რატომ უნდა შეიძინო ფანარი და სად გამოიყენებ ხელსაწყოს?

ფანარი ერთი შეხედვით უბრალო ნივთია, რომელსაც მხოლოდ სიბნელეში გზის გასანათებლად ვიყენებთ. თუმცა, მის უკან გაცილებით საინტერესო ისტორია, ტექნოლოგიური განვითარება და ისეთი ფაქტები იმალება, რომლებზეც ყოველდღიურად იშვიათად ვფიქრობთ.

საიდან იწყება ფანრების ისტორია?

პირველი ელექტრო ფანრები XIX საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. მათი შექმნა შესაძლებელი გახდა ელემენტებისა და პატარა ელექტრული ნათურების განვითარებით. საინტერესოა, რომ ადრეული მოდელები იმდენად არაპრაქტიკული იყო, რომ მათი განათება მხოლოდ მოკლე დროით შეიძლებოდა. სწორედ ამიტომ გაჩნდა ინგლისურ ენაში სახელწოდება flashlight -  სინათლე, რომელიც ციმციმით ან ხანმოკლე პერიოდებით ანათებდა. დღევანდელი ფანრები კი უკვე საათობით მუშაობენ და გაცილებით მეტ შესაძლებლობას გვთავაზობენ. ზუსტად ასეთ ყოვლისშემძლე ინსტრუმენტებს გადააწყდებით ჰოლსტზე.

სად გამოიყენებთ ფანარს?

თანამედროვე სამყაროში ფანარს უამრავი დანიშნულება აქვს:

  • მოგზაურობისას - უცნობი ადგილების გასანათებლად.
  • ლაშქრობისას - უსაფრთხო გადაადგილებისთვის.
  • ავტომობილში - გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის.
  • სამაშველო სამუშაოებში - დაკარგული ადამიანების მოსაძებნად.
  • პროფესიულ საქმიანობაში - რთულად მისადგომი სივრცეების შესამოწმებლად.

ფანარი ხშირად ის ნივთია, რომლის ღირებულებასაც მხოლოდ მაშინ ვაცნობიერებთ, როდესაც ნამდვილად გვჭირდება.

რას უნდა მიაქციო ყურაადღება ფანრის შერჩევისას?

ფანრის შეძენისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი მახასიათებლის გათვალისწინება:

  • განათების სიმძლავრე: შეარჩიე ლუმენების შესაბამისი მაჩვენებელი შენი საჭიროებიდან გამომდინარე.
  • განათების მანძილი: გაითვალისწინე, ახლო სივრცის განათება გჭირდება თუ შორი მანძილის.
  • ელემენტის ხანგრძლივობა: შეამოწმე აკუმულატორის მოცულობა და მუშაობის დრო.
  • წყალგამძლეობა: თუ ფანარს ბუნებაში იყენებ, უპირატესობა მიანიჭე წყალგამძლე მოდელს.
  • მასალა და გამძლეობა: ხარისხიანი კორპუსი ფანრის ხანგრძლივ გამოყენებას უზრუნველყოფს.
  • ზომა და წონა: შეარჩიე მარტივად სატარებელი და კომფორტული მოდელი.

გახსოვდეს: საუკეთესო ფანარი ისაა, რომელიც შენს საჭიროებებს სრულად შეესაბამება!

LEDEX-01137 ფანარი 3W LED 120Lm 4hrs

LEDEX-01137 არის პრაქტიკული და კომპაქტური ხელის LED ფანარი, რომლის სიმძლავრეა 3W, ხოლო განათების სიკაშკაშე 120 ლუმენი. აქვს ორი განათების რეჟიმი: ძლიერი და სუსტი. მუშაობს 4V 900mAh აკუმულატორზე. სუსტი განათების რეჟიმში საქმიანობს 4 საათამდე, ხოლო ძლიერზე -  2.5 საათი. ნათების მანძილი 150 მეტრია. იდეალურია სახლისთვის, მოგზაურობისა და ყოველდღიური გამოყენებისთვის.

Ledex fanari

  • ბრენდი - LEDEX       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:120lm სუსტი ნათება:40lm 
  • ნათების მანძილი - 150m     
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:2.5 სთ სუსტი ნათებით:4 სთ           
  • ელემენტი - 4V 900mAh       
  • დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ         
  • ზომა - φ78*230mm   
  • მასალა - პლასტმასი
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 4869151401137         
  • წონა (კგ) - 0.3
  • სიმძლავრე (W) - 3   
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი

უპირატესობები:

  • განათების სიმძლავრე
  • მუშაობის ხანგრძლივობა
  • გამძლე მასალა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტურობა
  • მაღალი ხარისხი
  • გამძლე ელემენტი
  • მოსახერხებელი ზომა

LEDEX-23115 ფანარი თავზე დასამაგრებელი 5W LED 35hrs

LEDEX-23115 არის თავზე დასამაგრებელი LED ფანარი, 5W სიმძლავრით. უზრუნველყოფს ხელების თავისუფლად გამოყენებას მუშაობის, ლაშქრობისა და სხვა აქტივობების დროს. გამოირჩევა პრაქტიკული დიზაინით და 35 საათამდე მუშაობის ხანგრძლივობით.

Ledex fanari

  • ბრენდი - LEDEX       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:295.6lm სუსტი ნათება:120.4lm         
  • ნათების მანძილი - 250m     
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:2.5 სთ სუსტი ნათებით:10 სთ         
  • ელემენტი - 4V 2000mAh     
  • დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ         
  • ზომა - φ95X100mm   
  • მასალა - პლასტმასი
  • დამატებითი მახასიათებლები - თავზე დასამაგრებელი
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 4869151423115         
  • წონა (კგ) - 0.45         
  • სიმძლავრე (W) - 5   
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი

უპირატესობები:

  • ძლიერი ნათება
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • თავზე დამაგრების ფუნქცია
  • კომფორტულობა
  • ხარისხიანი ელემენტი
  • გამძლეობა
  • მაღალი სამუშაო რესურსი

LEDEX-22128 ფანარი 7W LED 20hrs

LEDEX-22128 არის 7W სიმძლავრის LED ფანარი, რომელიც უზრუნველყოფს ძლიერ და ეფექტურ განათებას. გამოირჩევა პრაქტიკული დიზაინით, მარტივი გამოყენებით და 20 საათამდე მუშაობის ხანგრძლივობით. მოყვება ერთ წლიანი გარანტია.

Ledex fanari

  • ბრენდი - LEDEX       
  • ვოლტი - 220-240V   
  • სიხშირე - 50-60Hz   
  • განათების სიმძლავრე - ძლიერი ნათება:275lm სუსტი ნათება:94lm 
  • ნათების მანძილი - 250m     
  • მუშაობის ხანგრძლივობა - ძლიერი ნათებით:5 სთ სუსტი ნათებით:20 სთ         
  • ელემენტი - 4V 4000mAh     
  • დატენვის ხანგრძლივობა - 12-15 სთ         
  • ზომა - 226X126X148mm       
  • მასალა - პლასტმასი
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 4869141422128         
  • წონა (კგ) - 0.95         
  • სიმძლავრე (W) - 7   
  • პროდუქტის ტიპი - ფანარი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • მაღალი ხარისხი
  • გამძლეობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი სიმძლავრე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება