რეისმუსი - ინსტრუმენტი, რომელიც ყველა ხელოსნის სახელოსნოში უნდა ინახებოდეს

მხოლოდ შენახვა, რასაკვირველია, არ ეგების - რეისმუსი ის ინსტრუმენტია, რომელიც ერთი, რომ უკიდურესად საჭიროა ძალიან ბევრი მიმართულებით და მეორე - ნამდვილად არ იმსახურებს იმას, რომ მტვერი დაედოს.

რატომ და იმიტომ, რომ რეისმუსი აუცილებელი ინსტრუმენტია ხის დამუშავებისთვის, მაშინ, როცა საჭიროა სხვადასხვა დეტალის სისქის გათანაბრება, ზედაპირის გასწორება და იდეალურად გლუვი შედეგის მიღება. გარდა ამისა, რეისმუსს შეუძლია, ნედლი ან უხეში დაფა გადააქციოს ერთნაირი ზომის, სუფთა და ზუსტ მასალად, რაც ბევრად ამარტივებს შემდგომ სამუშაოებს - იქნება ეს ავეჯის დამზადება, დეკორატიული ელემენტები თუ კონსტრუქციული ნაწილები.

რეისმუსის მუშაობის პრინციპი

რეისმუსის მუშაობის პრინციპი ხის მასალის თანაბრად დამუშავებაა. მისი ძირითადი ელემენტია - ლილვი დანებით, რომელიც მუშაობის დროს დამუშავებისთვის განსაზღვრულ დეტალებს უსწორმასწორო ფენებს აშორებს.

აღჭურვილობის მთავარი შემადგენელი ნაწილებია:

  • მექანიზმის საფუძველი - ძრავა;
  • საჭრელი პირი;
  • ძირითადი და დამხმარე მაგიდები;
  • მოძრავი ლილვაკები;
  • მართვისა და რეგულირების ელემენტები (სიმაღლის არჩევის ღილაკი, ჩართვის ღილაკი, საკონტროლო ლამპა, გადამრთველი);
  • დამცავი სისტემები (ძრავის დატვირთვის სენსორი, მოკლე ჩართვისგან დამცავი);
  • ნახერხის შემგროვებელი.

მუშაობის დროს მოტორს მოქმედებაში მოჰყავს დანებიანი ლილვი. სანამ ლილვები დაფას ამოძრავებენ, დანები ხის ზედაპირს ასუფთავებენ. ნახერხი სპეციალური მილით ცალკევდება, რომელზეც მტვერსასრუტის მიერთებაც არის შესაძლებელი.

რეისმუსის დანადგარების სახეობები

რეისმუსის კონსტრუქცია თავის თავში აერთიანებს მძლავრ ელექტროძრავას, სამუშაო მაგიდას და როლიკებიან მექანიზმს, რომელიც პასუხისმგებელია დასამუშავებელი მასალის ავტომატურ მოძრაობაზე.

თუმცა, რეისმუსის მთავარი სამუშაო ელემენტია დანებიანი ლილვია. იმაზე, ერთია ის დანადგარზე, თუ ორი ან მეტი, დამოკიდებულია წარმადობა და დავალებების შესრულების შესაძლებლობა. რამდენიმე ლილვი ურთულესი ამოცანებისთვის არის დანიშნული - სხვადასხვა მხრიდან ერთდროული ჭრის საშუალებას იძლევა. დიდი მნიშვნელობა აქვს დანების შენადნობს, ფორმასა და გალესვის დონეს. ორმხრივად გალესილი დანები ორჯერ მეტხანს გაძლებს. ყველაზე ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა შენადნობი ფოლადის დანებს აქვთ.

რეისმუსები შეგვიძლია რამდენიმე პარამეტრის მიხედვით დავყოთ: საჭრელი პირების რაოდენობით, ტექნიკური მახასიათებლებითა და მობილობით.

ცალმხრივი რეისმუსი

ეს დანადგარი განკუთვნილია დეტალის მხოლოდ ერთი მხარის დამუშავებისთვის. დამუშავების შემდეგ, ზედა ნაწილის რელიეფი ქვედას რელიეფს გაიმეორებს, ამიტომ ერთი მხარე მაინც თანაბარი უნდა იყოს.

ორმხრივი რეისმუსი

ეს დანადგარი დეტალს ერთდროულად ორი მხრიდან ამუშავებს. მნიშვნელოვანია, რომ რეისმუსში მოხვედრამდე, დეტალი შალაშინით იყოს დამუშავებული.

საყოფაცხოვრებო რეისმუსი

მათი გამორჩევა შემდეგი ნიშნებით არის შესაძლებელი:

  • მცირე ზომა და წონა;
  • მცირე სიმძლავრე;
  • ხელმისაწვდომი ფასი.

საყოფაცხოვრებო დანადგარში დეტალების მოთავსება ხელით არის საჭირო. ამდენად, იგი მასშტაბური სამუშაოებისთვის ან ბევრი მასალის დამუშავებისთვის არ გამოდგება.

სამრეწველო რეისმუსი

სამრეწველო რეისმუსის არსენალშია:

  • მაღალი წარმადობა;
  • დეტალებთან მუშაობის სიჩქარე;
  • გაშალაშინების მაქსიმალური სიღრმე;
  • მაქსიმალურად სქელი დეტალის დამუშავების შესაძლებლობა.

დასასრულისკენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეისმუსი ერთ-ერთი იმ იარაღთაგანია, რომელსაც ნებისმიერი ხელოსანი ადრე თუ გვიან აუცილებლად აფასებს. მისი მნიშვნელობა მხოლოდ ზედაპირის გაპრიალებით არ შემოიფარგლება - რეისმუსი საშუალებას გვაძლევს, ვიმუშაოთ ზუსტად, შევქმნათ ერთნაირი სისქის მასალა და თავიდან ავიცილოთ შეცდომები, რომლებიც შემდეგ ეტაპებზე დროს გვაკარგვინებს და ხარჯს ზრდის.

რეისმუსი ზრდის ხარისხს და მნიშვნელოვნად აჩქარებს პროცესს, იქნება ეს ავეჯის წარმოება, რესტავრაცია თუ მცირე საოჯახო პროექტები. სწორედ ამიტომ, ვისაც ხესთან მუშაობა უყვარს, ადრე თუ გვიან აცნობიერებს, რომ რეისმუსი არა უბრალოდ მოწყობილობა, არამედ საიმედო პარტნიორია, რომელიც თითოეული პროექტის იდეალურად დასრულების გარანტიას იძლევა.

Dewalt DW733-QS რეისმუსი 1800W

Dewalt reismusi

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - რეისმუსი
  • სიმძლავრე - 1800W
  • ზომა - სიგანე: 317mm სიმაღლე: 152mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5011402272112
  • წონა (კგ) - 33.6
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - მტვრისგან დამცავი + 2 ცალი ქანჩის მოსახსნელი
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-10000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-2mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება