასიათებლებს დეტალურად გავყვებით, წინასწარ გეტყვით, რომ საუკეთესოა და შეგიძლიათ თამამად დაიხმაროთ რთულ საქმეზეც. ხელსაწყო მაღალი სიმძლავრისაა და ამასთანვე საკმაო სიღრმე აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე სახის მასალას არა მხოლოდ ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულადაც ამუშავებს. გარდა ამისა, ინსტრუმენტს თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, მტვრისგან დამცავი და ორი ცალი ქანჩის მოსახსნელი. თითოეული ინსტრუმენტი კიდევ უფრო მეტად გაგიმარტივებთ სამუშაო პროცესს. ხელსაწყოს მოყვება ერთ წლიანი გარანტიაც. ზოგჯერ თავს ისეთი უსიამოვნო მოვლენა იჩენს, როგორიცაა ქარხნული წუნი. ასეთ დროს კი ზუსტად საგარანტიო ტალონი გადაგარჩენთ. თუ ხელსაწყოს დეფექტი აღმოაჩნდება, სერვის ცენტრში უნდა მიიტანოთ, სადაც პრობლემას აღმოფხვრიან.

Dewalt reismusi

  • ბრენდი - DEWALT 
  • პროდუქტის ტიპი - რეისმუსი       
  • სიმძლავრე - 1800W
  • ზომა - სიგანე: 317mm სიმაღლე: 152mm   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5011402272112         
  • წონა (კგ) - 33.6         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კომპლექტაცია - მტვრისგან დამცავი + 2 ცალი ქანჩის მოსახსნელი 
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-10000min       
  • მუშაობის სიღრმე - 0-2mm  

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • დამატებითი ნივთები
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ფუნქციები
  • კომპაქტურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება