რაც გაზის წყლის გამათბობელზე უნდა იცოდე

გაზის წყლის გამაცხელებელი, თქვენს კომფორტული ყოველდღიურობის გარანტია. ინსტრუმენტი რიგ საკითხებს მეტად ამარტივებს. მისი სახლში ქონა აუცილებელიც კია. ამის შედეგად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თბილი წყალი გექნებათ და დაგვეთანხმებით, ეს ძალიან დიდი უპირატესობაა. წყლის გამაცხელებელი მართლაც არაჩვეულებრივია, მაგრამ გარკვეულ წესების დაცვით უნდა გამოიყენოთ. კონკრეტულად რაზეა საუბარი, ახლავე გეტყვით.

გაზის წყლის გამათბობელი და უსაფრთხოება

სიფრთხილეს თავი რომ არ სტკივა, ხომ გაგიგიათ? ჰოდა, მართლაც ასეა. სწორედ ამიტომ, სჯობს, რომ გაზის წყლის გამაცხელებელი უშუალოდ აბაზანაში არ დაამონტაჟოთ. მოხმარებისას გამოყოფილი ორთქლი, დროთაგანმავლობაში ხელსაწყოს აზიანებს და მწყობრიდან გამოყავს. ასეთი ინსტრუმენტი კი სიცოცხლისთვის საშიშია. მართალია, ეს ძირითადად ერთკამერიან გამათბობლებს ეხება, მაგრამ ორკამერიანებზეც სიფრთხილე გვმართებს. ჩვენ გირჩევთ, რომ ხელსაწყო სააბაზანოს გარეთა კედელზე დაამონტაჟოთ. მთავარია, წყალი და ორთქლი არ მოხვდეს, სხვა მხრივ კი არაფერი უჭირს. ორკამერიან ინსტრუმენტებს, მუშაობის დროს გამოყოფილი ნამწვი გარეთ გააქვს და ეს კიდევ უფრო ამცირებს რაიმე საფრთხეს.

განსხვავება წყლის გამათბობლებს შორის

როგორც ყველა ინსტრუმენტს, ამ ხელსაწყოსაც ბევრი განსხვავება აქვს. სხვადასხვა სახის გაზის წყლის გამათბობელი არსებობს და თითოეულის შემთხვევაში მონაცემები იცვლება. ამჯერად, საყურადღებო მახასიათებლებს გაგაცნობთ. პირველ რიგში, სიმძლავრით დავიწყოთ. ზოგიერთი ინსტრუმენტი მძლავრია, ზოგიც კი ნაკლებად. უარყოფითად ვერცერთს ვერ შევაფასებთ, რადგან თქვენს სურვილზეა დამოკიდებული, მაღალი სიმძლავრის გსურთ თუ არა. ასევე, საყურადღებო მონაცემებია: მოცულობა, წნევა, ტემპერატურის რეგულატორი და რაც მთავარია კამერების რაოდენობა. ის მახასიათებელი, რომელზეც წინა აბზაცში ვისაუბრეთ.

რა უპირატესობებს გთავაზობთ Holst.ge ?

Holst-ი ონლაინ ჰიპერმარკეტია და ყველანაირი სახის ინსტრუმენტითაა აღჭურვილი. ჩვენთან როგორც ხელის, ასევე, ელექტრო ხელსაწყოებსაც და კიდევ ბევრ სხვა რამეს გადააწყდებით. წყლის გამათბობლების მხრივ კი, ფართო არჩევანი დაგხვდებათ და რაც მთავარია, მხოლოდ რჩეული ბრენდები. დიდი უპირატესობა ის არის, რომ ყველაფერს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. რამდენიმე მარტივი პროცედურის შემდეგ, ხელსაწყოს საიტიდან იწერთ და კურიერს ელოდებით. დიახ, ასეთი მარტივი პრინციპია. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და 50 ლარზე მეტ შენაძენზე, მიტანა უფასოა.

JSG26-13VLS დაბალანსებული ტიპის გაზის წყლის გამათბობელი "ორკამერიანი" საკვამურით

დაბალანსებული გაზის წყლის გამათბობელი, მართლაც საუკეთესოა. ინსტრუმენტს ორი კამერა აქვს და როგორც უკვე ვთქვით, ეს დიდი უპირატესობაა. რაც შეეხება ტემპერატურის მაჩვენებელს, სენსორულია და ძალიან კომფორტულია. ხელსაწყოს დამატებითი ნივთი მოყვება, კერძოდ, საკვამური. ასევე, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ქარხნული დეფექტის შემთხვევაში, ეს უკანასკნელი პრობლემას მარტივად მოგაგვარებინებთ.

Midea gazis wylis gamatbobeli

  • ბრენდი - MIDEA     
  • პროდუქტის ტიპი - გაზის წყლის გამათბობელი   
  • სიმძლავრე - 26kw   
  • ზომა - 660x370x213 
  • ფერი - თეთრი           
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 14.9         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კამერების რაოდენობა - 2     
  • მოცულობა - 13 l       
  • წნევა - 0.2~10bar       
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display 
  • ტემპერატურის რეგულატორი - სენსორული         

დამატებითი კომპლექტაცია:        

  • საკვამური

უპირატესობები:

  • ტემპერატურის სენსორული რეგულატორი
  • მაღალი სიმძლავრე
  • ორი კამერა
  • მოცულობა
  • წნევა
  • ერთ წლიანი გარანტია

JSG22-11VL00 ორკამერიანი გაზის წყლის გამათბობელი

მეორე გაზის წყლის გამაცხელებელი, საკმაოდ მძლავრი და ტევადია. დამატებით უპირატესობას ორი კამერა ანიჭებს. ტემპერატურის რეგულატორი სენსორული აქვს, ხოლო მაჩვენებელი Led display. ინსტრუმენტს თან ახლავს საკვამური და ერთ წლიანი გარანტია.

Midea gazis wylis gamatbobeli

  • ბრენდი - MIDEA     
  • პროდუქტის ტიპი - გაზის წყლის გამათბობელი   
  • სიმძლავრე - 22kw   
  • ზომა - 660x370x213 
  • ფერი - თეთრი           
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 14.28       
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კამერების რაოდენობა - 2     
  • მოცულობა - 11 l       
  • წნევა - 0.2~10bar       
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display 
  • ტემპერატურის რეგულატორი - სენსორული         

დამატებითი კომპლექტაცია:        

  • საკვამური

უპირატესობები:

  • კამერების რაოდენობა
  • დამატებითი კომპლექტაცია
  • მაღალი წნევა
  • ხარისხი
  • უსაფრთხოება
  • ერთ წლიანი გარანტია

JSD28-14DL02 ერთკამერიანი გაზის წყლის გამათბობელი

ბოლოს კი საშუალო მონაცემების მქონე ხელსაწყო განვიხილოთ. კონკრეტული წყლის გამაცხელებელი გამძლეა და დიდხანს მუშაობს. როგორც დანარჩენებს, ერთ წლიანი გარანტია მოყვება. ინსტრუმენტი ერთკამერიანია და ხელმისაწვდომი ფასი აქვს.

Midea gazis wylis gamatbobeli

  • ბრენდი - MIDEA     
  • პროდუქტის ტიპი - გაზის წყლის გამათბობელი   
  • სიმძლავრე - 28kw   
  • ზომა - 679x370x213 
  • ფერი - თეთრი           
  • გარანტია - 1 წელი   
  • წონა (კგ) - 11.77       
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კამერების რაოდენობა - 1     
  • მოცულობა - 14 l       
  • წნევა - 0.3~10bar       
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display 
  • ტემპერატურის რეგულატორი - მექანიკური

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი სამუშაო რესურსები
  • გამძლეობა
  • ფუნქციები
  • მაღალი წნევა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება