რჩევები, რომლებიც პერფორატორის შეძენამდე უნდა იცოდე

სანგრევ-სახვრეტი სამუშაოებისთვის პერფერატორი იდეალურია და თუ ამ საქმიანობით ხართ დაკავებული, აუცილებლად უნდა შეიძინოთ. ხელსაწყო ძალიან კარგად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და ყველას მხოლოდ კმაყოფილს ტოვებს. რა თქმა უნდა, საუბარია მაღალი ხარისხის ინსტრუმენტებზე, რომლებსაც ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში იპოვით. მანამდე კი პერფერატორის შესახებ მეტი გავიგოთ.

როგორ უნდა შეარჩიო ინსტრუმენტი?

საკმაოდ ბევრი სახის პერფერატორი არსებობს, ამიტომ საჭიროა ზუსტად გაარკვიოთ, თუ რომელი მათგანი გამოგადგებათ კონკრეტულად თქვენს საქმეზე. პირველ რიგში, ყურადღება სიმძლავრეს მიაქციეთ. თუ ინსტრუმენტი რთული საქმეებისთვის გსურთ და დატვირთული მუშაობა მოუწევს, მაშინ მაღალი ძალის მქონე პერფორატორი შეიძინეთ. ყველაფერს ახლა იწყებთ? ასეთ დროს შეგიძლიათ საშუალო სიმძლავრის მქონე ინსტრუმენტით დაიწყოთ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ დარტყმის სისწრაფე და ძალა, ბრუნვის სიჩქარე, ბურღვის მაჩვენებელი, ვაზნის დიამეტრი და სხვა მსგავსი მახასიათებლები. შეგიძლიათ იგივე პრინციპით იხელმძღვანელოთ, როგორც სიმძლავრის შემთხვევაში.

რატომ უნდა შეიძინო პერფერატორი ჩვენთან?

სანდო და ხარისხიან ხელსაწყოს ეძებ? მაშინ ზუსტად ამიტომ უნდა აირჩიო ჰოლსტი, რადგან ჩვენთან ყველა ინსტრუმენტი ასეთია. გარდა ამისა, ხელსაწყოებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. თუ თქვენი შეკვეთა 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი მოქმედებს ყველგან - როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.  შეძენილი ნივთები თქვენამდე საკმაოდ მოკლე დროში მოვა და უვნებელი ჩაგბარდებათ. მოკლედ, კომფორტს და ხარისხს ჩვენთან ნამდვილად იპოვით და სწორედ ამიტომ უნდა აირჩიოთ ჰოლსტი.

Schpindel SPB-03790B ელ. პნევმატური დრელი 790W 2.8J სიჩქარის რეგულირებით SDS-PLUS

Schpindel-ის პერფერატორი საშუალო სიმძლავრისაა და კარგად გამოიყენებთ შედარებით მსუბუქ საქმეებზე. ინსტრუმენტს მაღალი დარტყმის სისწრაფე და ძალა აქვს. ამასთანავე თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, საბურღი თავაკი, წვეტიანი და ბრტყელი საბურღი თავი, სიღრმის საზომი და ერთი წყვილი ნახშირი. 

Schpindel perforatori

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი           
  • სიმძლავრე - 790W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 2514252153141         
  • წონა (კგ) - 5.09         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1250min         
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS         
  • დამატებითი კომპლექტაცია - საბურღი თავაკი 8/10/12 + წვეტიანი საბურღი თავი 13*240mm + ბრტყელი საბურღი თავი 13*240mm + სიღრმის მზომი + 1 წყვილი ნახშირი   
  • დარტყმის ძალა - 2.8J         
  • დარტყმის სისწრაფე - 0-5500min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 24mm/30mm/13mm
  • დამატებითი ინფორმაცია - კაბელის სიგრძე - 2მ; ცვლადი სიჩქარით

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • დამატებითი ნივთები
  • დარტყმის სისწრაფე
  • სიღრმისეულად ბურღვის უნარი
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი ხარისხი

TOLSEN TOL1789-79510 ელექტრო პნევმატური დრელი 800WX26MMX3.0J

პირველთან შედარებით უფრო მძლავრ ხელსაწყოს თუ ეძებთ, ეს კონკრეტული მოდელი გამოგადგებათ. Tolsen-ის პერფორატორი ამ კატეგორიაში საუკეთესოა. ინსტრუმენტს თან ახლავს ქეისი, დამატებითი სახელური, სიღრმის მარეგულირებელი და 5 საცვლელი პირი.

Tolsen perforatori

  • ბრენდი - TOLSEN   
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი           
  • სიმძლავრე - 800W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 6933528789581         
  • წონა (კგ) - 5   
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min         
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS         
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა       
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი + 5 საცვლელი პირი 
  • დარტყმის ძალა - 3J
  • დარტყმის სისწრაფე - 0-4000min   
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 26mm/30mm/13mm

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • დამატებითი ნივთები
  • დარტყმის ძალა და სისწრაფე
  • ბურღვის მაჩვენებელი
  • ვაზნის დიამეტრი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • გამძლეობა

CROWN CT18183 BMC - ელექტრო პნევმატური დრელი 900W;3,2J

ბოლოსთვის კიდევ უფრო მძლავრი Crown-ის პერფერატორი შემოვიტოვეთ. თუ წინ დიდი საქმეები გელით და ხელსაწყოს დატვირთულ მუშაობა მოუწევს, მაშინ ეს კონკრეტული ხელსაწყო უნდა შეიძინოთ. ინსტრუმენტს მოყვება ქეისი, დამატებითი სახელური და აქსესუარები. ყველა ჩამოთვლილ ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტიაც.

Crown perforatori

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი           
  • სიმძლავრე - 900W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640186249379         
  • წონა (კგ) - 6.25         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1150min         
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS         
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა       
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებით სახელური + აქსესუარები   
  • დარტყმის ძალა - 3.2J         
  • დარტყმის სისწრაფე - 5100min       
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 28mm/40mm/13mm

უპირატესობები:

  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • კომპაქტურობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი ხარისხი
  • ვაზნის დიამეტრი
  • დამატებითი კომპლექტაცია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება