მეგობრობაც შესანიშნავად გვესმის, ნათესაობაც, მეზობლობაც, ჩინებული რამ არის ეს ყველაფერი, მაგრამ როცა საქმე სპეციფიკურ ელექტრო ხელსაწყოებს ეხება, წესები იცვლება ხოლმე. ყოველ შემთხვევაში, ამ დაუწერელი წესების შეცვლა ურიგო არ იქნებოდა, ისევ თქვენივე ინტერესებიდან გამომდინარე.
გეცოდინებათ, ელექტრო დრელი არ არის უბრალო ჩაქუჩი, რომელსაც არაფერი დაემართება, ის ზუსტი მექანიზმია, რომელიც გარკვეულ ცოდნასა და მოვლას მოითხოვს. როცა დრელს სხვას აძლევთ, ვინც არ უნდა იყოს ის, ატანთ ხელსაწყოს, რომლის დატვირთვის ლიმიტებიც მხოლოდ თქვენ იცით.
მოკლედ, არსებობს ნივთები, რომლებიც ჯობია, არავის ათხოვოთ. ამ სიის სათავეში კი ელექტრო დრელი დგას. თუ იმას ფიქრობთ, რომ მეზობლისთვის ინსტრუმენტის გაზიარებით კეთილ საქმეს აკეთებთ, მოულოდნელობებისთვისაც იყავით მზად: დაწყებული გადამწვარი ძრავით, დამთავრებული უხერხული დუმილით ლიფტში შეხვედრისას.
რატომ არის საკუთარი ელექტრო დრელის შეძენა საუკეთესო ინვესტიცია მშვიდი ცხოვრებისთვის? ამ კითხვაზე პასუხს სიამოვნებით მოგახსენებთ.
ელექტრო დრელი მხოლოდ კედელზე ხვრელების დატანისთვის გვჭირდება?
რა თქმა უნდა, არა!
საერთოდ, ბევრს ჰგონია, რომ დრელი წელიწადში ერთხელ სურათის ჩამოსაკიდებად სჭირდება, მაგრამ რეალურად ის სახლის საქმეების ნამდვილი „შვეიცარიული დანაა“. აი, რა ფუნქციებს ასრულებს ის თანამედროვე ოჯახში:
- - ბურღვა სხვადასხვა ზედაპირზე: იქნება ეს ხე, ლითონი, პლასტმასა თუ აგური, სწორად შერჩეული პირით დრელი ყველაფერს უმკლავდება.
- - ავეჯის აწყობა და დაშლა: ხრახნდამჭერის ფუნქციით, ის საათებს გიზოგავთ ახალი კარადის აწყობა იქნება თუ - საწოლის.
- - სამშენებლო ხსნარების მორევა: სპეციალური სათქვეფი საცმის დახმარებით, დრელით შეგიძლიათ იდეალურად აურიოთ საღებავი, გაჯი ან ცემენტი.
- - ზედაპირების დამუშავება: ზუმფარის (აი, შკურკას რომ ვეძახით) ან საპრიალებელი საცმით შეგიძლიათ ძველ ავეჯს ახალი სიცოცხლე შესძინოთ.
ახლა ხომ ხვდებით, რომ როცა მეზობელი დრელს გთხოვთ, თქვენ არ იცით, კედელში პატარა ლურსმნის ადგილის გაბურღვა უნდა, თუ სამი ტონა ცემენტის მორევას აპირებს. ჰოდა, ჩვენ გირჩიეთ, დანარჩენი თავად გადაწყვიტეთ.
რა აფუჭებს ელექტრო დრელს, ანუ რას დაუშავებს მას მეზობელი?
ელექტრო დრელი ნამდვილად გამძლე ხელსაწყოა, მაგრამ არასწორ ხელში მისი მწყობრიდან გამოყვანა წუთების საქმეა. აი, სად იმალებიან მისი მთავარი მტრები:
- - არასწორი რეჟიმის შერჩევა: ყველაზე კლასიკური შეცდომა - ბეტონის კედლის ბურღვა დარტყმითი რეჟიმის გარეშე, ან პირიქით, ნაზ ხეზე დარტყმითი რეჟიმით მუშაობა. შედეგი? გადამწვარი ძრავა ან გაფუჭებული მასალა.
- - შეუსაბამო საბურღი პირი (სვერლო): როცა ხის სვერლოთი ბეტონის ან ლითონის გახვრეტას ცდილობენ, ინსტრუმენტი საშინლად ხურდება და მწყობრიდან მალევე გამოდის.
- - ზედმეტი ძალდატანება: დრელს თავისი ტემპი აქვს. როცა მას მთელი სხეულის წონით აწვებიან, იმ იმედით, რომ უფრო სწრაფად გაბურღავს, ძრავა უბრალოდ იწვება.
- - ვენტილაციის ჩახშობა: მუშაობისას ხელის მტევნით იმ ნასვრეტების დაფარვა, საიდანაც ჰაერი გამოდის დრელის გასაგრილებლად.
უსაფრთხოების ნორმები
ხელსაწყოს გაფუჭება კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რა ზიანიც შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავს მიაყენოს უყურადღებობით. დრელთან მუშაობისას შემდეგი ოქროს წესები არ უნდა დაივიწყოთ:
- - სადენებისა და მილების შემოწმება: კედლის გაბურღვამდე აუცილებელია იმის ცოდნა, შიგნით ელექტროგაყვანილობა ან წყლის მილი ხომ არ გადის.
- - დამცავი სათვალე: ბურღვისას გამოფრქვეული ნამცეცები, განსაკუთრებით, ბეტონის ან ლითონის, თვალისთვის უდიდესი საფრთხეა.
- - სათანადო ფიქსაცია: არასოდეს დაიკავოთ გასაბურღი დეტალი მეორე ხელით. ის მყარად უნდა იყოს დამაგრებული.
- - პირის გამოცვლა გამორთულ მდგომარეობაში: „სვერლოს“ გამოცვლისას ინსტრუმენტი დენის წყაროდან ყოველთვის გამორთული უნდა იყოს. როზეტში შეერთებულ დრელზე ღილაკისთვის თითის შემთხვევითი დაჭერა მძიმე ტრავმის მიზეზი ხდება.
TOLSEN TOL1682-79501A ელექტრო დრელი 500W 13MM

- ბრენდი - TOLSEN
- პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
- სიმძლავრე - 500W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 6933528788836
- წონა (კგ) - 2
- კვების წყარო - 220-240V
- ბრუნვის სიჩქარე - 0-2900min
- ვაზნის დიამეტრი - 0.8-13mm
- ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
- დამატებითი კომპლექტაცია - დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი
- დარტყმის სისრაფე - 0-46400min
- მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/25mm/13mm
Schpindel SPA-05600 ელ. დრელი ჩაქუჩით 600W - M

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
- სიმძლავრე - 600W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 1920512914888
- წონა (კგ) - 2.3
- კვების წყარო - 220-240V
- ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min
- ვაზნის დიამეტრი - 13mm
- დამატებითი კომპლექტაცია - 1 წყვილი ნახშირი + ინსტრუქცია + დამატებითი სახელური + სიღრმის მარეგულირებელი
- დარტყმის სისრაფე - 0-48000min
- მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/25mm/N/A
- დამატებითი ინფორმაცია - კაბელის სიგრძე - 2მ; მეტალის ვაზნით; ცვლადი სიჩქარე
CROWN CT10129 - ელექტრო დრელი ჩაქუჩით 750W

- ბრენდი - CROWN
- პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
- სიმძლავრე - 750W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 6948886921795
- წონა (კგ) - 1.9
- კვების წყარო - 220-240V
- ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min
- ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
- ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
- მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/30mm/13mm