რატომ იმსახურებს ხერხის გამომგონებელი ათასზე მეტ მადლობას?

„ხერხი ჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსო“, გაიფიქრა კაცმა და რა ქნა, არ იკითხავთ? ადგა და ხერხი გამოიგონა. თანაც, ათასნაირი ხერხი გამოიგონა, რისთვისაც ათასი მადლობაც, ალბათ, საკმარისი არ იქნებოდა.

ჩვეულებრივი ხერხის გამოგონებას მოჰყვა, მაგალითად, ჯაჭვური ხერხი, ბენზო ხერხი და ჩვენც სწორედ ეს ამბები განვიხილოთ. უფრო სწორად, ის ვთქვათ, რა კავშირია ამ ორ ინსტრუმენტს შორის და საერთოდაც, ორ ინსტრუმენტზეა საუბარი, თუ - ერთზე.

არის თუ არა სხვაობა?

როგორც წესი, ჯაჭვურ ხერხში ელექტრო და ბენზო ხერხი მოიაზრება, ბენზო ხერხში კი თავის მხრივ, ბენზინის ჯაჭვური ხერხი იგულისხმება.

ბენზო ხერხის უპირატესობებზე თუ ვისაუბრებთ, პირველ რიგში, მისი მობილურობა უნდა აღინიშნოს (მაგალითად, ინსტრუმენტს მარტივად გაიყოლებთ ტყეში) და წარმადობა, რაც მისი სიმძლავრის ხარჯზე მიიღწევა.

რაში გამოგადგებათ ჯაჭვური ხერხი?

დავიწყოთ იმით, რომ ჯაჭვური ხერხი შეიძლება მუშაობდეს ელექტროენერგიაზე, ელემენტებსა და ბენზინზე. განვიხილოთ ეს უკანასკნელი.

ბენზო ხერხი ნებისმიერი ხელოსნისთვის შეუცვლელი ინსტრუმენტია, რადგან საშუალებას იძლევა, შევასრულოთ არა მხოლოდ მოცულობითი საყოფაცხოვრებო საქმეები, არამედ გამოვიყენოთ წარმოებასა და ხე-ტყის დამზადებაში. აგარაკზე, ტყეში, სამშენებლო მოედანზე ბენზო ხერხი დაგეხმარებათ: მოჭრათ ტოტები და ხეები, გადახერხოთ ბოძები თუ დაფები, მოიმარაგოთ შეშა, ააშენოთ სახლი, ფარეხი...

კლასიფიკაცია

ელემენტებსა და ელექტროენერგიაზე მომუშავე ჯაჭვური ხერხებისგან განსხვავებით, ბენზო ხერხი შედარებით მძიმეა. აქვს უფრო რთული კონსტრუქცია, თუმცა სიმძლავრით, წარმადობითა და ფუნქციურობით ბევრად მიმზიდველია.

როგორც სხვა ინსტრუმენტების შემთხვევაში გირჩევთ ხოლმე, ამჯერადაც ზუსტად იგივე სიტუაციაა - სანამ ჯაჭვური ხერხის შეძენამდე მიხვალთ, ჯერ კარგად ჩამოყალიბდით, რაში უნდა გამოიყენოთ ეს ინსტრუმენტი. კლასიფიკაცია კი ასეთია:

  • ერთსახელურიანი ხერხი - ეს მსუბუქი და კომპაქტური ინსტრუმენტი, რომლის სიმძლავრე 1,4 ცხენის ძალა გახლავთ, გამოიყენება ცალი ხელით მუშაობისას, ძირითადად, სიმაღლეზე, მაგალითად, ტოტების მოსაჭრელად. ამასთან, სწორედ ასეთი მოდელია პოპულარული ხელოვანებში;
  • სამოყვარულო ბენზო ხერხი (სახლისა და ბაღისთვის) ეს არის ინსტრუმენტი, რომლის სიმძლავრე 1,7-დან 2 ცხენის ძალამდე მერყეობს. ასეთი მოდელი უფრო გამოდგება აგარაკზე სამუშაოდ. ასევე, პრაქტიკულია ტოტების გასხვლისთვის, მცირე ზომის ხეების მოსაჭრელად და შეშის მოსამარაგებლად;
  • ნახევრად პროფესიონალური - ამ შემთხვევაში, სიმძლავრე 2.2-დან 3.4 ცხენის ძალამდეა. მოდელი შესანიშნავია ხანგრძლივი გამოყენებისთვის, შეშის მოსამარაგებლად, სამშენებლო მასალის დასაჭრელად. საბოლო ჯამში, ძალიან მოსახერხებელი და საიმედო ინსტრუმენტია, რომელიც მზად არის, სახლის რთულ სამუშაოებს წარმატებით გაუმკლავდეს;
  • პროფესიონალური - არის უნივერსალური და მეტად პროდუქტიული ინსტრუმენტი, რომლის სიმძლავრე 3,5 ცხენის ძალას აღემატება  და უწყვეტი მუშაობის დიდი რესურსით გამოირჩევა. როგორც წესი, ასეთი ინსტრუმენტი გამოიყენება ხე-ტყის ჭრის ადგილზე ან სამშენებლო მოედანზე ყოველდღიური მუშაობისთვის.

სიმძლავრე

ბენზო ხერხის სიმძლავრე ძრავის ზომაზეა დამოკიდებული. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პარამეტრი, რომელსაც ინსტრუმენტის შერჩევისას ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოთ. სიმძლავრე განისაზღვრება ცხენის ძალით, მაგრამ იმისათვის, რომ ეს მნიშვნელობა შევადაროთ ელექტრო „კოლეგებს“, მისი აღნიშვნა კილოვატებშიც ჩვეულებრივად შეიძლება. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 1 კილოვატში 1000 ვატია.

რაც უფრო დიდია ბენზო ხერხი, სიმძლავრეც, ბუნებრივია, მით მეტია. ხერხი, რომლის ძრავის მოცულობა 50 კუბური სანტიმეტრია, სიმძლავრის მაჩვენებელი დაახლოებით 2 კილოვატს უტოლდება. 70 კუბური სანტიმეტრის შემთხვევაში, 3 კილოვატს.

  • - დიდი ზომის ხერხები რთული სამუშაოსა და გრძელვადიანი გამოყენებისთვის არის შექმნილი. მაგალითად, თუ გჭირდებათ ხერხი შეშის მოსამზადებლად, ღუმელის გათბობისთვის და ადგილობრივ ტერიტორიაზე მოკლევადიანი სამუშაოებისთვის, მაშინ შესაფერისია მოდელი, რომლის სიმძლავრეც 0,7-დან 2 კვტ-მდე მერყეობს. ასეთი ინსტრუმენტი საყოფაცხოვრებო დავალებებს წარმატებით შეასრულებს.
  • - თუ აპირებთ, მაგალითად, მორების დაჭრასა და სერიოზული სამუშაოს წარმოებას, ვთქვათ, სახლის აშენებას, აქ უკვე უმჯობესია, 2,5-დან 3 კვტ-მდე სიმძლავრის ჯაჭვური ხერხი შეარჩიოთ.
  • - თუკი ხე-ტყესთან მუშაობთ და აუცილებელია, დღეში 8 საათის მანძილზე მუშაობა, არჩევანი პროფესიონალურ ინსტრუმენტზე შეაჩეროთ, რომლის სიმძლავრე 4-6 კილოვატი იქნება.

TOLSEN TOL2230-87362 ელ.ჯაჭვური ხერხი 400W 250MM ელემენტის გარეშე MP20V

Tolsen xerxi

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი ელემენტზე
  • სიმძლავრე - 400W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528797166
  • წონა (კგ) - 3.5
  • კვების წყარო - ელემენტზე
  • ბრუნვის სიჩქარე - 6m/s
  • ღერძის სიგრძე - 10″(250mm)

Lux-Garden ბენზოხერხი 20"

Lux-Garden jachvuri xerxi

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი საწვავზე
  • სიმძლავრე - 2200W
  • ზომა - 20''
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 4899521092122
  • წონა (კგ) - 7.44
  • კვების წყარო - საწვავი
  • ძრავის მოცულობა - 50cc
  • ავზის მოცულობა - 0.5 l
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000min
  • მოტორი - 2 ტაქტიანი
  • ღერძის სიგრძე - 20''

Dewalt DCM565P1-QW ელ. ხერხი ელემენტზე 18V 1X5.0Ah

Dewalt xerxi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი ელემენტზე
  • სიმძლავრე - 18V
  • ელემენტი - 5Ah
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1.25hrs
  • ზომა - 12''
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048667576
  • წონა (კგ) - 3.6
  • კვების წყარო - ელემენტზე
  • კომპლექტაცია - 1 ელემენტი + დამტენი
  • ბრუნვის სიჩქარე - 7668min

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება