რატომ უნდა შეიძინო გენერატორი ჩვენთან?

გენერატორი ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ხელსაწყოა და განსაკუთრებით მაშინ, თუ მაღალმთიან ადგილას ცხოვრობთ. რატომ აქვს ამხელა მნიშვნელობა ინსტრუმენტს? რა როლს ასრულებს? როგორ სიტუაციაში გაგიმართავთ ხელს? ამ და სხვა საყურადღებო კითხვების პასუხებს ბლოგში იპოვით.

რა ფუნქცია აქვს გენერატორს?

გენერატორები დიდ როლს ასრულებს მაშინ, როცა ელექტრო ენერგია არ მოგეწოდებათ. ხელსაწყო ისეთ კარგ საქმეს აკეთებს, როგორიცაა ენერგიით მომარაგება. წარმოიდგინეთ, უეცრად სინათლე ჩაქრა და ყველაფერი სიბნელემ მოიცვა. არც ტელეფონი გაქვთ ბოლომდე დატენილი და არც ელექტრო ენერგიაა დიდხანს მომსვლელი. საკმაოდ დრამატული სცენაა არა? დიახ, ასეა, მაგრამ არაფრის შეგეშინდეთ - თუ სახლში გენერატორი გაქვთ, პრობლემაც გადაჭრილია. ასეთ დროს ხელსაწყოს დაიხმართ - სინათლეც გექნებათ და მობილურსაც დამუხტავთ. მოკლედ, ინსტრუმენტი ნამდვილად საჭირო ნივთია, რადგან მსგავსი სიტუაციებისგან დაზღვეული არავინ ვართ. განსაკუთრებით კი მაღალმთიან ადგილებშია აუცილებელი. იქ, სადაც დიდი თოვლი მოდის. სოფლის მაცხოვრებლები ზოგჯერ დღეების განმავლობაში მოწყვეტილი არიან გარე სამყაროს და არ მიეწოდებათ არც ელექტრო ენერგია.

რატომ უნდა შეიძინოთ ხელსაწყოები ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში?

ამ კითხვას არა ერთი, არამედ ბევრი პასუხი აქვს და ეტაპობრივად გავყვეთ. პირველ რიგში, ხელსაწყოები ჩვენთან იმიტომ უნდა შეიძინოთ, რომ აქ მაღალი ხარისხი დაგხვდებათ. ნივთები მრავალეტაპიან შემოწმებას გადის და მხოლოდ იმის შემდეგ ხვდება საიტზე, როცა დავრწმუნდებით რომ ნამდვილად სანდოა. თუმცა, ყველაფერი ეს არ არის. ინსტრუმენტების შესაძენად სახლიდან გასვლა არ დაგჭირდებათ. სასურველ ნივთებს ონლაინ არჩევთ და ამავე მეთოდით იძენთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი მოქმედებს ყველგან - როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. შეძენილ ნივთებს კი ჩვენი სწრაფი კურიერები თქვენამდე რაც შეიძლება მოკლე დროში მოიტანენ. 

Schpindel გენერატორი ბენზინზე 8 kw 220V/380V

Schpindel-ის გენერატორი ის არის, რაც ნებისმიერს მოეწონება - როგორც პროფესიონალს, ასევე დამწყებსაც. ხელსაწყო არაჩვეულებრივი ფუნქციებითაა აღჭურვილი. პირველ რიგში, იმას გეტყვით, რომ მაღალი სიმძლავრე აქვს. ინსტრუმენტი კარგად უძლებს დატვირთულ მუშაობასაც. თუ მისი გამოყენება ხშირად გიწევთ, ეს პრობლემა არ იქნება, რადგან კონკრეტული გენერატორი ყველაფერს უძლებს. ინსტრუმენტს დამატებითი ნივთები მოყვება, კერძოდ, სახელური და ბორბლები. ასევე, საკმაოდ ტევადი ავზი აქვს.

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი   
  • სიმძლავრე - 8kw     
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 4869022876453       
  • წონა (კგ) - 95.6         
  • კვების წყარო - 220/380V     
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები           
  • ავზის მოცულობა - 25 l       
  • საწვავის ტიპი - ბენზინი     
  • კუბატურა - 458cc   
  • სტარტერი - ავტომატური   
  • ზეთი - 10-40W/5-40W

უპირატესობები:

  • დამატებით ნივთები
  • მაღალი ხარისხი
  • ავტომატური სტარტერი
  • ტევადი ავზი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი კუბატურა
  • მაღალი სიმძლავრე

Schpindel გენერატორი ბენზინზე 7.7 kw

მეორე გენერატორი ოდნავ ნაკლები სიმძლავრისაა, თუმცა ძალიან დიდი სხვაობა არ არის. სწორედ ამიტომ, რთულ საქმეებს ეს მოდელიც არაჩვეულებრივად ართმევს თავს. ხელსაწყოს ავტომატური სტარტერი აქვს და კომპლექტაციაც თან ახლავს, კერძოდ, სახელური და ბორბლები. ინსტრუმენტს მოყვება ერთ წლიანი გარანტიაც. თუ გენერატორს ქარხნული წუნი აღმოაჩნდება, შეგიძლიათ ამ პრობლემას მარტივად უშველოთ. ამისთვის თან უნდა გქონდეთ საგარანტიო ტალონი. შემდეგ კი ორივე ერთად სერვის ცენტრში უნდა მიიტანოთ. იქ კი ხელსაწყოს შეაკეთებენ ან ახლით ჩაგინაცვლებენ.

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი   
  • სიმძლავრე - 7.7kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 4869002019948       
  • წონა (კგ) - 94
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები           
  • ავზის მოცულობა - 25 l       
  • საწვავის ტიპი - ბენზინი     
  • კუბატურა - 458cc   
  • სტარტერი - ავტომატური   
  • ზეთი - 10-40W/5-40W

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • კომპაქტურობა
  • ტევადი ავზი
  • კომპლექტაცია
  • ერთ წლიანი გარანტია
  • გამძლეობა

Schpindel გენერატორი ბენზინზე 2.8kw

Schpindel-ის მესამე გენერატორი, წინა ორთან შედარებით, ნაკლები სიმძლავრისაა. სწორედ ამიტომ, იმ შემთხვევაში შეიძინეთ თუ სწრული დატვირთვით არ გსურთ იმუშაოს. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია.

Schpindel generatori

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - გენერატორი   
  • სიმძლავრე - 2.8kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 4869022156616       
  • წონა (კგ) - 49
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ავზის მოცულობა - 15 l       
  • საწვავის ტიპი - ბენზინი     
  • კუბატურა - 196cc   
  • სტარტერი - მექანიკური     
  • ზეთი - 10-40W/5-40W

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • გამძლეობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება