რას ვერ გააკეთებთ ბარგალკის გარეშე?

ბარგალკა ბევრისთვის უბრალოდ ლითონის საჭრელი ინსტრუმენტია, რომელიც სახელოსნოში ან ავტოფარეხში ორჯერ, ჰა და ჰა, ოთხჯერ თუ დაგვჭირდება. სინამდვილეში კი, სწორი დისკისა და შესაბამისი რეჟიმის შერჩევის შემთხვევაში, მისი შესაძლებლობები გაცილებით ფართოა - ჭრა, გახეხვა, გაწმენდა თუ ძველი საღებავისა და ჟანგის მოცილება - ბარგალკას იმაზე მეტი საქმის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

სწორედ ამიტომ, ბალგარკა იმ ინსტრუმენტებს შორისაა, რომელიც ხელოსნის არსენალში ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა საქმის შესრულებას ახერხებს. მთავარია, ვიცოდეთ, რისთვის რომელი დისკი და როგორ გამოვიყენოთ, როგორ შევარჩიოთ საჭირო სიმძლავრისა და ზომის მოდელი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ ვიმუშაოთ უსაფრთხოდ.

მაშ, რას ვერ გააკეთებთ ბარგალკის გარეშე და რა შესაძლებლობებს მალავს ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივი ინსტრუმენტი?

რა არის ბარგალკა?

ბალგალკა, რომელსაც ქართულად ბევრად უკეთესი სახელი აქვს - კუთხსახეხი, ერთ-ერთი ყველაზე პრაქტიკული და უნივერსალური ელექტრო ინსტრუმენტია. მისი მთავარი დანიშნულება სხვადასხვა მასალის ჭრა და ზედაპირის დამუშავებაა, თუმცა სწორი დისკისა და შესაბამისი მოწყობილობის გამოყენებით, მას გაცილებით მეტი საქმის შესრულება შეუძლია.

ბარგალკის მთავარი სამუშაო ნაწილი მბრუნავი დისკია, რომელიც მაღალი სიჩქარით ტრიალებს. სწორედ დისკის ტიპი განსაზღვრავს, რა სამუშაოსთვის შეგვიძლია ინსტრუმენტის გამოყენება. ერთი დისკი შეიძლება განკუთვნილი იყოს ლითონის ან სხვა მასალის გასაჭრელად, მეორე - ზედაპირის გასახეხად ან გასასწორებლად, სხვა ტიპის დისკი კი შეიძლება ჟანგის, ძველი საღებავისა და სხვადასხვა ნადების მოსაშორებლად გამოიყენებოდეს.

ერთი შეხედვით, ეს არის ხელსაწყო, რომელსაც ჩართავ და მასალას ჭრი, მაგრამ რეალურად მისი გამოყენება შეიძლება სხვადასხვა სარემონტო და სამეურნეო სამუშაოში - ლითონის კონსტრუქციების დამუშავებიდან დაწყებული, ძველი ზედაპირების გაწმენდით დამთავრებული.

ყველაზე მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ, ის არის, რომ ბარგალკის შეძენისას მხოლოდ მისი სიმძლავრის ან ფასის ნახვა საკმარისი არ არის, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რისთვის გვჭირდება ის.

ვის სჭირდება ეს ინსტრუმენტი?

კუთხსახეხი მხოლოდ პროფესიონალი ხელოსნის ინსტრუმენტი არ არის. კი, თქმა არ უნდა, რომ ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოწყობილობაა მშენებლობაში, სარემონტო სამუშაოებში, ლითონის დამუშავებაში, სახელოსნოებსა და სხვადასხვა საწარმოო პროცესში, მაგრამ არც „არაოფიციალურ ამბებში“ მოიკოჭლებს.

ასე მაგალითად, თუ ხშირად გიწევთ სახლსა თუ აგარაკზე სხვადასხვა მცირე სარემონტო სამუშაოს შესრულება, ბარგალკა შეიძლება საკმაოდ პრაქტიკული დამხმარე აღმოჩნდეს. ვთქვათ, გჭირდებათ ლითონის მილის ან პროფილის მოჭრა, ძველი ლითონის ზედაპირიდან ჟანგის მოცილება, შედუღების შემდეგ ზედაპირის გასწორება, ძველი საღებავის მოშორება ან რაიმე კონსტრუქციის ზომის შეცვლა.

ის განსაკუთრებით გამოსადეგია მათთვის, ვინც სახლში, ავტოფარეხში ან აგარაკზე სამუშაოების ნაწილს თავად აკეთებს და ყველა მცირე საქმისთვის სპეციალისტის გამოძახება არ სურს.

აი, პროფესიონალებისთვის კი ბარგალკა ყოველდღიური სამუშაო ინსტრუმენტია. მშენებელს, მღებავს, შემდუღებელს, ავტომექანიკოსს ან სხვა სპეციალისტს შეიძლება დღის განმავლობაში რამდენჯერმე დასჭირდეს. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინსტრუმენტის სიმძლავრე, არამედ მისი გამძლეობა, მუშაობის კომფორტი და კონკრეტულ სამუშაოზე მორგებული ფუნქციები.

ამჯერადაც ბარგალკის საჭიროება ერთ კითხვამდე დადის: რა სამუშაოების შესრულება გვინდა მისი გამოყენებით? თუ პასუხი მხოლოდ „ხანდახან რაღაცის მოჭრა“ არ არის და ინსტრუმენტს რეგულარულად გამოვიყენებთ, უკვე ღირს, უფრო ყურადღებით შევხედოთ მის ტექნიკურ მახასიათებლებს.

უსაფრთხოების 3 ოქროს წესი

  1. სწორად შერჩეული - სწორი სამუშაოსთვის;
  2. არასოდეს თქვათ უარი დამცავ აღჭურვილობაზე;
  3. ინსტრუმენტი მხოლოდ გამორთულ მდგომარეობაში მოაწესრიგეთ.

TOLSEN TOL1898-79543 ელექტრო სახეხი ხელსაწყო 115mm 760W

Tolsen bargalka

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე - 760W
  • ფორმა - გრძელ ტარიანი
  • ზომა - 115mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528789567
  • წონა (კგ) - 2.125
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - დამატებით სახელური + დამცავი + ქანჩი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11000min

Schpindel SPA-01900 კუთხსახეხი ხელსაწყო 125MM 900W სიჩქარის რეგულირებით

Schpindel bargalka

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე - 900W
  • ფორმა - მოკლე ტარიანი
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 1920512914642
  • წონა (კგ) - 2.45
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - დამცავი ფარი + დამხმარე სახელური + 1 წყვილი ნახშირი + ქანჩის გასაღები + ინსტრუქცია
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000-11000min
  • დამატებითი ინფორმაცია - კაბელის სიგრძე - 2მ; მოკლე და რბილი, მოცურების საწინააღმდეგო დამხმარე სახელური; ნახშირის მარტივად შეცვლის მექანიზმი; ალუმინის რედუქტორის კორპუსი

Dewalt DWE4207-QS კუთხლივ სახეხი ხელსაწყო 125mm 1010W

Dewalt bargalka

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - კუთხლივ სახეხი ხელსაწყო
  • სიმძლავრე - 1010W
  • ფორმა - მოკლე ტარიანი
  • ზომა - 125mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048464359
  • წონა (კგ) - 2.2
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - დამატებით სახელური + დამცავი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-11000min

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება