რატომ უნდა შეიძინო Kettler-ის გაზის წყლის გამათბობელი?

ონკანს ხსნი, რამდენიმე წამი გადის და წყალი უკვე ცხელია. თითქოს მარტივი პროცესია, მაგრამ სინამდვილეში ამ რამდენიმე წამში გაზის წყლის გამაცხელებელში რამდენიმე რამ ერთდროულად ხდება. საინტერესო ის არის, რომ ბევრ თანამედროვე გაზის გამაცხელებელს დიდი რაოდენობით ცხელი წყლის შენახვა საერთოდ არ სჭირდება. წყალი ცხელდება მაშინ, როცა ის მოწყობილობაში გადის.

როგორ უნდა შეარჩიოთ ხელსაწყო?

ბევრნაირი წყლის გამაცხელებელი არსებობს და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ძირითადი მახასიათებლები, რათა ხელსაწყო სწორად შევარჩიოთ. პირველ რიგში გეტყვით, რომ გაითვალისწინეთ სიმძლავრე. არსებობს მაღალი, საშუალო და დაბალი ძალის მქონე ხელსაწყოები. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ საკითხს კარგად ჩაუღრმავდეთ და თქვენთვის ხელსაყრელი წყლის გამათბობელი შეიძინოთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - უსაფრთხოება

გამაცხელებლის შიგნით ერთ-ერთი მთავარი ელემენტი უსაფრთხოების სისტემაა. თანამედროვე მოწყობილობებში შეიძლება იყოს სხვადასხვა დამცავი მექანიზმი, რომელიც აკონტროლებს ალის არსებობას, გადახურებას, ჰაერისა და გამონაბოლქვის პირობებს და სხვა პარამეტრებს კონკრეტული მოდელის მიხედვით. თუ სისტემა პრობლემას აღმოაჩენს, მას შეუძლია გაზის მიწოდება შეწყვიტოს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გაზის გამაცხელებელში სამი რამ ერთ სივრცეში მუშაობს: გაზი, ცეცხლი და წვის შედეგად წარმოქმნილი აირები. ამიტომ გამაცხელებლის უსაფრთხო მუშაობა მხოლოდ თავად აპარატის ხარისხზე არ არის დამოკიდებული. მნიშვნელოვანია სწორი მონტაჟი, შესაბამისი ვენტილაცია და გამონაბოლქვის სისტემის გამართულობა.

სად შეგიძლიათ შეიძინოთ ხარისხიანი ინსტრუმენტი?

ერთი შეხედვით, გაზის წყლის გამათბობელი უბრალოდ წყალს აცხელებს. სინამდვილეში კი ის პატარა ავტომატიზებული სისტემაა, რომელიც ერთდროულად აკონტროლებს წყლის ნაკადს, ენერგიის მიწოდებას, ტემპერატურას და უსაფრთხოებას. და ალბათ სწორედ ეს არის მისი ყველაზე საინტერესო ნაწილი. როცა ონკანს ვხსნით, მთელი ეს პროცესი იწყება ისე სწრაფად, რომ მის უკან არსებული ტექნოლოგია საერთოდ გვავიწყდება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ მაღალი ხარისხის ინსტრუმენტი შეიძინოთ, რათა მთელი ეს პროცესები კარგად წარიმართოს. ჩვენს ონლაინ ჰიპრმარკეტში ზუსტად ასეთ საუკეთესო ხელსაწყოებს გადააწყდებით.

რატომ ჰოლსტი?

თუ ხელსაწყოების კომფორტულად შეძენა გსურთ, მაშინ ჰოლსტი იდეალური პლატფორმაა. სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ იყიდოთ ხარისხიანი ინსტრუმენეტები და სწრაფადვე მიიღოთ. საკურიერო მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და უფრო მეტიც, 50 ლარზე მეტის შეკვეთისას, მიტანა უფასოა.

KETTLER JSD22-11DL02 ერთკამერიანი გაზის წყლის გამათბობელი

Kettler-ის გაზის წყლის გამათბობელი საუკეთესოა, რადგან უსაფრთხოა და კარგი მონაცემები აქვს. ინსტრუმენტი გამოირჩევა ტევადობითა და მაღალი წნევით.

Kettler gazis wylis gamatbobeli

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე - 22kw   
  • ზომა - 679x330x213
  • ფერი - თეთრი         
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 8916081990517     
  • წონა (კგ) - 10.79       
  • კვების წყარო - ელემენტი   
  • კამერების რაოდენობა - 1   
  • მოცულობა - 11 l       
  • წნევა - 0.3~10bar     
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display         
  • ტემპერატურის რეგულატორი - მექანიკური

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • მექანიკური ტემპერატურის რეგულატორი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი წნევა
  • მოცულობა
  • მაღალი ხარისხი
  • Led display
  • დახვეწილი ვიზუალი

KETTLER JSD28-14DL02 ერთკამერიანი გაზის წყლის გამათბობელი

უფრო მძლავრი წყლის გამაცხელებელი თუ გსურთ, მაშინ ეს მოდელი შეიძინეთ. ხელსაწყო მექანიკურია და მაღალი წნევა აქვს. ამასთანავე, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია.

Kettler gazis wylis gamatbobeli

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე - 28kw 
  • ზომა - 679x370x213
  • ფერი - თეთრი         
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 8916081990005     
  • წონა (კგ) - 11.77       
  • კვების წყარო - ელემენტი   
  • კამერების რაოდენობა - 1   
  • მოცულობა - 14 l     
  • წნევა - 0.3~10bar     
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display         
  • ტემპერატურის რეგულატორი - მექანიკური

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • მაღალი წნევა
  • ტევადი ავზი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • უსაფრთხოება

KETTLER გაზის წყლის გამათბობელი - JSG12GT-S14

Kettler-ის კიდევ ერთი წყლის გამათბობელი უნდა წარგიდგინოთ. ეს კონკრეტული მოდელი, ჩამოთვლილებს შორის, ყველაზე მძლავრია და ორი კამერა აქვს, რაც დიდი უპირატესობაა. ინსტრუმენტს ახლავს ერთ წლიანი გარანტია.

Kettler gazis wylis gamatbobeli

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - გაზის წყლის გამათბობელი
  • სიმძლავრე - 29kw   
  • ზომა - 522*337*158
  • ფერი - თეთრი         
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 1998070431284     
  • წონა (კგ) - 14
  • კვების წყარო - 220-240V   
  • კამერების რაოდენობა - 2   
  • მოცულობა - 12 l       
  • წნევა - 0.2~10bar   
  • ტემპერატურის მაჩვენებელი - Led Display         
  • ტემპერატურის რეგულატორი - სენსორული       
  • დამატებითი კომპლექტაცია - საკვამური

უპირატესობები:

  • კამერების რაოდენობა
  • დამატებითი ნივთები
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი წნევა
  • ხარისხი
  • სენსორული ტემპერატურის რეგულატორი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება