რატომ არის აუცილებელი გაზის წყლის გამათბობელი ყველა ოჯახში

სითბო და სიმხურვალე ყოველთვის შესანიშნავი და გადასარევია, ზამთრის სუსხში - მით უმეტეს! არანაკლებ მნიშვნელოვანია, თბილი წყალი ცივ დღეებში ონკანიდან ყველა სეზონზე მოდიოდეს.

დავიწყოთ იმით, რომ წყლის გაზით გათბობა გაცილებით იაფი გამოდის, ვიდრე - ელექტროენერგიით. სწორედ ამიტომ, გაზის წყლის გამათბობელი აუცილებელია ყველა ოჯახში - იქნება ეს კორპუსის ბინა, თუ - კერძო სახლი, სოფელი, აგარაკი, ოფისი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, როცა წყლის გამაცხელებელი უნდა შეიძინოთ

პირველ რიგში, გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ მწარმოებელს, ნაწარმის ხარისხს, გამოყენებულ მასალას, ექსპლუატაციის ხანგრძლივობას, ასევე, დაცვისა და უსაფრთხოების ზომების არსებობას და ასე შემდეგ.

იმისთვის, რომ გაიგოთ, როგორ შეარჩიოთ წყლის გამაცხელებელი, უნდა დააზუსტოთ მონაცემები მაგალითად, წყლით მომარაგების სისტემაში წყლის წნევისა და ხარისხის შესახებ, უნდა იცოდეთ წყლის ხარჯვის სავარაუდო მოცულობა და ასე შემდეგ.

აგრეგატის შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ტექნიკურ მახასიათებლებს:

  • სიმძლავრე - ოჯახისთვის, რომელშიც 3-4 ადამიანი ცხოვრობს, აბსოლუტურად საკმარისია 19 კვტ. მოწყობილობები 28 კვტ-მდე დიდ სახლებსა და დაწესებულებებში მონტაჟდება;
  • წარმადობა - წუთში რამდენ ლიტრ წყალს აცხელებს მოწყობილობა;
  • ანთების ტიპი - პიეზო სანთებელა, ელექტროანთება, ჰიდროგენერატორი;
  • უსაფრთხოება - ღია წვის კამერის მქონე გამათბობლისთვის აუცილებელია მოწყობილობა, რომელიც აკონტროლებს წნევას, ჰიდროკლაპანი (წყლის არარსებობის შემთხვევაში, აგრეგატი ითიშება), ალის მაკონტროლებელი.

გაზის წყლის გამათბობელი და მისი ანთების ტიპები

ანთების ტიპი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრი გახლავთ. მასზეა დამოკიდებული, რამდენად ხშირად მოგიწევთ მოწყობილობასთან მისვლა, შემოწმება, ასევე, რამდენად უსაფრთხო და ეკონომიური იქნება პროცესი.

- ხელით ანთება - როცა საჭიროა, გამათბობელი ასანთით აანთოთ, თუმცა, ასეთი მოდელები, პრაქტიკულად, აღარც იწარმოება და წარსულს ჩაბარდა, ვინაიდან, არც თუ ისე უსაფრთხო გახლდათ. ამდენად, საუბრის გაგრძელება ამ მეთოდზე არ ღირს;

- პიეზო სანთებელა - ხელით ანთების შედარებით გაუმჯობესებული მეთოდი. ამ შემთხვევაში, ნაპერწკალი ჩნდება არა ასანთისგან, არამედ სპეციალურ ღილაკზე დაჭერის შედეგად. ანთების შემდეგ სისტემა აღარ ითიშება იქამდე, ვიდრე ონკანში წყალი მოშვებულია;

- ელექტრო ანთება - გაზის მიწოდება და ანთება მხოლოდ მაშინ ხდება, როცა ვინმე წყალს მოუშვებს. როცა ონკანი იკეტება, გაზის მიწოდებაც ავტომატურად წყდება. მიიჩნევა, რომ ასეთი მოდელი ყველაზე ეკონომიური, თანამედროვე და კომფორტულია.

გაზის წყლის გამათბობელი და მისი უპირატესობები

  • კომპაქტურობა - ყველაზე მძლავრი დანადგარიც კი, რომელსაც ცხელი წყლით რამდენიმე წერტილის მომარაგება შეუძლია, დიდ ადგილს არ დაიკავებს.
  • ეკონომიურობა - წყლის გაცხელება გაზის გამოყენებით, გაცილებით იაფი გამოდის, ვიდრე ელექტროენერგიის მეშვეობით.
  • ცხელი წყლით რამდენიმე წერტილის მომარაგების შესაძლებლობა - ცხელი წყლით 3-4 წერტილის მომარაგებისთვის წყლის გამათბობელი შეიძლება მიუერთოთ ჩვეულებრივ საკომუნიკაციო ხაზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი სამსახურებისთვის დამატებითი სიმძლავრეების თხოვნა  არ მოგიწევთ.

JSG22-11VL00 ორკამერიანი გაზის წყლის გამათბობელი

Midea gazis wylis gamatbobeli

  • ბრენდი - MIDEA
  • პროდუქტის ტიპი - გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე - 22kw
  • ზომა - 660x370x213
  • ფერი - თეთრი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 8916081990692
  • წონა (კგ) - 14.28
  • კვების წყარო - 220-240V
  • კამერების რაოდენობა - 2
  • მოცულობა - 11 l
  • წნევა - 0.2~10bar
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display
  • ტემპერატურის რეგულატორი - სენსორული
  • დამატებითი კომპლექტაცია - საკვამური

KETTLER JSD28-14DL02 ერთკამერიანი გაზის წყლის გამათბობელი

Kettler gazis wylis gamatbobeli

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე - 28kw
  • ზომა - 679x370x213
  • ფერი - თეთრი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 8916081990005
  • წონა (კგ) - 11.77
  • კვების წყარო - ელემენტი
  • კამერების რაოდენობა - 1
  • მოცულობა - 14 l
  • წნევა - 0.3~10bar
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display
  • ტემპერატურის რეგულატორი - მექანიკური

KETTLER გაზის წყლის გამათბობელი - JSG12GT-T48 (თეთრი)

Kettler gazis wylis gamatbobeli

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე - 26kw
  • ზომა - 522x337x158
  • ფერი - თეთრი
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 1998070421346
  • წონა (კგ) - 10
  • კვების წყარო - 220-240V
  • კამერების რაოდენობა - 2
  • მოცულობა - 12 l
  • წნევა - 0.2~10bar
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display
  • ტემპერატურის რეგულატორი - სენსორული
  • დამატებითი კომპლექტაცია - საკვამური

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება