| რა უნდა იცოდეთ წყლის ტუმბოების შესახებ, სასურველი შედეგები რომ მიიღოთ |
| რა უნდა იცოდეთ წყლის ტუმბოების შესახებ, სასურველი შედეგები რომ მიიღოთ |
იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ წყლის ტუმბოები პრაქტიკულად, ყველა სფეროშია საჭირო, მათი კლასიფიკაციაც უკიდურესად ფართოა. შედეგი გახლავთ ის, რომ განსხვავებულია კონსტრუქციული თავისებურებები, შესაძლებლობები და ასე შემდეგ, რაც საქმეში ჩახედულ ადამიანებსაც კი ზოგჯერ აბნევს და უფრო მეტი ყურადღების გამოჩენის აუცილებლობაზე აფიქრებს. სწორედ ამიტომ, Holst.ge მაქსიმალურად ამომწურავ ინფორმაციას მოგაწოდებთ, რათა შეძლოთ და სწორედ ის წყლის პომპა შეიძინოთ და სწორედ ის შედეგები მიიღოთ, რაც გჭირდებათ.
პირველ რიგში აუცილებელია, ზუსტად ჩამოყალიბება, რისთვის გჭირდებათ წყლის ტუმბო. როგორც წესი, ყველაზე ეკონომიური ვარიანტი დიზელის ტუმბოა. ერთი კია, საკმაოდ დიდი ნაკლი აქვს - მუშაობისას გვარიანად ხმაურობს. ბენზინის ტუმბოს გაცილებით ნაკლები ხმაური აქვს, თუმცა, კარგად მოგეხსენებათ, რა ფასი აქვს ბენზინს. ასე რომ... რაც შეეხება ელექტრო ტუმბოს, ის ყველაზე უნივერსალურია და შესაბამისად, ყველაზე ფართოდ გავრცელებულიც გახლავთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, უამრავი ტიპის წყლის პომპა არსებობს, რომელთაც ბუნებრივია, ერთმანეთისგან განსხვავებული მახასიათებლები და დანიშნულება აქვთ.
დანიშნულების მიხედვით საყოფაცხოვრებო წყლის ტუმბოები შემდეგნაირად იყოფა:
ტუმბო სუფთა წყლისთვის ორ მთავარ ფუნქციას ასრულებს:
საწყისი წერტილიდან წყალს აწვდის სახლის მომარაგების სისტემას და ამასთან ერთად, სისტემაში ცირკულაციაზეც არის პასუხისმგებელი - იქნება ეს წყალსადენი, გათბობა და ასე შემდეგ.
ტუმბოს ჭუჭყიანი წყლისთვის გაცილებით ფართო გამოყენება აქვს - კანალიზაცია, შადრევნები, მორწყვა და ასე შემდეგ.
კატეგორიულად არ არის რეკომენდებული პირველი ტიპის ტუმბოთი ძლიერ დაბინძურებული სითხის გადატუმბვა - ექსპლუატაციის პირობების დარღვევა ძალიან მალე მოქმედებს დეტალებზე, რაც ბუნებრივია, დანადგარის მწყობრიდან გამოსვლას გამოიწვევს.
- ჩასაძირი (იძირება წყალში);
- ზედაპირის (განთავსება ხდება მიწის ზედაპირზე, სითხეს კი შლანგის საშუალებით ტუმბავს, რომელიც წყალშია ჩაშვებული).
ჩასაძირი ან წყალქვეშა ტიპის ტუმბოები, როგორც სახელიდანაც კარგად ჩანს, მონტაჟდება უშუალოდ სითხეში, სადაც დანადგარს მუშაობა უწევს. ასეთი ტუმბოს კორპუსი მთლიანად ან ნაწილობრივ წყალში უნდა იყოს ჩაძირული. თუ ტუმბო მთლიანად „დაიხრჩო“, ის წყლის ქვეშ გარკვეულ სიღრმეზე მაგრდება (ჩვეულებრივ, ფსკერიდან 0,5–1 მეტრში).
ზედაპირის ტუმბოები დამონტაჟებულია რეზერვუარიდან გარკვეულ მანძილზე, როგორც წესი, შესაბამის შენობაში და უკავშირდება მილის ან შლანგის მეშვეობით.
ჩასაძირი და ზედაპირის ტუმბოები გარე სატუმბ მოწყობილობებს განეკუთვნებიან.
სანამ წყლის ამოტუმბვას დაიწყებდეთ, მნიშვნელოვანია მისი სისუფთავის გათვალისწინება. ნაწილაკების მაქსიმალური ზომის შესახებ, როგორც წესი, ინფორმაცია მახასიათებლებშია მითითებული.
იმ შემთხვევაში, თუკი მოთხოვნებს ყურადღებას არ მიაქცევთ და მაგალითად, სუფთა წყლისთვის განკუთვნილი პომპით ბინძურ წყალს გადატუმბავთ, მოწყობილობა მწყობრიდან გამოვა.
წყლის ტუმბოს მუშაობა ორ ეტაპად იყოფა:
პირველი ეტაპია ჰიდროაკუმულატორის გავსება. ავტომატიკა ელექტროტუმბოს რთავს, წყალი რეზერვუარიდან მილში ინაცვლებს, შემავალ ხვრელში ხვდება და ავზს ავსებს. როგორც კი საჭირო წნევას მიაღწევს, ტუმბო ითიშება.
მეორე ეტაპია მოხმარება. მაგალითად, სახლში იხსნება ონკანი, რომელშიც წყალი ტუმბოს დახმარებით ხვდება. ამ დროს ჰიდროაკუმულატორში წნევა ეცემა, მოქმედებაში მოდის ავტომატიკა. ტუმბო ირთვება და რეზერვუარში წყალი კვლავ ივსება. აქ ციკლი სრულდება და მუდმივად მეორდება, სანამ წყლის ტუმბოს ექსპლუატაცია გრძელდება.


