აი, ვინ თქვა, რომ უწესრიგობასთან, ლაქებთან, ჭუჭყთან ბრძოლა დამღლელი უნდა იყოსო? პირიქით, წარმოიდგინეთ, საყვარელ ავტომობილს რომ რეცხავთ, ასუფთავებთ, აკრიალებთ და მერე ასეთი დასუფთავებულ-დაკრიალებული „რკინის რაშით“ იწონებთ თავს მართალია, საცობებში, მაგრამ ნუ, რას ვიზამთ.
რაც მთავარია, მაღალი წნევის სარეცხი აპარატი გამოსადეგია არა მხოლოდ ავტომობილის გარეცხვისთვის, არამედ, მაგალითად, იმავე ავტოფარეხისთვის, დალაქავებული კედლებისა თუ შუშების გასუფთავებისთვის და მოკლედ, დანიშნულებას უამრავს გამოუძებნით, მთავარი ის არის, რა უნდა იცოდეთ, სანამ კერხერი თქვენი ერთ-ერთი კარგი მეგობარი გახდება.
ვის სჭირდება მაღალი წნევის სარეცხი აპარატი?
კი ვთქვით უკვე, მაგრამ რადგან გამეორება ცოდნის დედაა, ისევ ვთქვათ: კერხერი ძალიან ბევრი დანიშნულებით გამოიყენება, მთავარი მაინც მანქანაა. აპარატი განსაკუთრებით იმ ავტომობილისტებისთვის, რომლებსაც უგზოობაში, ტალახში, ტყესა და ღრეში ყველგანმავლით სიარული უყვართ.
არანაკლებ გამოსადეგია მაღალი წნევის სარეცხი აპარატი აგარაკების მფლობელებისთვის, რომელთაც მაგალითად, ეზო ფილებით აქვთ მოპირკეთებული. გარდა ამისა, კერხერი გამოადგებათ ინსტრუმენტების, ტექნიკის გარეცხვისთვის.
კერძო სახლებისთვის მაღალი წნევის აპარატი საჭიროა მაშინ, როცა, მაგალითად, ეზოში შინაური ცხოველები ან ფრინველები ბინადრობენ. ამასთან, აპარატით შეიძლება ღობის, ვერანდის დასუფთავება, ხალიჩების გარეცხვა.
კი, მთელი ამ სამუშაოების ჩატარება შლანგითაც შეიძლება, მაგრამ დრო და ხარისხი ვისთვისაც მნიშვნელოვანია, შლანგისა და კერხერის შესაძლებლობებს ერთმანეთს არც შეადარებს.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მაღალი წნევის სარეცხი აპარატის შეძენისას:
- სიმძლავრე - რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით ძლიერია წყლის ნაკადი და ამდენად, მით სწრაფად შეიძლება ზედაპირის გასუფთავება. სტანდარტული სიტუაციებისთვის 1400-1800 ვატიანი სიმძლავრე აბსოლუტურად საკმარისია, თუმცა, სერიოზულ დაბინძურებასთან გასამკლავებლად 3000 ვატი უფრო მეტი ეფექტის მომტანი იქნება.
- წნევა - პრინციპში, ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი. რაც უფრო მაღალია წნევა, მით დიდი ძალით იმოქმედებს ჭავლი ზედაპირზე. ავტომობილისთვის, მაგალითად, 120-150 ბარი გამოდგება. უფრო დაბალი მაჩვენებლის მქონე აპარატი ჭუჭყსა და ლაქებს საკმარისად ეფექტიანად ვერ გაუმკლავდება, ხოლო უფრო მაღალი - საღებავს დააზიანებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, აპარატი საშუალებას იძლევა, წნევა არეგულიროთ. მაგალითად, როცა ბამპერიდან და ტროტუარიდან მხოლოდ მტვრის მოშორებაა საჭირო, ან გნებავთ, ყვავილები უნდა მორწყოთ ან ძაღლი დაბანოთ, 20-25 ბარი აბსოლუტურად საკმარისია.
- წყლის ხარჯი - არც ისე მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა საათში 350-400 ლიტრის ხარჯვა. ასეთი მაჩვენებლის მქონე მოწყობილობა გამოდგება ავტომობილისა გასარეცხად და აგარაკის ეზოს სუფთად შენარჩუნებისთვის. რაც შეეხება შენობის ფასად ან უფრო დიდ ტერიტორიას, უმჯობესია, შეარჩიოთ მოდელი, საათში 400-600 ლიტრის მოხმარებით.
- შლანგის სიგრძე - რაც უფრო გრძელია შლანგი, მით მეტად მოშორდებით კვების წყაროს. შლანგის სტანდარტული სიგრძე 6 მეტრი გახლავთ.
- ფილტრი - ფილტრის ქონა საშუალებას მოგცემთ, მაგალითად, ჭის წყალი გამოიყენოთ.
- სარეცხი საშუალების დამატების საშუალება - როგორც გითხარით, Holst.ge-ზე მაღალი წნევის სარეცხი აპარატების მრავალფეროვანი არჩევანია. მათ შორის, როგორც სტანდარტული კომპლექტაციის მქონე, ისე - აპარატი ინტეგრირებული ქაფით ავზით.
- მანევრირება - დიდი ბორბლების მქონე აპარატები ბევრად მოსახერხებელია მიწის ნაკვეთის შორეულ ადგილებში გადასატანად, თუნდაც არათანაბარ ზედაპირებზე.
Schpindel SPW1700 - მაღალი წნევის სარეცხი აპარატი 145bar

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - მაღალი წნევის სარეცხი აპარატი
- სიმძლავრე - 1700W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 9000761991112
- წონა (კგ) - 6.67
- კვების წყარო - 220-240V
- წნევა - 145 bar
- კომპლექტაცია - სტანდარტული
- წარმადობა - 7 l/m
Schpindel SPW1900 - მაღალი წნევის სარეცხი აპარატი 155bar

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - მაღალი წნევის სარეცხი აპარატი
- სიმძლავრე - 1900W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 9000761991129
- წონა (კგ) - 9.14
- კვების წყარო - 220-240V
- წნევა - 155 bar
- კომპლექტაცია - სტანდარტული + ინტეგრირებული ქაფის ავზი
- წარმადობა - 7 l/m
Schpindel SPW2400 - მაღალი წნევის სარეცხი აპარატი 190bar

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - მაღალი წნევის სარეცხი აპარატი
- სიმძლავრე - 2400W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 9000761991136
- წონა (კგ) - 9.33
- კვების წყარო - 220-240V
- წნევა - 190 bar
- კომპლექტაცია - სტანდარტული + ინტეგრირებული ქაფის ავზი
- წარმადობა - 7.5 l/m