რატომ უნდა გქონდეთ სახელოსნოში ელექტრო შალაშინი?

თუ ოდესმე გიცდიათ უსწორმასწორო, უხეში ფიცრის ხელით დამუშავება, გეცოდინებათ, რამდენი დრო და ფიზიკური ენერგია სჭირდება იდეალური ზედაპირის მიღებას. ისიც გეცოდინებათ, რომ „ხეზე მუშაობა დიდ მოთმინებას მოითხოვს, თუმცა დღეს უკვე თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს, აქცენტი კრეატიულობაზე გადავიტანოთ და არა დამღლელ რუტინაზე. ელექტრო შალაშინი ნამდვილად არის ის ხელსაწყო, რომელიც სამუშაო პროცესს რადიკალურად ცვლის.

რატომ უნდა დაიკავოს მან საპატიო ადგილი თქვენს სახელოსნოში და რა უპირატესობები აქვს ტრადიციულ ხელის ხელსაწყოებთან შედარებით? ქვემოთ სწორედ ამის შესახებ ვაპირებთ საუბარს.

რა შეუძლია და რისთვის არის საჭირო ელექტრო სალაშინი?

დავიწყოთ იმით, რომ ელექტრო შალაშინი მხოლოდ ხის ზედაპირის სათლელად ნამდვილად არ შექმნილა და მისი შესაძლებლობები გაცილებით ფართოა. ასე მაგალითად:

სწრაფი გასუფთავება: ის, რასაც ხელის შალაშინით რამდენიმე საათი სჭირდება, ელექტრო ვერსია რამდენიმე წუთში შეასრულებს.

ზედაპირის იდეალური სიგლუვე: ბრუნვის სიჩქარის წყალობით, ხე სარკესავით გლუვი ხდება, რაც ამცირებს შემდგომში ზუმფარით („შკურკით“) დამუშავების დროს.

კუთხეების გამოყვანა: ელექტრო შალაშინების უმეტესობას ძირზე აქვს V ფორმის ჭრილი, რომელიც საშუალებას იძლევა, ფიცრის ბასრი კუთხეები ლამაზად და თანაბრად ჩამოთალოთ.

მეოთხედების ამოღება: სპეციალური მიმმართველის დახმარებით, შეგიძლიათ ხეში გააკეთოთ ჩაღრმავებები, რაც აუცილებელია კარ-ფანჯრის ან ავეჯის აწყობისას.

როგორ უნდა შეარჩიოთ საჭირო ელექტრო შალაშინი?

სანამ ამ უაღრესად საჭირო ინსტრუმენტს შეიძენთ, შემდეგი პუნქტები გაითვალისწინეთ:

- სიმძლავრე: თუ მხოლოდ რბილ ხესთან (ფიჭვი, ნაძვი) მუშაობთ, 500-700 ვატი საკმარისია. მაგარი ჯიშის ხისთვის (მუხა, კაკალი) კი 900 ვატზე მეტი სიმძლავრე დაგჭირდებათ.

დათლის სიღრმე და სიგანე: სტანდარტული სიგანე ჩვეულებრივ 82 მმ-ია. დააკვირდით, რამდენად ზუსტია სიღრმის მარეგულირებელი ღილაკი – კარგია, თუ ის 0.1 მმ-იანი ბიჯებით გადადის.

პირების ტიპი: არსებობს ერთჯერადი (ორმხრივი) და სალესი პირები. დამწყებთათვის ორმხრივი პირები უფრო პრაქტიკულია და თუ გაცვდება, უბრალოდ გადააბრუნებთ.

უსაფრთხოება და მოვლა

რამდენადაც საჭიროა ხელსაწყოა ელექტრო სალაშინი, იმდენად ფაქიზიც გახლავთ და შესაბამის მოვლასაც საჭიროებს. გირჩევთ, შემდეგი წესები არ დაივიწყოთ:

- ელექტრო შალაშინი და მისი „მტრები“: სანამ მუშაობას დაიწყებთ, დარწმუნდით, რომ ხეში არ არის ლურსმანი ან ჭანჭიკი. ერთი პატარა ლითონიც კი მყისიერად აფუჭებს ძვირადღირებულ პირებს.

- დაელოდეთ გაჩერებას: არასდროს დადოთ ხელსაწყო მაგიდაზე, სანამ პირები ბოლომდე არ გაჩერდება. ბევრ მოდელს აქვს სპეციალური „ფეხი“, რომელიც იცავს ზედაპირს დაზიანებისგან.

- ნახერხის მოცილება: გამოიყენეთ მტვერსასრუტი ან ნახერხის ტომარა. დაგროვილი ნახერხი ხშირად ჭედავს გამომშვებ არხს, რაც ძრავის გადახურებას იწვევს.

- პირების სისუფთავე: მუშაობის შემდეგ პირებს მოაცილეთ ხის ფისი (ფისი პირებს აბლაგვებს). ამისთვის ჩვეულებრივი გამხსნელიც გამოგადგებათ.

დასკვნა

თუ ხეზე მუშაობა ხშირად გიწევთ, ელექტრო შალაშინის შეძენა ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. მთავარია, შეარჩიოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული სიმძლავრე და არასდროს დაივიწყოთ უსაფრთხოების წესები. გახსოვდეთ, ხარისხიანი ხელსაწყო ნახევარი საქმეა!

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ელექტრო შალაშინი არის ხელსაწყო, რომელიც დურგლობას დამღლელი ფიზიკური შრომიდან შემოქმედებით პროცესად აქცევს. რაც მთავარია, ის არ არის მხოლოდ პროფესიონალებისთვის - ნებისმიერ მოყვარულს, ვინც საკუთარი ხელით რაღაცის შექმნას გეგმავს, ეს მოწყობილობა დაუზოგავს დროს, ენერგიას და მისცემს იმ ხარისხს, რომლითაც შესაძლებელია, ყველაზე პრეტენზიული ნაცნობებიც კი გააკვირვოთ.

Dewalt DW680-QS ელექტრო შალაშინი 600W

Dewalt eleqtro shalashini

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 600W
  • ზომა - სიგრძე: 290mm სიგანე: 82mm დიამეტრი: 54mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5011402291458
  • წონა (კგ) - 3.2
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - დანა ორმხრივი საჭრელი პირით + პარალელური მიმართველო + გადამყვანი მტვერსასრუტისთვის
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-15000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-2.5mm

Schpindel SPK-06750 ელ. შალაშინი 750W

Schpindel eleqtro shalashini

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 750W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 1152519206455
  • წონა (კგ) - 3.63
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - ქანჩის გასაღები + მიმმართველი + სიღრმის მიმმართველი + მტვრის ტომარა
  • ბრუნვის სიჩქარე - 17000min
  • მუშაობის პარამეტრები - ჭრის სიგანე: 82mm; ჭრის სიღრმე: 3mm; ღარების სიღრმე: 18mm
  • დამატებითი ინფორმაცია - კაბელის სიგრძე - 2მ

CROWN CT24001HX - შალაშინი ელემენტის გარეშე 20V MAX

Crown eleqtro shalashini

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 20V
  • ზომა - სიგანე: 82mm; სიღრმე: 0-1,5mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640186248662
  • წონა (კგ) - 2.6
  • კვების წყარო - ელემენტი
  • ბრუნვის სიჩქარე - 16000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-9mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება