| რატომ ენდობიან იტალიურ Kettler-ს საქართველოში და თითქმის მთელ მსოფლიოში? |
| რატომ ენდობიან იტალიურ Kettler-ს საქართველოში და თითქმის მთელ მსოფლიოში? |
როგორც წესი, როცა ვინმე იტალიას ახსენებს, ადამიანების უმეტესობას თვალწინ პიცა, პასტა, „ფერარი“ ან მილანის მოდის კვირეული დაუდგება ხოლმე. პრინციპში, გასაკვირი ამაში არც არაფერია, თუმცა, ბევრი რამის მიმატება კი მარტივად შეიძლება - რომანტიკა, ვენეცია და... სანტექნიკის წარმოება...
მოდით, ასე ვთქვათ: დილის პირველი შეხება წყალთან და საღამოს თბილი შხაპი უბრალო ყოველდღიურობა კი არა, ლამის საკუთარ თავთან პაემანია. და რა თქმა უნდა, ამ რომანტიკას არაფერი ისე არ უფუჭებს მომხიბვლელობას, როგორც უხარისხო და ხმაურიანი ონკანი.
მაშ, ვახსენოთ მთავარი გმირი Kettler-ი - იტალიური ბრენდი, რომელმაც სანტექნიკა სულისა და სხეულის ჰარმონიად აქცია.
თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ Kettler-ის - ეს არის იტალიური ელეგანტურობისა და საიმედოობის ნაზავი, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიოსა და მასთან ერთად, ქართველი მომხმარებლის გულიც დაიპყრო.
ჰოდა, ერთად გავერკვეთ, რატომ ენდობიან ამ ბრენდს ასე უპირობოდ!
Kettler Sanitary CO. 2013 წელს იტალიაში დაარსდა, ქვეყანაში, სადაც დიზაინი და ხარისხი თითქმის ეროვნულ სპორტს წარმოადგენს. ბრენდმა თავიდანვე აირჩია გზა, რომელიც არც ისე პოპულარულია სწრაფი მოგების სამყაროში: ნაცვლად იმისა, რომ ლამაზი, მაგრამ არც თუ ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს, Kettler-მა საკუთარი კვლევა-განვითარების ბაზები და გუნდი შექმნა, რომელიც მუდმივად მუშაობს პროდუქტის გაუმჯობესებაზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არ არის ბრენდი, რომელმაც უბრალოდ „გაამართლა“, ეს არის ბრენდი, რომელსაც ზუსტი გეგმა ჰქონდა, რა და - როგორ.
არ იფიქროთ, რომ Kettler-ი მხოლოდ ონკანებზეა ფოკუსირებული, ბრენდი მომხმარებელს საკმაოდ ფართო ასორტიმენტს სთავაზობს:
აქვე შეგხვდებათ როგორც გაზის წყლის გამაცხელებელი, ისე დენის წყლის გამაცხელებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, Kettler-ი არ ჰგავს იმ მეგობარს, ვინც მხოლოდ ერთ საკითხში გეხმარებათ, ეს ბრენდი მთელი სახლის სველი წერტილების სანდო პარტნიორია.
ნდობა შემთხვევით არ ჩნდება, განსაკუთრებით სანტექნიკის ბაზარზე, სადაც ერთი ცუდი გამოცდილებაა საკმარისი, რომ ადამიანმა ბრენდთან ურთიერთობას წერტილი სამუდამოდ დაუსვას. Kettler-მა ეს ნდობა რამდენიმე კონკრეტული პრინციპის შედეგად მოიპოვა:
სწორედ ამიტომ დაიმკვიდრა Kettler-მა ადგილი არა მხოლოდ ევროპულ ბაზარზე, არამედ ამერიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშიც და რაღა თქმა უნდა, საქართველოშიც, სადაც სახლის განახლებისას მას სულ უფრო მეტი მომხმარებელი ირჩევს.
როცა ირჩევ ბრენდს, რომელშიც იტალიური დახვეწილობა, საიმედო ინჟინერია და დროში გამოცდილი ხარისხია გაერთიანებული, უბრალოდ ნივთებს კი არ ყიდულობ, არამედ, საკუთარ მშვიდ მომავალში დებ ინვესტიციას. სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ირჩევენ Kettler-ს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და ეს არის ნდობა, რომელიც წყალთან ყოველ შეხებაზე იგრძნობა.