რატომ არის ელექტრო გამათბობელი საუკეთესო არჩევანი სითბოსა და სიმყუდროვისთვის

წარმოიდგინეთ ცივი და წვიმიანი საღამო, თუმცა, ისეთი ამინდებია გარეთ, წარმოდგენაც დიდად არც გვჭირდება, როცა გარეთ სუსხია, თქვენ კი სახლში, საყვარელ სავარძელში ზიხართ და სასიამოვნო სითბო გაკრავთ გარს. სიმყუდროვე ხომ მხოლოდ ლამაზი ნივთები არ არის, ეს პირველ რიგში ის ტემპერატურაა, რომელიც თავს მშვიდად და კომფორტულად გაგრძნობინებთ.

დღეს, როცა გათბობის უამრავი საშუალება არსებობს, ელექტრო გამათბობლები სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს. რატომ იქცა ის თანამედროვე სახლების განუყოფელ ნაწილად და როგორ ახერხებს ერთი მოწყობილობა მომენტალურად შეცვალოს მთელი სახლის ატმოსფერო, პრინციპში, რთული მისახვედრი სულაც არ არის, მაგრამ ამ მოწყობილობის გარკვეულ უპირატესობებზე მაინც გავამახვილებთ ყურადღებას.

როგორი ელექტრო გამათბობელი არსებობს?

სანამ ელექტრო გამათბობლის ყიდვას გადაწყვეტთ, უნდა იცოდეთ, რომ ყველა გამათბობელი ერთნაირად არ მუშაობს. ძირითადად სამი ტიპი გამოირჩევა:

- კონვექტორული: ჰაერს ბუნებრივი ცირკულაციით ათბობს. ცივი ჰაერი ქვემოდან შედის, თბება და ზემოდან გამოდის. იდეალურია ოთახში მუდმივი ტემპერატურის შესანარჩუნებლად.

- ინფრაწითელი: ის ათბობს არა ჰაერს, არამედ საგნებსა და ადამიანებს, რომლებიც მის წინ არიან. საუკეთესოა ლოკალური გათბობისთვის ან დიდი სივრცეებისთვის, სადაც მთლიანი სივრცის გათბობა რთულია.

- ზეთოვანი რადიატორები: ტრადიციული არჩევანია. დიდხანს ცხელდება, მაგრამ სითბოს გამორთვის შემდეგაც კარგა ხანს ინარჩუნებს.

როგორ შევარჩიოთ ელექტრო გამათბობელი?

როგორც საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, ელექტრო გამათბობლის შერჩევისას მთავარი ორიენტირი ფართობია და რთულია, ამ მოსაზრებას არ დავეთანხმოთ. შესაბამისად, ამ მხრივ შემდეგი მომენტებია გასათვალისწინებელი:

- სიმძლავრე: ოქროს წესია - ყოველ 10 კვადრატულ მეტრზე დაახლოებით 1 კილოვატი (1000 ვოლტი) სიმძლავრეა საჭირო (სტანდარტული ჭერის სიმაღლის შემთხვევაში).

- დანიშნულება: საძინებლისთვის უმჯობესია კონვექტორული (ხმაური არ აქვს), ხოლო სამუშაო მაგიდასთან ინფრაწითელიც გამოგადგებათ.

- მართვა: მიანიჭეთ უპირატესობა მოდელებს, რომლებსაც აქვთ თერმოსტატი, რადგან ის თავად არეგულირებს ტემპერატურას და ზოგავს თქვენს დროს.

არის თუ არა ელექტრო გამათბობელი ენერგოეფექტური?

ბევრს აშინებს მაღალი კომუნალური გადასახადები და ვერც გაამტყუნებ, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიამ ეს პრობლემა მინიმუმამდე დაიყვანა.

ჭკვიანი თერმოსტატი: როცა ოთახი სასურველ ტემპერატურამდე თბება, მოწყობილობა ითიშება და ენერგიას აღარ მოიხმარს.

ეკო-რეჟიმები: ბევრ მოდელს აქვს სპეციალური ფუნქცია, რომელიც მინიმალური დანახარჯით ინარჩუნებს სითბოს.

ლოკალური გათბობა: ელექტრო გამათბობელი ენერგოეფექტურია მაშინ, როცა მხოლოდ იმ სივრცეს ათბობთ, სადაც იმყოფებით და არა მთელ სახლს ტყუილად.

უსაფრთხოება

სიმყუდროვე წარმოუდგენელია მშვიდი ძილის გარეშე. სწორედ ამიტომ, თანამედროვე აპარატებს რამდენიმე დამცავი მექანიზმი აქვთ:

- გადახურებისგან დაცვა: მოწყობილობა ავტომატურად ითიშება, თუ ტემპერატურა კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს.

- გადაყირავების სენსორი: თუ გამათბობელი შემთხვევით წაიქცა (მაგალითად, ბავშვმა ან შინაურმა ცხოველმა წამოსდო ფეხი), ის მყისიერად წყვეტს მუშაობას.

- ჰაერის ხარისხი: თანამედროვე მოდელები არ წვავენ ჟანგბადს და არ აშრობენ ჰაერს ისე, როგორც ძველი „სპირალიანი“ ღუმელები.

შეჯამებისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორად შერჩეული ელექტრო გამათბობელი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ტექნიკა - ეს არის გარანტია იმისა, რომ ყველაზე ცივ დღეებშიც კი თქვენს სახლში მყუდრო და სასიამოვნო გარემო დაგხვდებათ. Holst.ge გაძლევთ საშუალებას, იპოვოთ ბალანსი მაქსიმალურ სიმძლავრესა და გონივრულ დანახარჯებს შორის. მთავარია, არჩევანისას გაითვალისწინოთ თქვენი სივრცის სპეციფიკა, არ დაივიწყოთ უსაფრთხოების წესები და ენდოთ ტექნოლოგიებს, რომლებიც ენერგიასაც ზოგავენ და ჰაერის ხარისხსაც ინარჩუნებენ.

Luxell - LX-2831 ელ. გამათბობელი კვარცის 3-რეჟიმით 1500w

Luxell eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - LUXELL
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
  • სიმძლავრე - 1500W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 8694740228323
  • წონა (კგ) - 3.015
  • კვების წყარო - 220-240V
  • მილაკების რაოდენობა - 3
  • რეჟიმი - 3
  • ღია სივრცე - 11m²
  • დახურული სივრცე - 21m²

Zilan - ZLN0344 ელ. გამათბობელი კვარცის 1600w

Zilan eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - ZILAN
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
  • სიმძლავრე - 1600W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6423154020344
  • წონა (კგ) - 2.425
  • კვების წყარო - 220-240V
  • დამატებითი კომპლექტაცია - ჰაერის დამატენიანებელი
  • მილაკების რაოდენობა - 4
  • რეჟიმი - 3
  • ღია სივრცე - 11m²
  • დახურული სივრცე - 21m²

SCHPINDEL QH2000 - ელ. გამათბობელი კვარცის 1800w 3 Tubes

Schpindel eleqtro gamatbobeli

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
  • სიმძლავრე - 1800W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4869005006129
  • წონა (კგ) - 2.5
  • კვების წყარო - 220-240V
  • თერმოსტატი - კი
  • მილაკების რაოდენობა - 3
  • ღია სივრცე - 13m²
  • დახურული სივრცე - 24m²

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება