| რატომ არის ბეწვა ხერხი უნივერსალური ინსტრუმენტი |
| რატომ არის ბეწვა ხერხი უნივერსალური ინსტრუმენტი |
ფიცრის გახერხვა ჩვეულებრივი ხერხითაც გადასარევად შეიძლება, რა პრობლემაა, მაგრამ როცა საქმე ეხება მყიფე მასალასთან მუშაობას, სიზუსტეს, იდეალურობას და ასე შემდეგ, ავანსცენაზე მისი ულობზიკოესობა - ბეწვა ხერხი ჩნდება, უნივერსალური, მრავალფუნქციურ-მულტიფუნქციური ბეწვა ხერხი. შეუძლია დაამუშაოს ხე, პლასტმასა, თაბაშირმუყაო, კერამიკული ფილა, მინა, ქვა და დარჩა ვითომ რამე?
თანამედროვე ლობზიკი სხვადასხვა რეჟიმებით მუშაობს, რაც საშუალებას იძლევა, შემდეგი ფუნქციები შეასრულოს:
- სწრაფი, უხეში დამუშავება;
- უზუსტესი ფიგურული, დეკორატიული ჭრა;
- რთული ფორმების მქონე ელემენტების დამუშავება;
- მასალაზე ამოკვეთა ისეთ ადგილებში, სადაც ვერც ერთი სხვა ინსტრუმენტი ვერ მიუდგება;
- ლითონის პროფილების დამუშავება.
ბეწვა ხერხი არსებობს როგორც აკუმულატორზე, ისე ელექტროქსელზე მომუშავე. პირველი ვარიანტი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუკი ხშირად გიწევთ მუშაობა პირობებში, სადაც ელექტროენერგია ხელმისაწვდომი არ არის.
არსებობს ლობზიკი, რომლის აკუმულატორის მოცულობა 2 ამპერ/საათია, თუმცა ხანგრძლივი მუშაობისთვის ეს მაჩვენებელი არც თუ ეფექტიანია. თუკი ცივილიზაციისგან მოშორებით გიწევთ შრომა, თან უნდა იქონიოთ მინიმუმ ორი სათადარიგო აკუმულატორი 4-5 ამპერ/საათის მოცულობით.
თუკი თქვენს არსენალში უკვე მოიძებნება ელექტროინსტრუმენტები აკუმულატორით, რომელიც ლობზიკსაც მოერგება, დამატებითი ხარჯის გაღება არ მოგიწევთ. ერთი კია, აუცილებელი პირობაა, რომ მწარმოებელი ყველა ინსტრუმენტს ერთი და იგივე ჰყავდეს. ზოგადად, საკმაოდ ბევრი მწარმოებელი უშვებს ინსტრუმენტების ოჯახს, როცა ერთი და იგივე აკუმულატორი რამდენიმე ინსტრუმენტს ერგება.
თუკი ქსელთან კავშირის გარეშე მუშაობა არ გიხდებათ, მაშინ უმჯობესია ქსელური ბეწვა ხერხი შეიძინოთ. მას, პრინციპში, იგივე შესაძლებლობები აქვს გარდა მობილურობისა, ფასიც პრაქტიკულად, იგივეა, თუმცა, სამაგიეროდ, ძვირადღირებული აკუმულატორების შეძენა საჭირო აღარ იქნება.
- მუშაობის დაწყებამდე ინსტრუმენტის ვიზუალურად შემოწმება აუცილებელია, რათა დარწმუნდეთ, რომ სადენისა და კორპუსის მთლიანობა დარღვეული არ არის, რომ ქსელზე საიმედოდ არის მიერთებული;
- შეარჩიეთ შესაფერისი საცვლელი პირი (რომელიც მუშაობის დასრულების შემდეგ, ინსტრუმენტიდან აუცილებლად უნდა მოხსნათ);
- შეამოწმეთ საცვლელი პირის მთლიანობა და დარწმუნდით, რომ ლობზიკს საიმედოდ დაუმაგრეთ;
- გამართეთ ინსტრუმენტი და შეარჩიეთ ჭრის საჭირო სიხშირე;
- საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენეთ პარალელური საყრდენი;
- მიუერთეთ მტვერსასრუტი, თუკი სამუშაოს შედეგად დიდი რაოდენობით მტვერი წარმოიქმნება;


